17 ნოემბერს გამართულმა საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

ინაუგურაციის შემდგომ ბევრი დაიწერა და ითქვა სხვადასხვა საკითხზე, თუმცა კითხვაზე, რომელი დიზაინერის სამოსი ეცვათ ხელისუფლების პირველი პირების მეუღლეებს, პასუხს ყველამ დიპლომატიურად აარიდა თავი.

ჩვენთვის კი შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკა ხვედელიძეს “Christian Dior“-ის შავ-თეთრი პალტო ეცვა, რომელიც 2013 წლის შემოდგომის სეზონის კოლექციიდანაა.

სწორედ ეს პალტო ეცვა კერი ვაშინგტონის გმირს, ოლივია პოუპსაც სერიალ “სკანდალის” მესამე სეზონის ერთ-ერთ სერიაში.

FALL 2013 RTW
FALL 2013 RTW
პრემიერმინისტრი მეუღლესთან ერთად
პრემიერმინისტრი მეუღლესთან ერთად
ინაუგურაციის ცერემონია
ინაუგურაციის ცერემონია
ეკა ხვედელიძე და მაკა ჩიჩუა
ეკა ხვედელიძე და მაკა ჩიჩუა
Olivia Pope
Olivia Pope

აღსანიშნავია ეკა ხვედელიძის მზის სათვალეც, რომლის ბრენდი  “Dolce & Gabbana” ყველასთვის შესამჩნევი იყო.

როგორ შეაფასებდი ეკა ხვედელიძის სტილს?