ერთ-ერთი ყველასათვის საყვარელი მსახიობი, 36 წლის დრიუ ბერიმორი, რომელიც ქორწინებამდე ფრიად დაკავებული და მოუცლელი იყო გადაღებებით, გათხოვების შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცნობილი ექიმის კაბინეტში ვიზიტებით “ერთობა”, ექოსკოპიის პასუხებით ხელში.

ყველა გაოცებულია: ნუთუ დრიუ და მისი მეუღლე ვილ კოპელმანი პირველ შვილს ელოდებიან? პაპარაცული ფოტოები უკვე რამდენიმე ცნობილმა გამოცემამ დაბეჭდა.

“წყვილს ძალიან უნდა შვილი, დრიუ დედობისთვის უკვე მზადაა,ხოლო ვილს ძალიან უნდა გახდეს მამიკო, ოჯახი ფრიად მნიშვნელოვანია მათთვის” – უცხადებს ჟურნალ PEOPLE-ს ოჯახის მეგობარი.

თუმცა ამ ფაქტის გამო, კომენტარის გაკეთებაზე თავად დრიუმ და ვილმა უარი განაცხადეს. თუმცა რახან დუმილი თანხმობის ნიშანია, ალბათ დროა მივულოცოთ ბედნიერ წყვილს.

შეგახსენებთ, რომ დრიუმ მრავალი სასიყვარულო რომანისა, თუ უიღბლო ქორწინებების შემდეგ ნამდვილი და ერთადერთი სიყვარული იპოვა. მათ სულ ახლახანს იქორწინეს და დრიუ ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ზღაპრულად ბედნიერი და ბავშვივით შეყვარებულია. იმედი დავიტოვოთ, რომ მისი ბედნიერება ძალიან დიდხანს გასტანს და მსგავსი ვარსკვლავური ქორწინებებივით მალე არ დაირღვევა.