ნაომი ვოტსი განასახიარებას პრინცესა დიანას ახალ ბიოგრაფიულ ფილმში  “Caught in Flight” რომელიც ალბათ ყველაზე მაშტაბური ფილმი იქნება იმ ფილმებიდან რაც კი ოდესმე პრინცესა დიანაზე გადაღებულა.

ნაომი მალე  პრინცესა დიანად ”ტრანსფორმირდება”.  ოსკარის  ნომინანტმა 43 წლის ავსტრალიელი მსახიობმა პრინცესას როლისთვის კასტინგი გვიან გაიარა, თუმცა ამან არ შეუშალა ხელი იმაში რომ გაემარჯვებინა და ლედი დის როლის თამაში ხვდომოდა წილად. ფილმის რეჟისორი ოლივერს ჰიშბერგი იქნება, ხოლო სცენარისტი სტეფან ჯეფრისი. ფილმი მოგვითხრობს ”ხალხის პრინცესას” ცხოვრებაზე უკანასკნელი ორი წლის შესახებ, რომელიც გახდა დიდი ქველმოქმედი, მას  შემდეგ რაც პრინც ჰარის გაშორდა.  ის 1997 წელს ოცდათექვსმეტი წლის ასაკში პარიზში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ლედი დიანა დღემდე ახსოვს მთელ მსოფლიოს.

ნაომი ვოტსმა განაცხადა:

“ჩემთვის დიდი პატივია ისეთი პიროვნების თამაში როგორიც პრინცესა დიანა იყო. იგი მთელი მსოფლიოს ხალხს უყვარდა და მე ვემზადები დიდი გარდასახვისთვის რათა განვასახიერო ის. “

მანამდე ამ ფილმისთვის, პრინცესა დიანას როლზე სხვადასხვა მსახიობები მოაზრებოდნენ: კერი მულიგანი, კირა ნაითლი და ასევე ჩარლიზ ტერონი.

ფილმი ასევე ფოკუსირებული იქნება დიანას სასიყვარულო ურთიერთობაზე  წარმოშობით პაკისტანელ ექიმ ჰასნათ აჰმად ჰანთან,  რომელიც დიანას მთელი ცხოვრების სიყვარული ყოფილა. დიანა ჰასნათ ჰანს 1995 წელს შეხვდა და მათმა სასიყვარულო კავშირმა ორ წელს გასტანა და ისინი 1977 წელს დაშორდნენ ერთმანეთს.

დიანა ავტოკაკატასროფაში მოყვა ბილიონერ დოდი ალ ფაიდთან ერთად, რომელიც დიანასთან  ერთად პარიზში იმყოფებოდა  და მასთან ერთადვე დაიღუპა.