წლევანდელი ჰელოუინი ჰოლივუდის საზომით სუპერ–fabulous გამოვიდა!
“ჩარლის ანგელოზებიდან” ერთ-ერთმა, დრიუ ბერიმორმა საჰელოუინოდ მოაწყო წვეულება, რომელიც იმდენად ხმაურიანი გამოვიდა, რომ მეზობლებმა პოლიციას გამოუძახეს.
31 ოქტომბრის ღამეს მსახიობმა მოიწვია სტუმრები საკუთარ სახლში – ჰოლივუდის ბორცვებზე. მეზობლად მცხოვრები ხალხი არ იყო აღფრთოვანებული იმ ღრიანცელით, რომელიც დრიუს სტუმრებმა გამოიწვიეს. რის გამოც მათ სამართალდამცველები დაადგნენ თავს.
მცირე მოლაპარაკებების შედეგად, დრიუ დასთანხმდა პოლიციელებს ხმაურის შეწყვეტაზე და შეასრულა კიდეც მათთვის მიცემული პირობა.
ბერიმორი არ გახლავთ ერთადერთი ვარსკვლავი, რომელიც აღნიშნავდა ჰელოუინს მასშტაბური ღონისძიებით.

სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა გააკვირვა სტუმრები ლას-ვეგასის კლუბ- “ტაოში” გამართულ წვეულებაზე, გამოცხადდა რა კან-ამძვრალი ადამიანის კოსტიუმით. ხსენებული ფორმის გამზადება ივლისში დაიწყო. ხოლო კოსტიუმის შესაბამისი მაკიაჟისათვის მას სამ-ნახევარი საათი დასჭირდა.
“წელს მეცამეტე წვეულებას ვმართავდი ჰელოუინთან დაკავშირებით, ამიტომაც, რაიმე განსაკუთრებული მსურდა,” – თქვა მოდელმა. “ვიფიქრე, როგორი ვიქნებოდი, ჩემთვის რომ კანი აეცალათ. აი, შედეგიც!
თავიდან სულ თეთრი სამოსი შევქმენით. შემდგომ, ხელით დავახატეთ თითოეული დეტალი. მხატვარმა ადამიანის სხეულის აღნაგობის ფოტოები გამოიყენა ანატომიის სახელმძღვანელოდან, რადგანაც ზედმიწევნით ასახულიყო ყველა ძვალი და ყოველი კუნთი.
თქვენს წინაშეა 2011 წლის ჰელოუინის დროს გადაღებული სხვა ვარსკვლავების ფოტოებიც:
































ამბერ როუზი ზე ქალია <3 აქ ჩამოთვლილ უმრავლესობა ***ებში გამოირჩევა.
აი ლავ ჰერ <3.
ჰაჰ… ზოგიერთი რა მოსაზრებულია…
საკმაოდ ორიგინალური კოსტიუმები იყო
ლივ ტაილერი ყოველთვის ლამაზია, ყველანაირ ჩაცმულობაში