Home ვარსკვლავები

“ვარსკვლავის” სტატუსი მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას ნიშნავს: ყველას აინტერესებს რას იცვამ, რას ჭამ, სად გძინავს. ცნობილი ადამიანების სახლები მათ გარდერობზე არანაკლებ საინტერესოა.

სარა ჯესიკა პარკერი

ჩვენმა ფავორიტმა სარა ჯესიკა პარკერმა პოპულარულ კურორტ ჰემპტონში საზაფხულო სახლი შეიძინა. მას არ სურდა პომპეზური გარემო, მხოლოდ სინათლე, ჰაერი და სივრცე. ოთახები მოწყობილია ნარევი ანტიკური, ვინტაჟური და დაბალფასიანი IKEA-ს ავეჯით. ყველგან კომფორტი და სიმყუდროვეა.

ლეა მიშელი

მომღერალ და მსახიობ ლეა მიშელს თავისუფალი დროის შინ გატარება უყვარს. მისი აზრით, მთავარია სახლი მყუდრო იყოს. ლეას ინტერიერის ყველაზე საინტერესო ნივთი საწერი მაგიდაა, რომელსაც მოფერებით ბრედშოუს უწოდებს (ქერი ბრედშოუს პატივსაცემად).

ბიონსე და ჯეი ზი

ბიონსემ და ჯეი ზიმ საზაფხულოდ 400 ათასად ღირებული სახლი იქირავეს ბრიჯჰემპტონში, ნიუ იორკის შტატში და დასასვენებლად შვილთან ერთად გადაბარგდნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სახლია ამ რაიონში და აღჭურვილია ვირტუალური გოლფით, ბოულინგის ბილიკით, მედია ოთახით, კლდეზე ცოცვის კედლით, საბავშვო-გასართობი სივრცით და სკეიდბორდის პანდუსითაც კი.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილი ხშირად სტუმრობს სახლს ახალ ორლეანში. სახლი თბილ ფერებში და კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ყველაფერი სადაა, ზედმეტი პომპეზურობის გარეშე.

ელენ დე ჯენერისი და პორტია დე როსი

ელენ დე ჯენერისი და მისი მეუღლე პორტია დე როსი უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სიყვარულით გამოირჩევიან. მათი უკანასკნელი შენაძენია სალადინოს ვილა მონტეჩიტოში, კალიფორნიის შტატში. 1928 წელს აგებულ ვილას 6 საძინებელი, 9 ბუხარი, 7 სააბაზანო და შესანიშნავი ხედი აქვს ოკეანეზე. იგი 26,5 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ქენდის ბუშნელი

მწერალი ქენდის ბუშნელი აღიარებს, რომ ოცნებობდა სასახლეში ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ მანჰეტენზე მდებარე ბინა იყიდა და მდიდრულად, მაგრამ დახვეწილად მოაწყო.

კიმ კარდაშიანი და ქანიე უესტი

კიმ კარდაშიანმა და ქანიე უესტმა დაახლოებით 11 მილიონ დოლარად შეიძინეს უზარმაზარი სახლი ბელ ეარში, კალიფორნიის შტატში. სახლს აქვს 5 საძინებელი, 6 სააბაზანო ოთახი, ლიფტი, კალათბურთის მოედანი, ჩოგბურთის კორტი, ბოულინგის ბილიკი, სპა, საცუარაო აუზი, სალონი, ღვინის სარდაფი, დიდი ეზო. წყვილის აზრით, ეს შესანიშნავი ადგილია მათი საეთო შვილის აღსაზრდელად.

ჯესიკა ალბა

ჯესიკასთვის მნიშვნელოვანია მისი შვილები ჯანსაღ, ნაკლებად მავნებელ გარემოში აღზარდონ. არატოქსიკური ავეჯი ჯესიკასთვის პრიორიტეტულია. მისი ბევერლი ჰილზის სახლი ასე გამოიყურება:

ქრისტინა აგილერა

ქრისტინა აგილერამ 10 მილიონ დოლარად კერძო სახლი შეიძინა ბევერლი-ჰილზში, კალიფორნიაში. ფართო აპარტამენტებში შედის 6 საძინებელი, 8 სააბაზანო, ბარი, სახლის კინოთეატრი, სპა და აუზი ზღვის წყლით.

ჯენიფერ ლოპეზი

ჯენიფერ ლოპეზმა თავისი კალიფორნიული სახლი რომანტიკულ, არტ-დეკო სტილში მოაწყო. რუხი-მოცისფრო კედლები სასტუმრო და ატმისფერი საძინებელი ვერცხლისფერი და ოქროსფერი დეტალებითაა გაფორმებული.

14 კომენტარი to this post
  1. სარა ჯესიკა პარკერის და ელენ დეჯენერისის სახლები ყველაზე მეტად მომეწონა

  2. პიტი-ჯოლის სახლს ქართველი არქიტექტორი ხომ არ ჰყავს ნეტაა? ))))))))))))))))
    პარკერის, ელლენისა და ლოპესის სახლები მომეწონააა….. ^^ <3

  3. ენჯის სახლი გავს ყველაზე მყუდრო სახლს და ამათ და ამდენი შვილობის კვალობაზე ძალიან მოკრძალებულია

  4. მეტნაკლებად ყველა სახლი მომეწონა.ბრანჯელინას სახლზე მეც გავიფიქრე ქართველის ხელი ხომ არ ურევია მეთქი.ჰგავს ქართულს.:)) ბიონსეს და მის ქმარს ისე ეზარებათ გარეთ გასვლა,ვირტუალურად თამაში ურჩევნიათ.:))) იკეას დაბალფასიანი უძახე და მე ძალიან მომწონს.მშვენიერია.

შენ რას იტყვი?