„მაღალი ქუსლების მიუხედავად, თავს სექსუალურად არ გრძნობ, თუ გამართულად ვერ დადიხარ“

ცოტა ხნის წინ სარა ჯესიკა პარკერის როგორც ფეხსაცმლის დიზაინერის დებიუტი შედგა. ვინ, თუ არა ჩვენი საყვარელი ქერი ბრედშოუ შექმნიდა მოდურ და ამავე დროს პრაქტიკულ ფეხსაცმელს. და რა თქმა უნდა ვისთან, თუ არა მანოლო ბლანიკთან.

O Mag SJP

მარკეტინგული გათვლა უნაკლოა – ქერი და მანოლო. “სექსი დიდ ქალაქში” სერიალის არცერთი გმირი არ უშინდებოდა თავბრუდამხვევი სიმაღლის ქუსლებს. რეალურ ცხოვრებაში კი სარა ჯესიკა პარკერმა მათ პრაქტიკულობა შესძინა. „არაფერია სექსუალური ბატიფეხურ სიარულში“ – დასძინა სარამ. რა თქმა უნდა, მისი სიტყვების თარგმანი არასრულყოფილია, მაგრამ ბევრს შეგვხედრია ქუჩაში თუ წვეულებაზე წვალებით გადაადგილებადი მაღალ ქუსლებზე შემდგარი გოგონები, რომელთა სიარული სულაც არ არის არც მიმზიდველი და მით უმეტეს, არც სექსუალური.

SJP-Shoes-1

SJP ხაზი მოიცავს უქუსლო ფეხსაცმელებს, დაბალყელიან ჩექმებს, მაქაღქუსლიან, პლატფორმიან და თითის გასაყრელ ფეხსაცმელს. ამასთანავე ეს ფეხსაცმელები გაცილებით ხელმისაწვდომია, ვიდრე ქერის მიერ არჩეული წყვილები. SJP ფეხსაცმელების ფასი 195-დან 485 დოლარამდე მერყეობს.

SJP-Shoes-2

სარამ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ფეხსაცმელი ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

„ჩვენ შრომით მოვიპოვებთ ფულს. ამიტომაც ვცდილობდი ქალბატონებისთვის მათი ფულის სანაცვლოდ ლამაზი სილუეტები, მრავალფეროვნება და საუკეთესო ხარისხი შემეთავაზებინა“.

SJP9

ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ფეხსაცმელი ყოფილიყო კლასიკური, ყველა დროის შესაფერისი.

„არ მინდოდა შემექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მხოლოდ 2014 წელს იქნებოდა მოდური. მინდა, რომ ჩემი ფეხსაცმელი სამყაროს ნაწილი იყოს დიდი ხნის განმავლობაში“

– აცხადებს სარა.

sjp-2

სარამ პირადი შტრიხიც შეიტანა ფეხსაცმლის დიზაინში და თითოეული წყვილის ქუსლის უკანა მხარეს მცირე ზომის ბაფთა დაამატა.

„ბავშვობაში ბევრი ფული არ გვქონდა, მაგრამ დედაჩემი ცდილობდა, რომ მე და ჩემს დებს თმაზე ყოველთვის ბაფთა გვკეთებოდა“

– ასე ხსნის სარა თავის ამ გადაწყვეტილებას.

„ყოველ დილით უნდა გაგვეუთოებინა ისინი. განსაკუთრებული ადგილიც გვქონდა გამოყოფილი ამ ბაფთებისთვის. ახლა მათ ჩემს გოგონებს ვუკეთებ და ჩემს დისშვილებსაც“.

the carrie SJP
The Carrie

ფეხსაცმლის ერთ-ერთ წყვილს ქერის სახელი ჰქვია, სერიალის გმირის პატივსაცემად, რა თქმა უნდა. ღია ფერის ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც გამოდგება დღისითაც და საღამოს წვეულებისთვისაც.

The Lady SJP
The Lady

კიდევ ერთი ფეხსაცმლის სახელია „Lady” – “ქალბატონი“ – კლასიკური, მკვეთრი ფერის დახურული ფეხსაცმელი, რომელიც 350 დოლარი ეღირება.

„ეს კლასიკური და რეტრო სტილის ფეხსაცმელია, რომელმაც დროს გაუძლო. მისი მარტივი სილუეტი მრავალი ქალბატონის სტილს დააკმაყოფილებს“.

SJP-8

„სარამ დამირეკა და საუბრისას აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ბევრს ფიქრობდა ფეხსაცმელებზე. სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ვუთხარი: ხვალ დილით ჩემს ოფისში შევხვდებით“ – იხსენებს მანოლო ბლანიკის გენერალური დირექტორი ჯორჯ მალკემუსი. „როგორც კი სარამ იდეა მოგვაწოდა, ჩვენ ის იმწამსვე ავიტაცეთ“.

Sarah-Jessica-Parker-and-George-Malkemus-of-Manolo-Blahnik-launch-SJP-Shoes-at-Nordstrom

ჯორჯმა და სარამ გადაწყვიტეს, რომ ფეხსაცმელი იტალიაში აწარმოონ.

„მინდოდა შემექმნა პროდუქტი, რომელსაც დეტალურად ჩაუღრმავდებიან“

– აღნიშნავს მსახიობი. სარასთვის მოდის ინდუსტრიაში ეს ნაბიჯი პირველი არ არის. 2007-ში მან შექმნა საკუთარი მოდის ხაზი სახელწოდებით Bitten, Steve & Barry’s-ის ტანსაცმლის ხაზთან ერთად. ასევე გამოშვებული აქვს რამდენიმე სუნამო: Lovely, Covet, SJP NYC, და სხვა.

SJP ხაზის ფეხსაცმელების გაყიდვა დაიწყება ექსკლუზიურად Nordstrom-ის ონლაინ თუ ჩვეულებრივ მაღაზიებში 2014 წლის 28 თებერვლიდან.