2011 წლის ევროვიზიის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი “ქენდი” სიმღერით “candy music” გახდა. რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალს სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა. წლევანდელ წელს საბავშვო ევროვიზიაზე 13 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ჯგუფი “ქენდი” სცენაზე მეთორმეტე  ნომრით გამოვიდა. ჩვენს პატარა მომღერლებს თითქმის ყველა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და 108 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.  მეორე ადგილზე ჰოლანდიის წარმომადგენლები გავიდნენ 103 ქულით ხოლო მესამე ადგილი 99 ქულით ბელარუსიის წარმომადგნელბმა დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება უკვე მეორედ მოიპოვა. 2008 წელს გაიმარჯვეს ჯგუფმა “ბზიკები”, რომლებიც  წელს ევროვიზიაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ.

საღამოს შემდეგ, ჯგუფმა პრესკონფერცია გამართა. “ჩვენი ოცნებები ახდა”,– განაცხადა “ქენდიმ” – “ჩვენ ყველაზე ბედნერი ბავშვები მთელს მსოფლიოში ვართ”.

მათ სხვა ქვეყნის წარომადგენლებსაც უსურვეს წარმატებები.

ირა კოვალენკო, ანა ხანჩალიანი, ირინა ხეჩანოვი, გვანცა სანებლიძე, მარიამ ღვალაძე


ეს მათი რეპეტიციის ვიდეო ჩანაწერი:

ეს ოფიციალური ვიდეო:

ეს კი მათი გამარჯვების შემდგომი ემოციები: