ჩემი მუშაობის ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმდენი მოვასწარი, რომ ინდოელებთანაც კი ვიმუშავე. რას ვიზამთ, უმუშევრად ჯდომას ისევ იმათი ინგლისურის მოსმენა მერჩივნა. მართალია, ეს სამუშაო სულ რაღაც ორი თვე იყო, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი. ინდური ფილმების ყურება და ინდური მუსიკის მოსმენა დამაწყებინეს.

თავის მართლებასავით ჟღერს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ისეთ ადგილას ვიჯექი, სადაც მთელი დღე რომელიღაც ინდური არხი ტრიალებდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ აუცილებლად მეკითხებოდნენ: ეს ინდოელი მსახიობი იცი? აუ ის არ იცი? და თუ არ ვიცოდი ეს ძალიან უკვირდათ მაშინ, როცა თვითონ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, მაგალითად მაიკლ ჯექსონი, მადონა, ანჯელინა ჯოლი არ იცოდნენ.

ერთ-ერთი სტატიისათვის სურათების ძებნისას საკმაოდ საინტერესო სურათებს გადავაწყდი. ბოლივუდის სელებრითები, რომლებიც ჰოლივუდის ვარსკვლავებს გვანან.  ინდოელი მსახიობებიდან მხოლოდ აიშვარია რაი ვიცანი, რომელსაც, ვაღიარებ, რომ ულამაზესია. სხვებს აქა-იქ მოვკარი თვალი, იძულებითი კინო-სეანსებისას. მაშ ასე, ბოლივუდი VS ჰოლივუდი:

Shahid Kapur & Zack Braff

Sonali Kulkarni & Halle Berry

Priety Zinta & Drew Barrymore

Bipasha Basu & Sophia Loren

Aishwarya Rai & Angelina Jolie

John Abraham & Antonio Banderas

Sylvestor Stallone & Ranbir Kapoor

Jean Russo & Sanjay Dutt

Tom Hanks & ინდოელი არ ვიცი

Bradley Cooper & Hrithik Roshan

Dia Mirza & Anne Hathaway

Paris Hilton & Kareena Kapoor

Pooja Batra & Debra Messing

Hrithik Roshan & Sylvester Stallone

Shahrukh Khan & Michael Jackson

 

რაღაც მსგავსება შეინიშება, არა?!