გუშინ, ბიონსემ თავის ოფიციალურ გვერდზე  გააზიარა სიახლე თავისი ვებ-გვერდიდან, სადაც მითითებულია Tumblr მისამართი. ამ მისამართზე ჩვენ გვაქვს საშუალება, ვიხილოთ ახალშობილი Blue Ivy Carter-ის ექსკლუზიური ფოტოები და ბიონსეს და ჯეი-ზის მიმართვა:

ჩვენ გეპატიჟებით, რომ გაგიზიაროთ ჩვენი სიხარული. დიდი მადლობა ჩვენი საიდუმლოების პატივისცემისათვის. ეს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ყველაზე მშვენიერი დროა.

რაც შეეხება ფოტოებს, მათში კარგად ჩანს ბავშვის გარეგნობა და უკვე არის ვარაუდები, რომ იგი ჰგავს ბიონსეს დედას, ტინას, თუმცა უმეტესობა ბავშვს მაინც ჯეი-ზის ამსგავსებს.

 

 

შეგახსენებთ, რომ ახალშობილი გოგონა 2012 წლის 8 იანვარს ნიუ იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიბადა და იგი ბიონსეს და ჯეი-ზის (მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილის) პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ქალიშვილია.