უამრავი ჭორის და დეზინფორმაციების გავრცელების შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ოჯახს ახალი წევრი შეემატა. ბიონსეს და ჯეი-ზის პატარა გოგონა ეყოლათ.

ბლუ ივი კარტერი – სწორედ ასე უწოდეს მათ თავიანთ პირველ შვილს.

წარმატებული კარიერის მქონე  მომღერალი, ნიუ-იორკის ლენოქს ჰილის საავადმყოფოში, შაბათს, გვიან ღამით შევიდა. აღსანიშნავია, რომ ჯეი-ზიმ და ბიონსემ, ლენოქს ჰილის საავადმყოფოს 1.3 მილიონი აშშ დოლარი გადაუხადეს, რათა მეოთხე სართული მთლიანად გაეთავისუფლებინათ, როგორც ჩანს ისინი საზოგადოებას არც ახალშობილის ფოტოებით გაანებივრებენ. ინფორმაცია, რომ უფრო დაფარული ყოფილიყო, ბიონსე საავადმყოფოში ინგრიდ ჯექსონის სახელით დარეგისტრირდა, თუმცა “ტვიტერ–სფეროში” მალევე გამოჩნდა მისალოცი ტვიტები, ამბავი კი გავრცელდა.

ტვიტერის მილოცვებს, უამრავი ცნობილი ადამიანი შეუერთდა.

“კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში პრინცესა კარტერ. სიყვარულით დეიდა რი”- სწორედ ეს დატვიტა რიანამ და მიულოცა წყვილს პირველი ქალიშვილი. რიანა ჯეი-ზის ლეიბლთან თანამშრომლობს, ამიტომ იგი წყვილთან საკმაოდ ახლოსაა.

[blackbirdpie id=”155896457487073281″]

ჯეი-ზის მეგობარმა რეპერმა შონმა (ანუ P-diddy-მ) აგრეთვე მიულოცა მათ თავისი ტვიტით: “ვულოცავ ჯეის და ბის”

[blackbirdpie id=”155920450613026816″]

ბიონსეს დამ, სოლენჯ ნოულზმა (რომელიც აგრეთვე მომღერალია) კი დატვიტა შემდეგი ფრაზები: “ყველაზე ლამაზი გოგონა მთელ მსოფლიოში”.

[blackbirdpie id=”156024220533538816″]

ბიონსეს და ჯეი-ზის ჯერ არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა “People Magazine”-ს მტკიცებით მათ შვილს Ivy რომაული “4”-ის საფუძველზე უწოდეს (IV). ბიონსეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ეს ციფრი მისთვის ყველაზე იღბლიანია, მის ბოლო ალბომს სწორედ “4” ჰქვია. ბიონსეს დაბადების დღე 4 სექტემბერსაა, ჯეი-ზის კი 4 დეკემბერს, მათი ქორწინების დღე 2008 წლის 4 აპრილია, შესაბამისად ეს ვარაუდი შეიძლება არც თუ ისე აბსურდული იყოს.

შეგახსენებთ, რომ მომღერლმა 29 აგვისტოს, MTV VMA-ზე განაცხადა თავისი ორსულობის შესახებ.

ჯერჯერობით ინტერნეტში არ ჩანს ბავშვის ან თვითონ ბიონსეს ფოტო მშობიარობის შემდეგ, თუმცა იუტუბზე და სხვა პორტალებზე უკვე უხვად ჩანს ბევრი სპეკულაციური ვიდეო.