ბინდის საგის მეოთხე წიგნი –განთიადი (პირველი ნაწილი) ამერიკაში 18 ნოემბერს გამოვიდა კინოეკრანებზე, თბილისში კი 24-ში. ამერიკა თუ საქართველო ბელა და ედვარდის ქორწილმა და  მოვლენების შემდგომმა განვითარებამ მთლიანად მოიცვა და გულშემატკივრები მეორე ნაწილს სულმოუთქმელად ელოდებიან.

პირველ ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ქორწილის სცენაზეა მიმართული, რომელსაც თურმე 2 დღე იღებდნენ. ფილმის კინოთეატრებში გამოსვლამდე, ყველა ბელას საქორწილო კაბის მოლოდინში გახლდათ. უკვე ცნობილი იყო, რომ კაბას ვენესუელელ-ამერიკელი დიზაინერი კაროლინა ჰერერა დაამზადებდა.

10 მონახაზიდან რეჟისორ ბილ კონდონმა და წიგნის ავტორ სტეფანი მეიერმა ერთ-ერთი ვარიანტი ამოარჩიეს, რაც შემდეგ 6 თვის მანძილზე ექსკლუზიურად ამ ფილმისთვის შეიკერა.

საქორწილო კაბა შეფასებულია 35 000 დოლარად. ზურგის ნაწილი მოიცავს 152  ღილს, რომელიც მთლიანი კაბის ჩაყოლებაზეა მიმაგრებული და ასევე ფრანგული მაქმანს. კაბის წინა ნაწილი ძალიან სადაა და უკანა მხარე ნამდვილი სიუპრიზია – ამბობს თვით კაროლინა ჰერერა. ღილები და მაქმანები კაბის მკლავებსაც ამშვენებს. საქორწილო ფეხსაცმელი ჰერერამ ესპანელ დიზაინერ მანოლო ბლანიკთან ერთად შექმნა, რომელიც ძვირფასი ქვებით მორთული ატლასის ფეხსაცმელის დამზადებას 12 ესკიზი, 3 პროტოტიპი და 4 თვე დასჭირდა.

ბელას თმის აქსესუარი The Gilded Lily-ს ატელიემ დაამზადა. მათ ვებგვერდზე ბელას გულშემატკივრებს ამ თმისამაგრის ასლი შეუძლიათ შეიძინონ, რომლის ფასი 200-399 $ გახლავთ.

ფეხსაცმელიც და საქორწილო კაბაც შემდეგი კვირიდან გაყიდვაში იქნება.

როგორც სხვადასხვა ყვითელი გაზეთები იუწყებიან, ბელას და ედვარდის როლის შემსრულებელი კრისტენ სტიუარტი და რობერტ პატისონი მალე მართლაც დაქორწინებას აპირებენ.

ისინი უკვე 2 წელია ერთმანეთს ხვდებიან და ვეღარ მალავენ თავიანთ გრძნობებს. ამჯერად ქორწილი ნაკლებად პომპეზური და სავარაუდოდ საიდუმლო იქნება, რომელიც კუნძულ ვაითზე (დიდი ბრიტანეთი) უნდა შედგეს. ეს ადგილი ორივესთვის საყვარელი ადგილი ყოფილა, სადაც ერთად, ყველასგან შორს და ყველაფერს მოწყვეტილი, ერთმანეთით დატკობობა შეუძლიათ.

ბინდის საგის მეოთხე ნაწილი იხილეთ კინოთეატრ რუსთაველში და ამირანში.