ალბათ გაინტერესებთ როგორი საძინებელი ოთახები აქვთ ვარსკვლავებს.  ეჭვგარეშეა,  რომ თითოეული მათგანის საძინებელი ფუფუნებისა და მათივე გემოვნების გამომხატველი იქნება. ზოგიერთი მათგანი კლასიკურ სტილს ირჩევს, ზოგსაც თანამედროვე ინტერიერი და დიდი სივრცე ხიბლავს. თუმცა  ვარსკვლავების  გემოვნება ამა თუ იმ საკითხებში ხშირად კრიტიკის საგანიცააა.  ნახეთ მათი საძინებელი ოთახები და თავად შეაფასეთ  ვარსკვლავური ლუქსები.

ბრიტნი სპირსის საძინებელი, საერთოდ არ ჰგავს მისივე გარდერობს და ცხოვრების სტილს.. იგი უფრო მყუდრო, დახვეწილი  და კონსტუქციულია. თურმე ბრიტნის ძალიან უყვარს თავისივე ოთახში განმარტოება.

britni spirsi

ჯესიკა ბეილისა და ჯასტინ ტიმბერლეიკის მეფური ზომის საწოლი და არაჩვეულებრივი ხედი!  სივრცე და თანამედროვეობა -ალბათ დამეთანხმებით, რომ   არაჩვეულებრივი არჩევანია!

justin and jesica

ნატურალური ფერები და ბევრი სუფთა ჰაერი, ლინდსი ლოჰანის ღამის არჩევანია. როგორც ჩანს, მას ძალიან ხიბლავს ნათელი ფერები და ბუნებასთან სიახლოვე.

lindsey

ვინ იფიქრებდა, რომ  ავტოსპორტის მოყვარული და ქალების გულთამპყრობელი პატრიკ დემპსი  ასეთ რომანტიკულ გარემოს შექმნიდა საძინებელში.  აქ ქალის ხელი უნდა ერიოს, ისეთი პირი უჩანს. ეჭვგარეშეა, რომ პატრიკს მისივე საძინებელში უამრავი ქალბატონი სტუმრობს.

patrick

ჰილარი სვანკმა, სადა ფერებზე შეაჩერა არჩევანი. ნატურალური ხის საწოლი და თეთრი კედლები. ღია ფერის ფარდები და თეთრეული.. ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად მოერგო მის იმიჯს. აღსანიშნავია ისისც, რომ ჰილარის საძინებელი ოთახიდან არაჩვეულებრი ხედი იშლება. როგორც ვარსკვლავი ამბობს, მასგანსაკუთრებით მისივე საძინებლის აივანი მოსწონს.

hillary

უცნობია, ვინ არის ხოაკინ ფენიქსის საძინებლის დიზაინერი,  თუმცა ამ დიდ და ნათელ ოთახს კარგი გემოვნება ნამდვილად ეტყობა.

fannixs