ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის მიერ 2000 წელს დაწესებულ კინომოვლენას BAFTA (British Academy of Film and Television Arts) არც წელს აკლდა საზოგადოების ინტერესი.

ის ყოველწლიურად იმართება ლონდონში და ბრიტანულ “ოსკარსაც” კი უწოდებენ.

16 თებერვალს ლონდონის ოპერის სახელმწიფო თეატრის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე ჟურნალისტების და ფოტორეპორტიორების განსაკუთრებული ინტერესი იყო მიმართული.

ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის წყვილი რეალური მისის და მისტერ სმიტებივით გამოწყობილები გამოცხადდნენ დაჯილდოებაზე. ანჯელინას Saint Laurent-ის სმოკინგი ეცვა, რომლის შეხსნილი პიჯაკი და ბაფთა განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი
ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი

მიიჩნევა, რომ BAFTA-ს წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულად გემივნებიანი საზოგადოება იყრის თავს. ეს ფაქტი 2014 წლის დაჯილდოებაზეც გამართლდა.

ახალგაზრდა მსახიობ ლუპიტა ნიონგოს Christian Dior Couture-ის მწვანე კაბა გულგრილს არავის დატოვებს, ხოლო ქეით ბლანშეტი კვლავინდებურად ელეგანტური იყო Alexander McQueen-ის შავ კაბაში. “ოსკარის” ნომინანტი და “ოქროს გლობუსის” გამარჯვებული ემი ადამსი Victoria Beckham-ის შავი გოთიკური სტილის კაბით მოგვევლინა. შავი ულამაზესი სადა კაბა ეცვა უმა თურმანსაც.

ცერემონიალს თავისი მეორე ნახევრის გარეშე დაესწრო პრინცი უილიამი, ლეონარდო დიკაპრიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოდესმე აუცილებლად დაქორწინდება ხოლო ტომ ჰარდი წვერით არც თუ ადვილად საცნობი იყო.

ვის ჩაცმულობას გამოარჩევდი?