Home ვარსკვლავები

16 ივნისიდან წიგნის მაღაზიებში გამოჩნდა ლუკა დოტის წიგნი “ოდრი სახლში: მოგონებები დედაჩემის შესახებ” (Audrey at Home: Memories of My Mother’s Kitchen). წიგნი ცნობილმა გამომცემლობამ Harper Collins Publisher-მა გამოსცა და მისი ღირებულება 35 აშშ დოლარია, თუმცა ჯერჯერობით ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

YAHOO!-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოდრი ჰეპბერნის უმცროსმა ვაჟმა, ლუკა დოტიმ ისაუბრა დედის და წიგნის შესახებ, როგორი იყო ოდრი სახლში, რაში მდგომარეობდა მისი სილამაზის საიდუმლო, რომელ საკვებს ანიჭებდა უპირატესობას და ა.შ.

წიგნის წაკითხვამდე კი ჩვენ საშუალებას გაძლევთ, გაეცნო ჯანსაღი ცხოვრების 5 მთავარ წესს, რომელსაც ოდრი ჰეპბერნი მთელი ცხოვრება იცავდა და რის შესახებაც ლუკა დოტი თავის წიგნში საუბრობს.

1. დალიე ბევრი წყალი

“მისი დაჟინებული მოთხოვნა ყველას მიმართ იყო, დაელიათ ბევრი წყალი. ის მართლაც ბევრ წყალს სვამდა და ბევრ ბოსტნეულს მიირთმევდა.”

2. ჭამე ხორცი ეკონომიურად

“დედაჩემი არ იყო ვეგეტარიანელი. ის ჭამდა ხორცს. ჭამდა ძალიან მცირე დოზებით, პატარა ნაჭრებად. მის ულუფაში ხორცი იკავებდა მცირე ადგილს, ხოლო 80 %-ს შეადგენდა ბოსტნეული.”

3. არ შეგეშინდეს ასაკის მატების

“რა თქმა უნდა, მასაც არ სიამოვნებდა ნაოჭების და ჭაღარების დანახვა, მაგრამ ნებისმიერ ასაკში ის ტკბებოდა სიცოცხლით და მომატებული წლებით.”

4. აქციე კარტოფილი ძირითად კერძად

“ხანდახან გვეგონა, რომ ის წარმოშობით ჰოლანდიელი იყო, ვინაიდან მისთვის კარტოფილი იყო ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც კარაქი და პური. კარტოფილი იყო მისი დიეტის ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილი.”

5. დატკბი მცირე დეტალებით

“ყველა ასაკში ის იყო ისეთი გულუბრყვილო, როგორც თინეიჯერი გოგონა. მას აღაფრთოვანდებდა ყველაფერი ახალი: ბაზარში წასვლა, ახალი რეცეპტი. ის იყო ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური და ტკბებოდა სიცოცხლის თითოეული წამით.”

შენ რას იტყვი?