36 წლის მსახიობი, ანჯელინა ჯოლი ”Vanity Fair’-ის 2011 წლის ოქტომბრის ნომერშია.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს:

ანჯელინა ჯოლი უარყოფს ხმებს საიდუმლო ქორწინებაზე და აღიარებს, რომ ეშინია თავისი პირველი ფილმის, რომლის სცენარისტი და რეჟისორი თვითონვეა.

ბრედ პიტის შესახებ:

ის ძალიან მეხმარება და ყველანაირად მამხნევებს, მაგრამ ძნელია მან კრიტიკულად შემაფასოს, რადგან ვუყვარვარ. ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ ბრედი ჩემთვის სამართლიანი მასჯია. ბრედი ფიქრობს, რომ ნამდვილ ღამის კოშმარად ვიქცევი იმ რეჟისორებისთვუს, რომლებთანაც მომავალში მსახიობის ამპლუაში მყოფს მექნება ურთიერთობა, რადგან უკვე მეც მივიღე ამ საქმეში გამოცდილება.

თავისი ფილმისთვის სცენარის შესახებ:

გაციებული ვიყავი. ბავშვების გარეშე  ორი დღე საფრანგეთში ვიმყოფებოდი და იზოლირებული ვიყავი ყველასგან და ყველაფრისგან. არ ვუყურებდი ტელევიზორს და არაფერს ვკითხულობდი. შესაბამისად დავიწყე წერა. ბოლომდე დავწერე სცენარი.

ჯოლი აღიარებს, რომ უშუალოდ თავის თავს ვერ ანდობს ფილმის გადაღებას. მისი გადაწყვეტილებაა, ფილმში ათამაშოს ყველა უცნობი მსახიობი. ფილმის სახელწოდებაა “სისხლის და თაფლის მიწა”. პრემიერა 2011 წლის დეკემბერში შედგება.