შეგიძლია წარმოიდგინო, რომ ამ ფერად კაბაში ქერათმიანი მამაკაცია გამოწყობილი და არა მშვენიერი მოდელი ქალბატონი? დამეთანხმები, რომ ეს საკმაოდ რთულია.

ანდრეი პეჟიჩი იუგოსლავიაში დაიბადა, იგი ამერიკაში მოღვაწეობს და “ტოპ 50 მამაკაცი მოდელების”  სიაში მსოფლიო მასშტაბით 18 ადგილზე იკავებს. იგი ამჟამად 20 წლის არის, მისი გრძელი ქერა თმები და ტანი უამრავი სააგენტოს თუ ჟურნალის გარეკანის ყურადღებას იქცევს.

პეჟიჩს აქვს კონტრაქტები: მილანის, ამერიკის, პარიზის, ბარსელონას, სიდნეის და სხვა წამყვანი ქვეყნების სააგენტოებთან.  ბოლოს იგი  “SID Magazine”-ს 2011 წლის დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. დღესდღეისობით ანდრეი ყველაზე ცნობილი და მაღალ ანაზღაურებადი ანდროგენური მოდელია.

 კაცის სამოსშიც კი ძნელი დასაჯერებელია, რომ მის მიღმა მამაკაცი იმალება.

 ქალის სამოსში ხომ მითუმეტეს…

ანდრეი ხშირად მონაწილეობს მამაკაცების პოდიუმზეც, თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა ქალების პოდიუმზე მათივე ამპლუაში წარდგენაა. ვერ იხსენებს, ვერც ბავშვობაში რაიმე გადახრას:

მე ვიყავი ბედნიერი. მყავდა ძალიან ბევრი მეგობარი-უმეტესად გოგონები. ჩემ გარშემო უამრავი კარგი მოგონებაა.

დარწმუნებული ვარ, იმის წარმოდგენა უკვე აღარ გაგიჭირდება, რომ ანდრეი მსოფლიოს 100 სექსუალურ ქალთა შორის 98-ე ადგილს იკავებს.