adele

„ახლა ყველას ადელი მოსწონს. იგი ცოტა მსუქანია, მაგრამ ლამაზი სახე და მგრძნობიარე ხმა აქვს“ – განაცხადა კარლ ლაგერფელდმა და არა მარტო ადელი არამედ სხვა პოპულარული ადამიანებიც გადაიმტერა.

ზუსტად არ მახსოვს, ამ განაცხადზე ადელის პასუხს, რომ ის მსოფლიო ქალების უმრავლესობას წარმოადგენს და ამით ამაყობს, რა გაგრძელება მოჰყვა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, პირადად მე ძალიან მომწონს ადელი.

როდესაც პირველად მოვისმინე მისი სიმღერა, ვიფიქრე, რომ დიდი ხანია ზუსტად ამ სიმღერას ვეძებდი და ძალიან მეცნო, რატომღაც ძალიან ახლოს იყო იმ წუთას ის მელოდია ჩემთან. თავისთავად ეს Rolling In The Deep იყო.

grammy

ალბათ არც გაგიკვირდება, რატომ მომწონს ადელი ასე ძალიან. შენც აუცილებლად გექნება მოსმენილი მისი ერთი სიმღერა მაინც. მე მას მერე მოჯადოებული დავდივარ მისი გასაოცარი ხმის ტემბრით. ჩემთვის არც ის გახდა გასაკვირი, რომ წელს ადელი ნამდვილი ტრიუმფატორია.

მან გრემის დაჯილდოვებაზე 6 ნომინაციაში გაიმარჯვა:

  • წლის ალბომი,
  • წლის საუკეთესო ჩანაწერი,
  • წლის საუკეთესო სიმღერა,
  • საუკეთესო პოპ ალბომი,
  • საუკეთესო კლიპი
  • საუკეთესო სოლო პერფომანსი.

adele

მცირე ინფორმაცია ადელზე:

მისი ნამდვილი სახელია ადელ ლორი ბლუ ედკინსი. ის ბრიტანელია, ჩრდილო ინგლისში, ტოტენჰემში დაიბადა 1988 წლის 5 მაისს. მისი წარმატება განაპირობა მისი მეგობრის მიერ MySpace-ზე 2006 წელს გამოქვეყნებულმა ადელის რამდენიმე სიმღერამ.

როგორც ახალგაზრდა მომღერალი აცხადებს, არც ერთ ბენდს არ შთაუგონებია ის ისე, როგორც Spice Girls-მა. მან განაცხადა რომ გოგონათა ეს ჯგუფი მას 7 წლის ასაკიდან უყვარს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არასოდეს შერცხვება იმის აღიარება, რომ Spice Girls-ი მოსწონს, რადგანაც მათი დამსახურებაა, რომ ის ასეთია.

adele vogue

ადელმა ახლახანს ურთულესი უპერაცია გადაიტანა. მას დაზიანებული ჰქონდა ხმის იოგები.

საბედნიეროდ ოპერაციამ წარმატებით ჩაირა და არც ადელის ხმას და არც სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გრემის ნომინაცია ადელის პირველი გამოსვლა იყო ნოემბრის შემდეგ.