ალბათ, უკვე ნახე ჩვენი სტატია მსოფლიოს 7 მარტოხელა პრინცზე. მამაკაც მკითხველებს გულს ხომ არ დავწყვეტთ?! დიახ, ახლა პრინცესების ჯერიც დადგა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე, ყველაზე ლამაზ და მარტოხელა პრინცესებს, რომლებიც თავიანთ კოშკებში, შესაძლოა, რომ სწორედ შენ გელოდებიან.

მაშ ასე:

პრინცესა შარლოტა მარი პომელინ კაზირაგი

vogue-paris-sep-2011-charlotte-casiraghi-by-mario-testino-styled-emmanuelle-alt
პრინცესა შარლოტა

ქვეყანა: მონაკო
ასაკი: 26 წლის

შარლოტა სამეფო ტახტის რიგში მეოთხეა. ამ მშვენიერი პრინცესას სილამაზე ნამდვილად არაა საკამათო,  მისი ბებია და ბაბუა ხომ არც მეტი, არც ნაკლები გრეის კელი და პრინცი რაინიერი იყვნენ.

პრინცესა ცხენოსნობითაა გატაცებული და ტურნირების აქტიური მონაწილეც გახლავთ. ასევე უკრავს ფორტეპიანოზე და სტატიების წერაც უყვარს თურმე მოდური ჟურნალებისთვის.

რამდენიმე ხნის წინ გუჩისთანაც გააფორმა კონტრაქტი და ფირმის საცხენოსნო ხაზის სახედ იქცა. შარლოტა თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, მაგრამ ამჟამად მარტოა.

პრინცესა ბეატრის ელიზაბეტ მარი

 

პრინცესა ბეატრისი
პრინცესა ბეატრის ელიზაბეტ მარი

ქვეყანა: ბრიტანეთი
ასაკი: 24 წლის

ამბობენ, რომ ბეატრისი დედოფლის საყვარელი შვილიშვილია. სამეფო ხაზით ის მეხუთეა ტახტის რიგში. ბეატრისმა ლონდონის უნივერსიტეტი დაამთავრა ისტორიის განხრით და ახლა საკუთარ სახელსა და პოპულარობას ქველმოქმედებას ახმარს.

სხვათა შორის, ის ერთადერთია ბრიტანეთის სამეფო ოჯახში, ვინც ლონდონის მარათონში მონაწილეობდა და წარმატებასაც მიაღწია.

მშვენიერი ბეატრისი ჯერ კიდევ ეძებს საკუთარ პრინცს.

პრინცესა ევგენია ვიქტორია ელენა

eugenie_d_york_reference
პრინცესა ევგენია

ქვეყანა: ბრიტანეთი
ასაკი: 23 წლის.

პრინცესა ევგენია დის, პრინცესა მედელინის შემდეგ მეექვსეა სამეფო ტახტის რიგში. მან წარმატებით დაასრულა სწავლა ნიუკასლის უნივერსიტეტში და დის მსგავსად ქველმოქმმედებითა და სამეფო ვალდებულებებითაა დაკავებული.

პრინცესა თეოდორა

HRH Princess Theodora of Greece and Denmark_Headshot_ContactSheet_NuriaDomenech
პრინცესა თეოდორა

ქვეყანა: საბერძნეთი
ასაკი: 29 წლის

პრინცესა თეოდორამ განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო. 2010 წელს ის ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და საკუთარი ამერიკული ოცნების ასასრულებლად. ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწეობს და  უკვე ფილმ “The Bold and the Beautiful”-შიც ითამაშა სადებიუტო როლი.

შეიხა მაიტა ბინთ მოჰამმედ ბინ რაშინ ალ მაკტოუმი

4575115861_f53e5d5402
შეიხა მაიტა

ქვეყანა: დუბაი
ასაკი: 28 წლის

შეიხა მაიტას ძმის მსგავსად მხოლოდ სახელში არ გაუმართლა. მაიტა დუბაის შეიხის ყველაზე უმცროსი შვილია.

სხვათა შორის, ამ გოგონასთან ხუმრობა არ ღირს, თუ სერიოზული მიზნები არ გამოძრავებს, რადგანაც მაიტა ტაიკვანდოსა და კარატეში საკმაოდაა გაწაფული. 2006 წელს სპორტის სწორედ ამ სახეობებში აზიის თამაშებზე ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა და მსოფლიო აღიარებაც კი მოიპოვა. ასე რომ, ფრთხილად, ბიჭებო…

პრინცესა ნარირატანა

04-HH03-5406_copy
პრინცესა ნარირატანა

ქვეყანა: ტაილანდი
ასაკი: 26 წლის

ნარირატანა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მონარქის შვილიშვილი გახლავთ. პროფესიონალურადაა დაინტერესებული დიზაინის სფეროთი და კოლექციებს საკმაოდ კარგადაც ყიდის. სწავლობდა ტექსტილის დიზაინს იაპონიაში და სტაჟირებაც გაიარა არმანისა და დიორის სახლებში. ასე რომ, ეს გოგონა პრინცესობასთან ერთად ბიზნეს-ლედის იმიჯსაც მშვენივრად ითავსებს და თანაც, მარტოა…

პრინცესა ალექსანდრა

პრინცესა ალექსანდრა

ქვეყანა: ლუქსემბურგი
ასაკი: 22 წლის

ალექსანდრა სამეფო ტახტის რიგში მეხუთეა. ეს ლამაზმანი 5 (ლუქსემბურგულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ) ენაზე ლაპარაკობს. სწავლობს ფილოსოფიასა და ლიტერატურას.

პრინცესა ალექსანდრა სხვა პრინცესებს არც ცხენებით ჯირითს სიყვარულში ჩამორჩება.

პრინცესა ნურ ფაჰლავი

5167894740_c409a5bb05_z
პრინცესა ნურ ფაჰლავი

ქვეყანა: ირანი
ასაკი: 21 წლის

პრინცესა ნური ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა; ირანის რევოლუციის შემდეგ მისი ოჯახი აშშ-შია დაფუძნებული.  თუმცა ის, რომ ნური სამშობლოში არ ცხოვრობს, სულაც არ უშლის მას ხელს, მაღალ საზოგადოებაში გაერიოს და არც მოდურ წვეულებებს დააკლდეს. პრინცესა ლაპარაკობს  ინგლისურ, სპარსულ, არაბულ, ფრანგულ ენებზე და ეს ფაქტი ნამდვიალდ ზრდის მისი საქმროების თვალსაწიერს. მოგწონს ნური? თუმცა თუ მეფობა გინდა, ირანში მონარქიის აღდგენას უნდა დაელოდო…

რომელი პრინცესა მოგეწონა?

View Results

Loading ... Loading ...