დღესდღეობით მათი სახელები ისევე ცნობილია, როგორც ბავშვობაში. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული კარიერა კინო თუ ტელესივრცეში-მათთვის დღესაც გრძელდება. გთავაზობთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს, რომლებიც ბავშვობიდან კამერის თანხლებით იზრდებოდნენ და დღესაც აგრძელებენ კარიერას.

1.ჰილარი დაფი

დისნეის ფილმების გმირმა მისი პირველი როლი 11 წლის ასაკში მიიღო, ნიჭიერი ბავშვი ჰოლივუდმა შეიყვარა და იგი დღესაც წარმატებული მსახიობი და მომღერალია.

1

2. რაიან გოლსინგი

ალბათ ყველა იცნობს ამ მსახიობს: რაიან გოლსინგი ჰოლივუდში ცნობილი გულთამპყრობელია, რომელიც ისეთ ფილმებში იღებდა მონაწილეობას, როგორიცაა : „The Notebook”, “Crazy, Stupid, Love”, და სხვა. მაგრამ ალბათ ცოტამ იცის, რომ მსახიობმა კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო. იგი „The All-New Mickey Mouse Club“-ის წევრი გახლდათ.

2

3. კრისტინა აგილერა

მიკი მაუსის კლუბის კიდევ ერთი ვარსკვლავი – კრისტინა აგილერა დღეს წარმატებული მომღერალია, რომელმაც ძალები კინოში უკვე მოსინჯა. ალბათ ბევრს გახსოვთ მისი მთავარი როლი მიუზიკლში „ბურლესკი“.

3

4. ჯასტინ ტიმბერლეიკი

კარიერა რაიან გოლსინგის მსგავსად,  მანაც მიკი მაუსის კლუბში დაიწყო, შემდეგ გახლდათ ბოიბენდის „N’Sync“ ერთ ერთი წევრი. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი სოლო ალბომი ტოპ ათეულში შევიდა – ჯასტინმა სოლო კარიერა გააგრძელა, უკვე 2007 წლიდან ის გვევლინება როგორც არა მხოლოდ მომღერალი, ასევე – მსახიობი. ჯასტინმა მიიღო მონაწილეობა ფილმებში „Alpha Dog“, „The Social Network“, „Time”, და სხვა.

4

5. ჯოდი ფოსტერი

ჯოდი ფოსტერმა სამსახიობო კარიერა 7 წლის ასაკში დაიწყო და პირველად Academy Award-ზე 14 წლის ასაკში იყო წარდგენილი. შემდეგ მან დაამთავრა იეილის უნივერსიტეტი, გააგრძელა სამსახიობო კარიერა, მიიღო ორი ოსკარი და გააჩინა ორი ბავშვი.

5

6. ლეონარდო დიკაპრიო

პირველად სარეკლამო რგოლებში და ტელესერიალებში ჩნდებოდა. პირველი მოწონება მან დაიმსახურა ფილმებისთვის „This Boy’s Life“ და „What’s Eating Gilbert Grape“. მისი ადრეული ნამუშევრებიდან ასევე ცნობილია „The Basketball Diaries“.

მსახიობს 1997 წელს გამოსულმა  ფილმმა – „ტიტანიკი“ გამაოგნებელი წარმატება მოუტანა და მას შემდეგ, ლეო  მუდმივად გვევლინება სხვადასხვა კინოსურათებში. მან მიიღო მონაწილეობა ისეთ ფილმებში, როგორიცაა „Gangs of New York“, „The Aviator“, „Shutter Island“, „Inception“, „Django Unchained“ და ა.შ.

6

7. ემა ვატსონი

ჰერმიონა გრეინჯერის  ზრდას მთელი სამყარო ადევნებდა თვალს „ჰარი პოტერის“ ცნობილი ფილმის სერიებიდან. ემა უოტსონის გმირი ერთ ერთი წამყვანი და საინტერესო პერსონაჟი ფილმში-დღესაც წარმატებული მსახიობია. მისი ბოლო ფილმები გახლავთ: “The Perks of Being a Wallflower“ და  „The Bling Ring“.

7

8. ნილ პატრიკ ჰარისი

სერიალის “How I met your mother”- ვარსკვლავს ყველა იცნობს, მან კარიერა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში და გახლავთ არა მხოლოდ მსახიობი, ასევე – მომღერალი, პროდიუსერი და რეჟისორია.

8

9. ნატალი პორტმანი

უმეტესობისთვის ნაცნობია მისი ადრეული ნამუშევარი „ლეონი“. მსახიობი პირველად ეკრანზე 12 წლის ასაკში გამოჩნდა და მას შემდეგ უამრავ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა. მათ შორისაა „V for Vendetta“, „The Other Boleyn Girl“, „Black Swan“ და სხვა.

9

10. ჯოზეფ გორდონ-ლევიტი

ეს მსახიობი შეიძლება გეცნოთ “The Dark Knight Rises” და „Inception“-სურათებიდან, მაგრამ მას წარმატება ჯერ კიდევ ბავშვობაში განსახიერებულმა როლებმა მოუტანა.

მათ შორისაა „10 Things I Hate About You“. მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი და დღეს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი  წარმატებული მწერალი, სცენარისტი, მსახიობი და  პროდიუსერი გახლავთ.

10

11. ჯენიფერ კონელი

იელის და სტენტფორდის პრესტიჟული უნივერსიტეტების კურსდამთავრებული, ცნობილი მსახიობი ადრე მოდელი იყო და უმეტესად რეკლამებში იღებდა მონაწილეობას.

11

12. ელაიჯა ვუდი

ყველასთვის ცნობილია „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიიდან, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ბავშვობაში იგი იყო ბავშვების ტანსაცმლის მოდელი, იღებდა მონაწილეობას რეკლამებში და სხვადასხვა ტელეშოუში.

12

13.  მელისა ჯოან ჰარტი

ცნობილი კომედიური ტელესერიალის „Sabrina the Teenage Witch“-ვარსკვლავი გახლავთ, მისი კარიერის პიკი სერიალის მსვლელობის დროს იყო, თუმცა იგი დღეს წარმატებული  ბიზნესლედი, სამი შვილის დედა, პროდიუსერი, მომღერალი, მწერალი და მსახიობია.

13

14. დაკოტა ფენინგი

მისი სამსახიობო კარიერა 2001 წელს, 7 წლის ასაკში დაიწყო ფილმში „მე ვარ სემი“ და იგი რვა წლის ასაკში უკვე იყო ნომინირებული  „Screen Actors Guild Award“- ჯილდოზე, რითაც იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი-ნომინანტი. პატარა მსახიობი მონაწილეობდა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა „Man on Fire“, „Charlotte’s Web“, დღესდღეობით მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ფილმებში : „The Runaways“ და „The Twilight Saga“.

14

15. Chloë Grace Moretz

მსახიობმა კარიერა ასევე, შვიდი წლის ასაკში დაიწყო საშინელებათა ფილმში მონაწილეობით „The Amityville Horror“, მას მოყვა „(500) Days of Summer“, „Let Me In“, „Hugo“, „Dark Shadows“ და სხვა.

15