Home ვარსკვლავები

„მე არ ვიცოდი, რა მინდოდა მეკეთებინა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ქალი!”

გარემო სადაც ცხოვრობ, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის მაგალითებით არ განებივრებს, შესაბამისად ფილმი არის სივრცე, სადაც საკუთარ თავს ეძებ და პოულობ. გყავს რჩეული პერსონაჟები, რომლებისგანაც იღებ მოტივაციასა და შთაგონებას და მზად ხარ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად.

ყველას გვჭირდება მოტივაცია და კარგი მაგალითები. ამ სტატიაში 10 ფილმი შევკრიბე, რასაც აუცილებლად უნდა უყურო:

Erin Brockovich – ერინ ბროკოვიჩი (2000 წ.)

რეჟისორი: სტივენ სოდერბერგი. მთავარ როლში: ჯულია რობერტსი.

ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. მარტოხელა, უმუშევარი, სამი შვილის დედა, რომელიც ებრძვის გაზისა და ენერგეტიკის კომპანიას. მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ის არცერთი წუთით უკან არ იხევს და მიზანსაც აღწევს.

Million Dollar Baby – გოგონა მილიონ დოლარად (2004 წ.)

რეჟისორი: კლინტ ისტვუდი. მთავარ როლში: ჰილარი სუონკი.

giphy-2

ამერიკული სპორტული დრამა. უბრალო მოსამსახურე, 31 წლის მეგი დარწმუნებულია, რომ ქალთა რინგის ვარსკვალი გახდება. ამისთვის ის მზადაა, ყველანაირ რისკზე წავიდეს.

Kill Bill – მოკალი ბილი (2003 წ.)

რეჟისორი: კვენტინ ტარანტინო. მთავარ როლში: უმა თურმანი.

ქალი, რომელიც გადაწყვეტს შური იძიოს. პერსონაჟი ძლიერი ქალის სიმბოლოა, რომელიც თავის რთულ ხასიათს და ზოგჯერ სისუსტეებსაც გვაჩვენებს.

Legally Blonde – ქერათმიანი ადვოკატი (2001 წ.)

რეჟისორი: რობერტ ლუკეტიჩი. მთავარ როლში: რიზ უიზერსპუნი.

ჰარვარდის სამართლის სტუდენტი, რომელიც მოგვიანებით  წარმატებული იურისტი ხდება, თუმცა გარეგნობის გამო მას სერიოზულად არ აღიქვამენ. ელი ყველაფერს აკეთებს სტერეოტიპების დასანგრევად და პატივისცემის მოსაპოვებლად.

The Devil Wears Prada – ეშმაკი ატარებს პრადას  (2006 წ.)

რეჟისორი: დევიდ ფრანკელი. მთავარ როლებში: მერილ სტრიპი, ენ ჰეთევეი.

ამ ფილმში ორი სხვა და სხვა ტიპის ძლიერი ქალია გამოკვეთილი. მირანდა უკვე წარმატებული, მკაცრი და შეუვალი რედაქტორია, ხოლო ანდრეა ახალბედა გოგონაა, რომელიც ჟურნალისტობაზე ოცნებობს. ანდრეა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მოდების ჟურნალში რედაქტორის თანაშემწედ იწყებს მუშაობას.

COCO CHANEL – კოკო შანელი (2008 წ.)

რეჟისორი: კრისტიან დუგაი. მთავარ როლში: შირლი მაკლეინი.

ბიოგრაფიული ფილმი აღწერს კოკო შანელის სიცოცხლეს ბავშვობიდან პოპულარულობამდე. იქამდე, სანამ აღიარებას მოიპოვებდა, კოკოს უამრავი სირთულის გავლა მოუწია.

The Iron Lady – რკინის ლედი (2011 წ.)

რეჟისორი: ფილიდა ლოიდი. მთავარ როლში: მერილ სტრიპი.

ბრიტანეთის პირველი ქალი პრემიერმინისტრი და მისი ბრძოლა კარიერის შესანარჩუნებლად. ფილმში კარგად ჩანს, თუ რად დაუჯდა მარგარეტ ტეტჩერს ძალაუფლების მოპოვება.

Desert Flower – უდაბნოს ყვავილი (2009 წ.)

რეჟისორი: შერი ჰორმენი. მთავარ როლში: ლია ქებედე.

ფილმი სომალელი გოგონას უმძიმეს ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძვის.  ამ ფილმის ნახვისას მიხვდები, რომ შეუძლებელი ქვეყნად  არაფერია.

Salt – სოლტი (2010 წ.)

რეჟისორი: ფილიპ ნოისი. მთავარ როლში: ანჯელინა ჯოლი.

ეველინ სოლტი ცენტრალური ბიუროს თანამშრომელია. სააგენტო მას ღალატში დებს ბრალს. ფილმში ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი ქალის როლი მსოფლიოს კეთილდღეობაში.

North Country – ჩრდილოეთის ქვეყანა (2005 წ.)

რეჟისორი: ნიკი კარო. მთავარ როლში: შარლიზ თერონი.

პირველი გახმაურებული საქმე სექსუალური ძალადობის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯოუზი მაღაროში მუშაობის დროს ძალადობის მსხვერპლი ხდება და სასამართლოში მიდის. სარჩელი, რომელიც ამ ფილმის საფუძველი გახდა, სინამდვილეში 14 წელი გრძელდებოდა.


გაგვიზიარე შენი საყვარელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველა ქალმა. შენი რჩევების მიხედვით ახალ სიას შევადგენთ და ჩვენს მკითხველებს გავუზიარებთ! მოგვწერე შენი საყვარელი ფილმები კომენტარებში ან ფეისბუქზე ჩვენს დახურულ კლუბში: Pink Club.

შენ რას იტყვი?