Home ვარსკვლავები

ოპრა უინფრი ცნობილი საავტორო თოქ-შოუს წამყვანია. ამასთან, ის მსახიობი და პროდიუსერიცაა. ოფრას ეკუთვნის ცნობილი ონლაინ პორტალიც Oprah.com და გამოსცემს ნაბეჭდ ჟურნალსაც O, The Oprah Magazine.

Pink.ge ოფრა უინფრის 10 რჩევას გაგაცნობს, რომელიც შენი ცხოვრების შეცვლაში დაგეხმარება.

1. იყავი მადლიერი

“ამოისუნთქე. გაახსენე საკუთარ თავს, რომ ეს წუთი ერთადერთია, რომელიც ნამდვილად შენ გეკუთვნის.”

Oprah-1

2. კარგად განსაზღვრე, ვინ ხარ

“როდესაც კარგად მიხვდები, ვინ ხარ, შეგეძლება გადაწყვიტო, რა არის შენთვის უკეთესი.”

Oprah-2

3. გააკეთე ის, რაც ფიქრობ, რომ არ შეგიძლია

“გააკეთე ერთი რამ, რასაც გგონია, რომ ვერ შეძლებ. დამარცხდი? თავიდან სცადე და სცადე უკეთ. არასოდეს ეცემა, ის, ვინც სიმაღლეების დაპყრობას არც ცდილობს.”

Oprah-3

4. ჩაიხედე საკუთარ თავში და ამით იხელმძღვანელე

“სანამ ისეთი საქმის გაკეთებას დათანხმდები, რომელიც პატარა სტრესთან მაინც იქნება დაკავშირებული, ჯერ საკუთარ თავს ჩაეკითხე. გიღირს ამ საქმის გაკეთება? მიეცი დრო შენს სხეულს და ის თავად იგრძნობს, რა არის შენთვის უკეთესი.”

Oprah-4

5. ფრთხილად იყავი შენს სურვილებთან

“ჩვენ ჩვენი სურვილები გვქმნიან.”

Oprah-5

6. შეცვალე შენი ფიქრები და შენ შეცვლი სამყაროს

“თუ გინდა შენი ცხოვრება უფრო ხშირად გასაჩუქრებდეს, ამისთვის დამოკიდებულება უნდა შეცვალო.”

Oprah-6

7. წარმატებისთვის თავდაუზოგავი შრომა გჭირდება

“ცხოვრების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მთავარი საიდუმლოები არ არსებობს. რაც არ უნდა იყოს შენი მიზანი, მისკენ მიმავალი გზა შრომის სიყვარულზე გადის.”

Oprah-7

8. აირჩიე საკუთარი გზა

“გააცნობიერე, რომ საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობა უდიდესი პრივილეგიაა. გამოიყენე ეს შესაძლებლობა.”

Oprah-8

9. გაეცი მეტი, რათა მეტი მიიღო

“დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ გაცემული ყოველთვის უკან გიბრუნდება.”

Oprah-9

10. გაუმკლავდი შიშს

ს, რისიც გეშინია, არავითარი ძალა არ გააჩნია. ძალაუფლება მხოლოდ შენს შიშს აქვს.”

Oprah-10

 

Follow Pink’s board ცნობილი ადამიანების გამონათქვამები on Pinterest.


 

სტატიის თავდაპირველი ვერსია გამოქვეყნდა 2014 წლის 12 ივნისს. განახლებულ სტატიას დაემატა ვიზუალური მასალა.

3 კომენტარი to this post

Leave a Reply to სოფო Cancel reply