#10 ბარაკ და მიშელ ობამა

თეთრი სახლის ყველაზე მოდურმა წყვილმა ბარაკ და მიშელ ობამამ ნამდვილად იციან რას ნიშნავს სტილი. კარგად მორგებულმა პიჯაკებმა, მარალხარისხიანმა ბრენდებმა და სრულყოფილმა გემოვნებამ ისინი კარგად ჩაცმის მცოდნე ყველაზე ცნობილ წყვილად აქცია. დღესდეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიშელი  დიზაინერის კარიერის გაკეთებას აპირებს ასე რომ, ბარაკ ობამას სტილი სანდო ხელშია.

ბარაკ და მიშელ ობამა
#9 უილ და ჯადა პინკეტ სმითი

უილ და ჯადა პინკეტ სმითმა იციან როგორ არ ჩამორჩნენ თავიანთ მოდურ შვილებს. 1997 წელს დაქორწინებულმა წყვილმა დროთა განმავლობაში დახვეწა თავისი სტილი. ჯადა ცნობილია მოწესრიგებული ჩაცმულობით და ყოველთვის გამორჩეული ქუსლიანი ფეხსაცმლით. უილმა შეცვალა თავისი გვერდულად მორგებული კეპები და ნეონის ქურთუკები და ახლა უფრო ასაკის შესაბამისად გამოიყურება.

უილ და ჯადა პინკეტ სმითი
#8 გვენ სტეფანი დ გევინ როსდეილი

ეს წყვილი ნათელი, ექსტრაორდინალური და მოდურია. ერთმანეთს იდეალურად ავსებენ. ორივე უპირატესობას მკვეთრ და მოდუნებულს სამოსს ანიჭებს, რაც მათ პიროვნულობას გამოკვეთს. ისინი ხშირად ჩანან წითელ ხალიჩაზე და მათი სტილი დიდ ყურადღებას იქცევს.

გვენ სტეფანი დ გევინ როსდეილი
#7 სვიზ ბითზი და ალიშა კისი

ორივე გრემის მფლობელი თავისებურად მოდურია, მაგრამ ერთად ძალიან კარგად გაწონასწორებულ მდიდრულ სახეს ქმნიან. სვიზი ჟივანშისა და კრისტიან ლუბუტენის მშვენიერ ნივთებს ანიჭებს უპირატესობას. მისი მეუღლე კლასიკური სტილის თაყვანისმცემელია და იდეალური ბალანსი აქვს გარდერობში.

სვიზ ბითზი და ალიშა კისი
#6 ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ყველაზე განხილვადი წყვილია ჰოლივუდში. მათი პირადი ცხოვრება, კარიერა და სტილი ყოველთვის საინტერესოა. ისინი წითელი ხალიჩისთვის კლასიკურ სტილს ირჩევენ. ყველაზე ელეგანტური კაბა და იდეალური კოსტიუმი – მათი სტილის აღწერა მოკლედ ასე შეიძლება. ყოველდიურად ანჯელინა და ბრედი თავისუფალ (casual) სტილს ირჩევენ, რომელიც მათ მეტ კომფორტს ანიჭებს.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
#5 რაიან გოსლინგი და ევა მენდესი

გოსლინგი ცნობილი ადამიანებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოდურია. მას სტილის საკუთარი შეგრძნება გააჩნია და სტილისტებისგან განსხვავებულ აზრს არ მალავს. წითელი ხალიჩის გარეთ თავისუფალ სტილს ამჯობინებს საკუთარი მოდური ელემენტებით. ევა მენდესი – წარსულში კელვინ კლაინის მოდელი, დღეს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქალი, ტრენდების თაყვნისმცემელი არაა, მაგრამ მისი ქალური სტილი კარგად მუშაობს.

რაიან გოსლინგი და ევა მენდესი
#4 ჯეი-ზი და ბიონსე ნოულზი

ამ წყვილის გამორჩეული სტილი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ჩანს. მათთვის სტილი მხოლოდ იარლიყებისა და მოდური მიმართულებების ერთობლიობა არაა. სტილი უფრო მეტად დამოკიდებულება და მოდის ხედვაა. ეს არის ის, რაც ირეკლავს შინაგან სამყაროს და პიროვნებას. რა თქმა უნდა, ბიონსეს სტილი მეუღლისაზე კაშკაშაა, მაგრამ ისინი იდეალურად ავსებენ ერთმანეთს.

ჯეი-ზი და ბიონსე ნოულზი
#3 ენდრიუ გარფილდი და ემა სთოუნი

ადამიანი-ობობას წყვილი გვარწმუნებს რომ არ არიან მოდურები, მაგრამ ეს მხოლოდ თავმდაბლობაა. მათი ჩაცმულობა წითელ ხალიჩაზე ოდნავ სარისკოა, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს მათი შემქმნელებისთვის. ყოველდღიურობაში მოდუნებულ და მსუბუქ, მაგრამ კარგად აწყობილი სამოსის კომბინაციებს იყენებენ.

ენდრიუ გარფილდი და ემა სთოუნი
#2 დევიდ და ვიქტორია ბექჰემი

ბექჰემები სტილის ოსტატები არიან. წყვილის იდეალური გარეგნობა ნებისმიერ ღონისძიებაზე შესამჩნევია. ცნობილი ფეხბურთელი დიდებულად გამოიყურება კლასიკურ კოსტიუმში, მისი მეუღლე კი ზღაპრულია საკუთარ წარმატებულ მოდურ ხაზში.

დევიდ და ვიქტორია ბექჰემი
#1 ქანიე უესტი და კიმ კარდაშიანი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი ასევე ყველაზე საუკეთესოდ შემოსილად ითვლება. ქანიე და კიმი თავიანთ სტილს ერთმანეთს უთავსებენ. ჟივანშის, ლანვინის, ბალმეინის თაყვანისმცემლები სამოსს შესანიშნავად უხამებენ. ისინი არ ამჟღავნებენ რომელია პასუხისმგებელი მათ ჩაცმულობაზე.
ქანიე უესტი და კიმ კარდაშიანი