“Daily Makeover”-მა გამოაქვეყნა 2012 წლის საუკეთესო ვარსკვლავური გარდაქმნების სია. ქვემოთ წარმოდგენილნი არიან ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც რადიკალური ცვლილებები შეიტანეს საკუთარ გარეგნობაში და არცთუ წარუმატებლად. Pink.ge უცვლელად წარმოგიდგენთ მათ:

ენ ჰეთევეი

Anne_Hathaway_Makeover

ენს ეს ვარცხნილობა, სავარაუდოდ, ფილმ “Les Misérables” – სთვის დასჭირდა, თუმცა, ალბათ დაგვეთანხმები, რომ მოკლე თმა ნამდვილად უხდება. ახალი სტილი ხაზს უსვამს მსახიობის ქალურობას და განსხვავებულ ხიბლს სძენს მის დახვეწილ სილამაზეს.

ტეილორ სვიფტი

Taylor_Swift_Makeover

გასულ წელს ტეილორმა  ხვეულ თმას სწორი ამჯობინა, წინამოც (“ჩოლკა”) მოიხდინა და, მგონი, არც შემცდარა. რას იტყვით?

როუზ ბირნი

Rose_Byrne_Makeover

ბევრი ეცადა, 2012 წელს ეს ვარცხნილობა მოერგო, თუმცა როუზზე უკეთ ნამდვილად არავის გამოსვლია.

ემა სთოუნი

Emma_Stone_Makeover

ვერაფრით გადავწყვიტეთ, რომელი ფერი უფრო უხდება ემას. სთოუნი ორივე ფერის თმაში მშენივრად გამოიყურება.

ვიოლა დევისი

Viola_Davis_Makeover

მიუხედავად იმისა, რომ 1012 წელს ვიოლას შინ ოსკარი არ წაუღია, წითელ ხალიჩაზე ნამდვილად მომაჯადოვებლად გამოიყურებოდა. მისმა ბუნებრივმა, ხვეულმა თმამ ბევრი კრიტიკოსი ალაპარაკა.

ჯესიკა ბელი

Jessica_Biel_Makeover

ვინ იფიქრებდა, რომ წინამო სექსუალურიც შეიძლებოდა, ყოფილიყო? მადლობა ჯესიკას არაჩვეულებრივი რჩევისა და მაგალითისთვის.

ბრიტნი სპირსი

Britney_Spears_Makeover

X factor-ის კონცერტი ბრიტნისთვის საუკეთესო იყო 2012-ში, ჰოდა, მანაც არ დააყოვნა: საკუთარ სტილს ცოტა კორექტირება გაუკეთა, კლასიკასა და მოდის ტენდენციებსაც მიმართა და არც შემცდარა.

მაილი საირუსი

Miley_Cyrus_Makeover

2012-ში მაილის პირველი ვარცხნილობა – ბობიც ნამდვილად კარგი იყო, თუმცა ახალი, მოკლედ შეჭრილი თმა ჯერ-ჯერობით საუკეთესოა.

ქეთი პერი

Katy_Perry_Makeover

ქეითიმ 2012 ვარდისფერი, ლურჯი, იისფერი ტონებით დაიწყო და წლის ბოლოსკენ კლასიკურ შავს დაუბრნდა, რომელიც, სხვათა შორის ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. თავად შეფასე.

რიანა

Rihanna_Makeover

ბარბადოსელმა გოგონამ გასულ წელს, სულ მცირე, 5 ვარცხნილობა გამოიცვალა, თუმცა MTV Video Music-ს დაჯილდოებაზე მისი კლასიკური სტილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო; თანაც, მოკლე თმამ გაცილებით უკეთესად გამოკვეთა სახის ნაკვთები.

ვისი სტილია საუკეთესო?

View Results

Loading ... Loading ...