ლუი ფრანკო კარტიემ 1847 წელს პარიზში დააარსა საიუველირო სახლი და დღემდე ძვირფასეულობის მწარმოებელ ცნობილ ბრენდად ითვლება, რომლის აქსესუარები ძვირადღირებულია და ფუფუნების საგანს წარმოადგენს.

1902 წელს მეფე ედუარდ VII-მ თავისი კორონაციისთვის სამეფო გვირგვინის დამზადებაც კი შეუკვეთა და რა გასაკვირია, რომ მისი სამკაულები დიდი პოპულარობით სარგებლობდა და სარგებლობს ცნობილ ადამიანებში. 1969 წელს „Cartier“-ს სახლის იუველირმა ალდო ჩიპულომ შეყვარებული წყვილებისთვის შექმნა ლათინური ასო „O”-ს ფორმის სამაჯური სახელად “LOVE”. სამაჯურის ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორი ნაწილისგან შედგება, თავად სამაჯური და გასაღები, რომლის გარეშეც ის არ იხსნება, მასზე არსებული სპეციალური საკეტის გამო.

Cartier Love Bracelet

სამაჯურის თავდაპირველი ვერსია მოოქროვილი იყო, ამჟამად კი ის მზადდება ყვითელი, წითელი ოქროსგან და პლატინისგან, ზოგ შემთხვევაში კი მოოჭვილია ბრილიანტით და სხვა ძვირფასი ქვებით. მისი ფასი 6000 ა.შ.შ. დოლარზე მეტია.

“LOVE” იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ საიუველირო სახლმა ამ სერიით სხვადასხვა სამკაულები შექმნა: საყურე, ბეჭედი, საათი და სხვადასხვა აქსესუარი, თუმცა სამაჯური განსაკუთრებით პოპულარულია.

ევა ლონგორია, სარა ჯესიკა პარკერი, ჯენიფერ ანისტონი, ანჯელინა ჯოლი და სხვა ბევრი ცნობილი ადამიანი ხშირად ჩნდებიან „კარტიეს“ ცნობილი სამაჯურით საზოგადოების წინაშე.

Jeniffer Aniston
Jeniffer Aniston
Angelina Jolie
Angelina Jolie
Ciara
Ciara
Eva Longoria
Eva Longoria
Ginnifer Goodwin
Ginnifer Goodwin
Jessica Hart
Jessica Hart
Kourtney Kardashian
Kourtney Kardashian
Mel B
Mel B
Sarah Jessica Parker
Sarah Jessica Parker