Home ვარსკვლავები

  • არ მიყვარს პასუხებზე ფიქრი, ამიტომ მომწონს, როდესაც მარტივ კითხვებს მაძლევენ.
  • თვრამეტი წლის ასაკში 25 წლის ქალს ვთამაშობდი. ასე გამოვიდა, რომ ნამდვილი ბავშვობა არ მქონია, მაგრამ გული არ მწყდება. როდესაც საშუალება მომეცემა, ავინაზღაურებ.
  • ჩემი თაობა – ნაგავი თაობაა. რაზე ვიზრდებოდით? საზიზღარი საღეჭი რეზინი, ტკბილხმიანი ბიჭების პოპ-ჯგუფები და რეპის და მეტალის საშინელი ჰიბრიდები.
  • ყოველთვის ვაღმერთებდი ფრენკ სინატრას. მისი ხმა – ოქროს ზოდია, ხავერდის ტორტია.

არაჩვეულებრივია, როდესაც უცებ ვიღაცას შეიყვარებ. მაშინვე გრძნობ, რომ კვლავაც ცოცხლობ.

  • არასოდეს მქონია სექსი ლიფტში ბენისიო დელ ტოროსთან. ეს ხუმრობა დაუფიქრებლად ვაჯახე რომელიღაც უტვინო ჟურნალისტს. სიტყვასიტყვით კი ეს ვთქვი: “ახლა ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ბენისიო დელ ტოროსთან სექსი მქონოდეს ლიფტში”. შემდეგ კი მათ მოაშორეს “ვგრძნობ” და “თითქოს”. ისეთი გრძნობა მაქვს, ცხოვრების ბოლომდე უნდა ვუპასუხო ერთსა და იმავე შეკითხვას, მქონდა თუ არა რაიმე ბენისიოსთან ლიფტში.
  • გათხოვების მთავარი ღირსება: შენს იგებ საკუთარ თავზე რაღაცას, რაც აქამდე არ იცოდი.
  • 21 წელი რომ შემისრულდა, ძმამ შემომთავაზა დაბადების დღის სტრიპ-კლუბში გადახდა. როცა ადგილზე მივედით, რა თქმა უნდა, ვიღაცამ ჩემთვის პერსონალური ცეკვა შეუკვეთა. ცუდი გამოცდილება იყო იმიტომ, რომ გოგონა, რომელიც ჩემთვის ცეკვავდა, იმდენად გამხდარი იყო, რომ მისი ძვლები შეხებისას მტკენდა.

იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ჩემგან კომპიუტერულ თამაშს შექმნიან. ეს კინოს სჯობს. კომპიუტერულ თამაშებში ცელულიტი არ ჩანს.

  • არ მიყვარს ჭამა მარტოობაში. ტელევიზორი მაინც უნდა იყოს ჩართული.
  • მახსოვს, ერთხელ ლოს-ანჟელესში მგზავრობისას, ირგვლივ ვიყურებოდი და უცებ უზარმაზარი სარეკლამო დაფა შემომეფეთა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული. და რა გავაკეთე? დავამუხრუჭე! სხვა რა რეაქცია უნდა გქონდეს, როდესაც შენს ბრონტოზავრისხელა ძუძუებს ფირნიშზე დაინახავ.
  • ძალიან მიყვარს პური. მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, საცხობში ვიმუშავებდი.
  • სილამაზის რეცეპტი დედისგან მომყვა: ბევრი წყალი დალიე, არასოდეს ადგე მაღვიძარასთან ერთად და არ მოწიო.
  • ჭუჭყიანი ქერა – ეს ჩემი ბუნებრივი ფერია. მამაჩემი კი, რომელიც დანიელია, ნამდვილი ქერა თმის მატარებელია. ერთხელ თმის ნაწილის მოჭრა ვთხოვე და ამ კულულით სალონში წავედი. ვთხოვე, იგივე ფერი დაესვათ ჩემს თმაზე.
  • ყოველთვის ვცდილობ, ხალხში შეუმჩნევლად გავერიო. ირგვლივ კი ყველა თითს იშვერს: შეხედეთ იმ გოგოს, პარიკში, ულვაშებით და შავი სათვალით.

არასოდეს ვეკითხები საკუთარ თავს, რამდენად სექსუალური ვარ. მე უფრო ის მადარდებს, გიჟივით ხომ არ გამოვიყურები.

  • წითელ ხალიჩაზე გამოსვლა – ეს არის სველი ხელისგულები, გამომშრალი პირი, გახშირებული გულისცემა და არაკონტროლირებადი პანიკის მდგომარეობა.
  • შეუძლებელია პოპულარობისთვის მოემზადო. დღემდე არ ვიცი როგორ მოვიქცე, როდესაც პიცას ვყიდულობ, ამ დროს კი ხალხი ფოტოებს მიღებს.
  • ჩემი გაგებით, იყო ვარსკვლავი – ნიშნავს კარგ რესტორანში რიგის გარეშე დაგიჯავშნონ მაგიდა.
  • იცით რაშია განსხვავება ვარსკვლავურ ქორწინებასა და ჩვეულებრივი წყვილის ქორწილს შორის? ამ დროს ყველა ფიქრობს: კარგი იქნება, თუ ქორწილში ფოტოგრაფი და ბევრი ფოტოკამერიანი ხალხი იქნება. ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვზრუნავთ, მსგავსი ხალხი გავაძევოთ ღონისძიებიდან.
  • მსურს მივენდო იმ ადამიანებს, რომლებთანაც ვურთიერთობ და სამუდამოდ გავწყვიტო ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებსაც არ ვენდობი.
  • იდეალურ სამყაროში გაცნობას შემდეგი სიტყვებით დავიწყებდი: „დავივიწყოთ ეს ზრდილობიანი საუბარი. შეიძლება პირდაპირ სულში ჩაგიძვრეთ?“
  • არც ტვიტერი მაქვს და არც ფეისბუქი. რაც უფრო ნაკლებად ვიტვირთები უაზრო ინფორმაციით, მით მეტად ბედნიერი ვხდები.
  • რა კარგია, რომ არც ოცი და არც ცხრამეტი წლის ვარ. იმიტომ რომ 20 და 19 წელი ეს საოცარი გაურკვევლობის დროა.
  • თუ შენს ცხოვრებაში სიმშვიდეა და არ იცი რა აკეთო – ელოდე. მაგრამ არ ელოდო დიდი ხანი. ხოლო თუ დიდ ხანს გიწევს ლოდინი, გააკეთე რამე.
  • ბედნიერებაა, როდესაც იცი საითკენ მიმართო შენი სიგიჟე.
  • ჯერაც ვერ მომიფიქრებია, რითი დავკავდე, როდესაც არაფერს ვაკეთებ.
  • ყველაზე მეტად მსურს ვითამაშო არამომხიბვლელი ქალი.
  • ადამიანები ყოველთვის ურევენ ერთმანეთში – გამოჩნდე ეკრანზე შიშველი და მონაწილეობა მიიღო პორნოში.
  • ყველა ამბობს, რომ მაყურებელი ყველაფერს წყვეტს. სიმანდვილეში, კი მაყურებელი არაფერს ყვეტს. მაყურებელი უბრალოდ იღებს იმას, რასაც სთავაზობენ.
  • კარგი სცენარი 75 გვერდს არ უნდა აჭარბებდეს.
  • იცით ვუდი ალენის უნიკალურობა რაში მდგომარეობს? არანაირი განსხვავება არაა ვუდი-რეჟისორსა და ვუდი-ადამიანს შორის.
  • მე მინდა ვიმუშავო, ვიმუშავო და ვიმუშავო. და კიდევ ვიყო იმ ადამიანებთან, ვისთანაც მსურს ვიყო. მეტს არაფერს ვნატრობ.
  • არავის მუზა არ მინდა ვიყო.
  • ყოველთვის მოველოდი საკუთარი თავისგან უფრო მეტს.
4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?