ქეით მიდლტონი ერთ დღესაც ბევრი გოგონასთვის საძულველი პრინცესა გახდა. მან ხომ მსოფლიოს საუკეთესო პრინცი იგდო ხელთ! მაგრამ თუ ინგლისის სამეფო იჯახში გინდა, მოხვდე, გულს ნუ გაიტეხ, ჰარი ჯერაც მარტოა…

თუ ისევ პრინცს ელოდები თეთრ ცხენზე, ეს სტატია სწორედაც შენთვისაა. დღეს წარმოგიდგენთ მსოფლიოს საუკეთესო სასიძო-პრინცებს, რომლებიც თეთრ ცხენზე თუ არა, ფერარიზე მაინც იქნებიან ამხედრებულნი და გულს ნამდვილად არ დაგწყვეტენ.

პრინცი ფილიპოსი

პრინცი ფილიპოსი
პრინცი ფილიპოსი

ქვეყანა: საბერძნეთი

ასაკი: 26 წლის

ფილიპოსი საბერძნეთის უარყოფილი მეფის უმცროსი ვაჟია. თუმცა, იგი ვერც სასახლეებით დაიკვეხნის და ვერც დიადემების სიმრავლით. მას შემდეგ, რაც ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და საფონდო ბირჟაზე სამუშაოდ. როგორც ამბობენ, სულაც არ ეხატება გულზე სამეფო ბრწყინვალება და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

როგორ მოვხიბლოთ ფილიპოსი? რომ დაფიქრდე, გჭირდება პრინცი სასახლის და ცხენის გარეშე? არა? მაშინ შემდეგი:

პრინცი ამადეო

პრინცი ამადეო
პრინცი ამადეო

ქვეყანა: ბელგია

ასაკი: 26 წლის

თუ კაცები უნიფორმაში მოგწონს, ამადეო სწორედ შენთვისაა განკუთვნილი. თუმცა პრინცი მებრძოლთან ერთად განათლებული წიგნის ჭიაც გახლავთ. 2008 წელს დაამთავრა ლონდინის ეკონომიკის სკოლა.

როგორ მოვხიბლოთ ამადეო: ბელგიის ისტორიის კარგად შესწავლა მოგიწევს, რადგან ჩვენი პრინცი გულმხურვალე პატრიოტიც ყოფილა.

ჰამდან ბინ მუჰამედ ბინ რაშინ ალ მაკტოუმი

პრინცი ჰამდანი
პრინცი ჰამდანი

თუ მისი სახელის თქმას ისწავლი, გზა ხსნილია. ეს ხუმრობით, ისე კი, დუბაის პრინცის მოხიბლვა არც ისე ადვილია: ჰამდინი გატაცებულია მანქანებით, ცხენებით, აქლემებით და რაც მთავარია, მამის იმპერიის მომავალი მემკვიდრეც გახლავთ. ლონდონის ეკონომიკის სკოლაშიც სწავლობდა. ასევე უყვარს პოეზია და თვითონაც წერს ლექსებს. თუ ის ფაქტი არ შეგაშინებთ რომ ჰამდანს 18 და-ძმა ჰყავს, მაშინ წინ, თამამად!

პრინცი ჰაჯი აბდულ აზიმი

პრინცი ჰაჯი
პრინცი ჰაჯი

ქვეყანა: ბრუნეი

ასაკი: 29 წლის

ბრუნეის პრინცი რიგით მესამეა სამეფო ტახტის რიგში. გართობა უყვარს, ამიტომაც ხშირად ხვდება პაპარაცების ობიექტივში. არასდროს აკლდება წვეულებებს და მაღალ საზოგადიებას.

პრინცი ფელიქს ლეოპოლდ მარი გილაუმი

პრინცი ფელიქსი
პრინცი ფელიქსი

ქვეყანა: ლუქსემბურგი
ასაკი: 28 წლის

თუ ერთი სიტყვით აღვწერთ, ფელიქსი დაუოკებელი ფლეიბოია. პრინცი ლუქსემბურგის მეფის, ჰენრის მეორე ვაჟია. თავისუფალ დროს უყვარს პოლოს თამაში, თხილამურებზე დგომა და ჩოგბურთი.
14.10.2013 განახლება: სამწუხაროდ ეს ლამაზმანი მარტოხელათა სიას უკვე გამოაკლდა :)

პრინცი კარლ ფილიპი

პრინცი ჩარლ ფილიპი
პრინცი ჩარლ ფილიპი

ქვეყანა: შვედეთი

ასაკი: 33 წლის

როგორც აღმოჩნდა, შვედეთი მხოლოდ ქერა ლამაზმანების ქვეყანა არ გახლავთ. ეს მომხიბვლელი ორლანდო ბლუმის ორეული ისევ სცენაზეა. მას შემდეგ, რაც თავის მეგობარ გოგონას დაშორდა, ისევ ეძებს ცხოვრების თანამგზავრს. კარლი სამეფო ტახტის რიგით მეორე მემკვიდრეა. ნამდვილად არ დაგჭირდება ბევრი ფიქრი მის შეყვარებაზე.

როგორ მოვხიბლოთ ფილიპი? მოაჩვენეთ თავი, რომ ერკვევით გრაფიკულ დიზაინში. ჩვენი პრინცი ხარისხს ფლობს ამ სფეროში. ან… ან უბრალოდ მოკლე კაბა ჩაიცვით და წინ! ეს ყოველთვის ამართლებს.

პრინცი ჰარი

პრინცი ჰარი
პრინცი ჰარი

ქვეყანა: ინგლისი

ასაკი: 28 წლის

მას დახასიათება ნამდვილად არ სჭირდება. ალბათ, ის არაა ყველაზე სიმპატიური პრინცი, თუმცა ამ ჟღალთმიანმა ნამდვილად იცის როგორ გაატაროს კარგი დრო. პრინცი ჰარი სამეფო სამხედრო აკადემიის ოფიცერია. ის ცოტა ხნის წინ დაშორდა ჩესლი დავს და, სანამ ახალ გოგონაზე, მოლი კინგზე ჭორები გამართლდება, მარტოხელა გოგოებისთვის გზა ისევ ხსნილია.

რომელი პრინცი მოგეწონა?

View Results

Loading ... Loading ...