ჯენიფერ ენისტონმა მრავალწლიანი ძიების, უიღბლო ქორწინების და უამრავი ბოიფრენდის შემდეგ, როგორც იქნა იპოვნა ნამდვილი სიყვარული და ქალური ბედნიერება. ამ დღეებში მისმა ბოლო ბოიფრენდმა, მსახიობმა ჯასტინ ტერიმ ოფიციალურად სთხოვა ხელი და ჯენიფერმაც ქალების უმეტესობისთვის სანუკვარ კითხვაზე, დადებითი პასუხი განუცხადა.

ჯენიფერი და ჯასტინი ერთმანეთს საკმაოდ დიდი ხანია ხვდებიან და ქორწინების შესახებ გადაწყვეტილება, ნამდვილად არ ყოფილა სპონტანურად მიღებული. ბრედ პიტთან უიღბლო ქორწინების და სკანდალური განქორწინების შემდეგ ოჯახურ ცხოვრებაზე გულაცრუებული ჯენი, ჯასტინმა დაარწმუნა ოჯახური სიმყუდროვის, იდილიის, ბედნიერი ცოლ-ქმრობის შესაძლებლობის და აუცილებლობის შესახებ.

მან ზუსტად შეარჩია მომენტი რათა საყვარელი ქალისთვის ხელი ეთხოვა და უარის თქმის შანსიც წაერთმია მისთვის. საკუთარ დაბადების დღეზე ჯენის თანხმობით, ალბათ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი მიიღო, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტთან განქორწინების (2005წ) შემდეგ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უიღბლოდ, პოპულარულ ამერიკელ მსახიობ ქალთა შორის. განქორწინების შემდგ ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან იქორწინა და 6 შვილის მამაც გახდა. ამასობაში ჯენიფერის უიღბლო რომანები მსახიობ ვინს ვონომთან, მოდელ პოლ სკალფორომთან, მუსიკოს ჯონ მაიერთან კრახით დამთავრდა. მთელი ჰოლივუდი თვლიდა რომ მისი ახალი რომანიც დროებითი თავგადასავალი იყო და მალე დამთავრდებოდა, თუმცა ძალიანაც ცდებოდნენ. მალე მთელი მოფლიო კიდევ ერთი, ვარსკვლავური ქორწინების მოწმე გახდება.