ლიტერატურისა და ხელოვნების ფრანგული ორდენის მფლობელი მარკ ჯეიკობსი 1963 წლის 9 აპრილს დაიბადა…

…მსგავსი შესავალი მაგონებს სკოლაში რომ ნაზუთხ ბიოგრაფიებს ვწერდით საკონტროლოებზე…

…დაიბადა ნიუ-იორკში. მისი კარიერული გზა არ ყოფილა მძიმე და რთული. ნიჭიერებიდან გამომდინარე ბევრი ჯილდო აქვს მიღებული. .. ბლა ბლა ბლა. დღეს მარკ ჯეიკობსი პრესტიჟული სამოდელო სახლის Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორია, ისევე როგორც საკუთარი ბრენდის მთავარი დიზაინერი.

სტანდარტული ბიოგრაფიულ-კარიერული ფაქტები მოსაწყენია. საინტერესო კი აი რა არის: 1992 წელს გამოვიდა მისი ლეგენდარული გრანჟ-კოლექცია, რომელიც, როგორც ჯეიკობსი თვითონვე ამბობს, Smells Like Teen Spirit-ის გავლენითა და შთაგონებით შეიქმნა.

’92 წლის გრანჟ კოლექცია

„მასში ის ენერგია იყო, რომელიც მე ასე მჭირდებოდა“ – ამბობს მარკი, რომელიც, კოლექციის დიდი წარმატების და მიუხედავად იმდროუნდელი სამუშაო ადგილიდან – Perry Ellis სამოდელო სახლიდან გააძევეს.

დღემდე იგი ამ კოლექციას „ცოტათი თავქარიანს“ უწოდებს.

და რა თქმა უნდა ეს ასეც არის. მარკმა ძვირფას ტანსაცმელს მისცა ყოველდღიურობის ელფერი. ქაშმირის გაწელილ მკლავებიანი სვიტრი 1200 დოლარი ღირდა. მისი უბრალო, ყვავილების პრინტიანი ქვედაბოლო Bergdorf Goodman-ში იყიდებოდა. „მარტენსებმა“ კი ყველა ქუსლი და „შპილკა“ შეცვალა.

… ნიუ-იორკში ყოფნისას, მარკის დილა ადრიანად იწყება, ჯემიანი პურით სასტუმრო Mercer-ში. (ის ძირითადად პარიზშია დაფუძნებული). ოთხი საათისთვის უკვე იღვიძებს ყავისა და ნიკოტინის მოთხოვნილება. მოგვიანებით კი ის ცდილობს ახსნას მისი ტანისამოსის მომხიბვლელობა.

„ეს უფრო ფსიქოლოგიურია” – აღნიშნავს მარკი – “არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ ნიუანსებში გაერკვნენ; რომლებსაც სურთ ყველაფერი ცხვირწინ გადაუშალონ; რომლებსაც არ აქვთ უნარი ან არ სურთ გაანალიზონ. ასეთ ხალხთან მიმართებაში არ მიჩნდება არანაირი რომანტიული შეგძნებები შევმოსო ისინი.“

… მარკზე უამრავი მასალის წაკითხვის შედეგად, ჩავთალე, რომ მისი პირადი აზრების გადმოცემა უფრო საინტერესოა იქნებოდა, ვიდრე ბიოგრაფიული დეტალების, კარიერის აღმასვლის განხილვა წლების მიხედვით…

„არანაირი პრობლემა არ მაქვს იმასთან მიმართებაში, თუ როგორ ხედავენ ადამიანები სექსუალურ ტანსაცმელს. ყველას უყვარს სექსი. ჩემი აზრით, დედამიწა გაცილებით უკეთესი ადგილი იქნებოდა, თუ ადამიანები უბრალოდ დაკავდებოდნენ სექსით და ბევრს არ იფიქრებდნენ ამ თემის გარშემო. სექსის ირგვლივ არსებული ცხნობისმოყვარეობა ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე დომინირება. მაგალითად ბრიტნი და პერის ჰილტონი თუ პამელა – ვიღაცისთვის სექსუალურობის განსაზღვრებაა, იდეალია. მაგრამ ჩემთვის არა. ჩემი ტანსაცმელი არასოდესაა სექსუალური. არასოდეს“.

მარკის ახალი, 2012 წლის სუნამო

მინდა მჯეროდეს, რომ ის მანდილოსნები, რომლებსაც ჩემს მიერ შექმნილი სამოსი აცვიათ, სხვისთვის არ იმოსებიან; რომ მათ აცვიათ ის, რაც მოსწონთ და რაც უხდებათ. და ეს არ არის სტატუსისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამომხატველი ქცევა.”

ძალიან გამიგრძელდა საყვარელ მარკზე საუბარი. უცებ მოვჭრი და მისი სიტყვებით დავასრულებ:

„მოდა – მხოლოდ ფულის საკითხია.

სტილი – ინდივიდუალურობის“.