გავრცელებული აზრის მიხედვით, რაც უფრო ნაკლებად ერევა მთავრობა ეკონომიკაში, მით მეტად თავისუფალი და სწრაფად განვითარებადია ეკონომიკა. თუმცა არსებობს რიგი ფუნქციებისა, რომელიც სწორედ სახელმწიფომ უნდა იტვირთოს, რადგან კერძო ბიზნესს ამ ფუნქციების შესრულება გაუჭირდება, ან კონკრეტული საქონლის/მომსახურებების წარმოება არამომგებიანია.

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფო ხელმძღვანელობს და მართავს ეკონომიკური საქმიანობის ტემპს, უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას, დასაქმების მაღალ დონეს და ფასების სტაბილურობას. საქართველოში ცოტა სხვაგვარი ვითარებაა – ჩვენი ეკონომიკა საკმაოდ შორსაა თავისუფალი ბაზრისგან, რისი განხილვაც შორს წაგვიყვანს და თან არც ამ სტატიის მიზანს შეასრულებს.

მთავრობას ეკონომიკის განვითარებაში სამი მნიშნველოვანი როლის შესრულება ევალება: არბიტრის, მენეჯერის და მონაწილის.

არბიტრის (მედიატორი) როლი

სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა საბაზრო სისტემის დაცვა, ანუ კანონიერების და კერძო საკუთრების უფლების დადგენა და დაცვა, გარე დანახარჯების და სარგებლიანობის საკითის მოგვარება და მომხმარებელთა დაცვა.

მენეჯერის როლი

ეკონომიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა მენეჯერის ფუნქციასაც ითავსებს.

მონაწილის როლი

მთავრობა მოსახლეობას საზოგადოებრივი მოხმარების (ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომ) საქონელს და მომსახურებას აწვდის.

როგორ ახორციელებს მთავრობა დაკისრებულ როლებს?

ხელისუფლება ეკონომიკურ საქმიანობაზე გავლენას ორი გზით ახდენს: მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით. მონეტარული პოლიტიკა სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამოუშვას ფული და შესაბამისად არეგულიროს მისი რაოდენობა. ხოლო, ფისკლური პოლიტიკა – დააწესოს გადასახადები და განკარგოს ბიუჯეტი.

მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სხვადასხვა ქმედებები: შეამციროს ან გაზარდოს ფულის მიწოდება და გაზარდოს ან დაწიოს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები, რაც შესაბამისად მარტივს ან რთულს ხდის სესხის გატანას. როდესაც ბანკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მაღალი ინფლაციის (ფასების დონის მატების) პრობლემის წინაშეა, იგი შეამცირებს ფულის მიწოდებას და გაზრდის საპროცენტო განაკვეთს. როდესაც საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, მსესხებლები (ქვეყანაში რეგისტრირებული კომერციული ბანკები) ეროვნული ბანკის მოკლევადიან სესხებზე მეტს იხდიან დაშერჩევითი პრინციპით გასცემენ სესხებს. იმის გამო, რომ ფულის სესხება ძვირი სიამოვნებაა, მოთხოვნა მომსახურებასა და საქონელზე იწევს, ასევე ფასებიც. რეცესიის პერიოდში კი ყველაფერი პირიქით ხდება, ყოველ შემთხვევაში თეორია ასეთია.

ფისკალურ პოლიტიკა ეყრდნობა სახელმწიფოს უფლებას გადასახადების დაწესებისა და ხარჯვის პოლიტიკას, რომელსაც სათავეში ფინანსთა მინისტრი უდგას. როგორც საგადასახადოს, ისე სახელმწიფოს ხარჯვანობას შეუძლია შეამციროს ან გაზარდოს მთლიანი ფულის მიწოდება ეკონომიკაში, ანუ ის თანხა, რაც ბიზნესმა და მომხმარებელმა უნდა დახარჯოს.

რეცესიის დროს სამინისტრომ უნდა გაზარდოს ხარჯები, შეამციროს გადასახადები ან ორივე ბერკეტი ერთდროულად გამოიყენოს. ამგვარად, უფრო მეტი თანხა რჩება ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის, რაც ხელს უწყობს ბიზნესის გაფართოებას და მომხმარებელის მსყიდველთუნარიანობის ზრდას. შესაბამისად, საპირისპირო პოლიტიკა მოქმედებს ინფლაციის დროს.

სახელმწიფოს ბიუჯეტი ორი ნაწილისგან შედგება – შემოსავლებისა და ხარჯებისგან. შემოსავლების წყაროა სხვადასხვა გადასახადები და აგრეთვე სხვა ტიპის შემოსულობები, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც გადასახადებია. რაც შეეხება, ხარჯებს, ბიუჯეტის ხარჯები ისეთ სექტორებზე ნაწილდება, როგორებიცაა განათლება, თავდაცვა, საერთაშორისო ურთიერთოებები, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

საიდან აქვს ბიუჯეტს შემოსავლები?

სახემლწიფოს აქვს უფლება დაბეჭდოს ფული და აკრიფოს გადასახადები. ფული, რომლითაც მთავრობა თავის ფუნქციებს ახორციელებს, მოდის გადასახადებიდან. საქართველოში ამჟამად არსებობს ექვსი სახის გადასახადი: საშემოსავლო, მოგების, დღგ, იმპორტის, აქციზი და ადგილობრივი – ქონების გადასახადი.

shemosavali

 

საშემოსავლო –  კერძო და იურიდიულ პირთა ფინანსური შემოსავლის დაბეგვრა. არსებობს სხვადასხვა სახის საშემოსავლო გადასახადის სისტემები, რომელიც ვარირებს ფიქსირებული გადასახადიდან პროგრესულ საგადასახადო სისტემამდე. კერძო პირის საშემოსავლო გადასახადი როგორც წესი ამ პირის მთლიანი შემოსავლიდან იბეგრება (გარკვეული კანონით დადგენილი დედუქციების შემდეგ), მაშინ როდესაც კორპორაციული საშემოსავლო გადასახადი იურიდიული პირის საბოლოო (ხარჯების გამოკლებით) შემოსავლიდან იქვითება.

საშემოსავლო გადასახადი შეადგენს დასაბეგრი თანხის 20%-ს.

ქონების გადასახადს იხდიან როგორც რეზიდენტი, ისევე არარეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე აქვთ საგადასახადო კოდექსით გათვალისწ ინებული დასაბეგრი ქონება, იქნება ეს უძრავი ქონება, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები და თვითმფრინავები.

ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. 

მოგების გადასახადს იხდის რეზიდენტი და არარეზიდენტი საწარმოც, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახორციელებს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან/და შემოსავალს იღებს საქართველოში არსებული წყაროდან. ასევე ის არარეზიდენტი პირი, რომელიც არ არის ფიზიკური პირი, ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში და არ დაასაბუთებს თავის თანამფლობელობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით.

საწარმოს დასაბეგრი მოგება იბეგრება 15%.

დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) – გადასახადს იხდის ის პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს.

დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის 18%-ს.

*უფრო დეტალურ ინფორმაციას გადასახადების შესახებ, შეგიძლია შემოსავლების სამსახურის საიტზე გაეცნო.

როდისაც შემოსავლები მიღებულია და ყველა დანახარჯი განხორციელებლია, შესაძლებელია ორი შესაძლო შედეგის მიღება – დეფიციტი (მთავრობა ხარჯავს მეტს ვიდრე ღებულობს გადასახადებიდან) ან პრეფიციტი (მთავრობა ხარჯავს ნაკლებს ვიდრე ღებულობს გადასახადებიდან).

samomavlo biujeti