თქვენ უკვე გაქვთ მონახაზი, იცით რა არ უნდა თქვათ უფროსთან შეხვედრაზე, გაიარეთ პატარა ტრენინგი და ხელმძღვანელის პირისპირ ხართ მოკალათებული მის კაბინეტში.

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ანაზღაურების მომატების თხოვნით უფროსობასთან დიალოგის გამართვა ორ, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელაა რეკომენდირებული.

ეცადეთ, მაქსიმალურად კეთილგანწობილი და ნაკლებ სერიოზული ტონი შეარჩიოთ. უფროსმა არ უნდა შეამჩნიოს თქვენი დაძაბულობა. და აი, ამ ნოტზე დაიწყეთ პრეზენტაცია.

ფრთხილად, თქვენ შეიძლება პირველი შეცდომა სწორად აქ დაუშვათ. ექსპერტები თვლიან, რომ უარყოფითი მოტივაციის (მე ყველაზე მეტს ვშრომობ, სხვები კი ზარმაცი შტერები არიან და მისთ.) დასახელება საფუძველშივე ყოველგვარ გამართლებასაა მოკლებული. სჯობს, საკუთარ წარმატებაზე მოახდინოთ აპელირება: “შედეგი უკეთესი იქნება, თუ კი საშუალება მოგეცემათ სამსახურში კვირაში ორჯერ იაროთ სამი საათით.” მთავარია, საკუთარი თავის ქებაში არ გადააჭარბოთ. მითუმეტეს, თუ კონკრეტულ სამსახურში შედარებით ახალმისული ხართ ანაც “ტომარა” სავსე არ არის. ზომიერება არასოდეს გაწყენთ. გაითვალისწინეთ, რომ უფროსების უმრავლესობა უნამუსოდ მიიჩნევს, რომ იმაზე მეტს გიხდით, ვიდრე იმსახურებთ. ანაზღაურების მომატებას კი მხოლოდ საუკეთესო მუშაკები იმსახურებენ.

არ ღირს თავის მოსაწყლება და იმის თქმა, რომ მოხუცი დეიდისათვის წამლის ფული არ გყოფნით. ასეც რომც იყოს, სჯობს საკითხს საქმიანად მიუდგეთ. მაგალითად, მოითხოვოთ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გაზრდა, ლოგიკურად – ანაზღაურების მატებაც საქმის პროპორციულად. რამდენადაც, ყველაზე კეთილსა და მოწყალე უფროსსაც მიაჩნია, რომ კომპანიის ინტერესები უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს დაცული.

პრეზენტაციისას დაკონკრეტდით: “იმისათვის, რომ თქვენ მიერ წარმოსახული კორპორაციული სამოთხე (კონკრეტულ სამსახურში) რეალობად იქცეს, მოცემულ მომენტში არსებულზე ამდენი და ამდენი პროცენტით მაღალი ხელფასიღაა საჭირო”. აქ მცირე პაუზა გააკეთეთ, რათა ხელმძღვანელის რეაქციას დააკვირდეთ. თუ მისი თვალები არსად დაეცეცება და მზერა ისევ თქვენსკენაა მთელი ყურადღებით მომართული, გააგრძელეთ შეტევა: “ოქტომბრის მეორე ნახევრიდან…”

თუ დაწნაურებას ითხოვთ, შეარჩიეთ შემცვლელი და უთხარით მის შესახებ უფროსს. მერფის კანონი გვეუბნება: "არ ისწრაფოთ შეუცვლელობისაკენ. თუ ვერავინ ჩაგენაცვლათ, ვერ წაიწევით წინ.

დადგა ბანალური ვაჭრობის დროც, რის შსახებაც არაფერი მაგონდება საინტერესო. ერთადერთი, გახსოვდეთ, არანაირი შანტაჟი და ულტიმატუმი, თუ არ გნებავთ სამსახურს მოცემულ მომენტში ან უახლოეს მომავალში დაემშვიდობოთ. მეორე და ყველაზე გავრცელებული შეცდომაც ეს არის. საუკეთესო შემთხვევაში, უფროსი მომავალში აღარ იქნება თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი. მაქსიმუმ, შეგიძლიათ სასხვათაშორისოდ დასძინოთ, რომ კონკურენტ საწარმოში ანალოგიურ პოზიციაზე გაცილებით მეტია ანაზღაურება.

რას შეიძლება მივაღწიოთ?

სამი ვარიანტია.

1. ყველაფერი, რასაც ითხოვდით, დაგიკმაყოფილდებათ. გიხაროდენ!! მაგრამ, არ უნდა მოდუნდეთ. შეიძლება, თქვენს სიძლიერეში დაარწმუნეთ უფროსი, მაგრამ მას არც ფულის თვლა დავიწყნია და არც საკუთარი შვილებივით მათ დანანებას გადაჩვეულა. ამიტომაც, სწრაფადვე დაანახეთ შედეგი. უარეს შემთხვევაში – შემართება, გაზრდილი ენთუზიაზმი და მოზღვავებული ენერგია.

2. თქვენი მოთხოვენები მხოლოდ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული. რაღაცას მაინც ხომ გამორჩით? ე.ი. აგრეთვე გიხაროდენ! მაგრამ არ დაგავიწყდეთ ჰკითხოთ უფროსს, როდისთვის შეგეძლებათ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, ან კონრეტულად რისი გაკეთებაა საჭირო, რათა დასახულს მიაღწიოთ. შედეგად მიიღებთ კონკრეტულ თარიღს და კონკრეტულ დავალებებს. ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია.

3. მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი გეთქვათ. სამყარო არ დაქცეულა. თქვენ აღარ იმყოფებით გაურკვევლობაში – ესეც სიხარულის საბაბია. არაფერი დაგიკარგავთ. მეტიც, მიიღეთ ცხოვრებისეული გამოცდილება, საკუთარი თავი დაატრენინგეთ მსგავსი მოლაპარაკების განხორციელების უნარების ასათვისებლად. და ყველაზე მთავარი, მოისმინეთ “არა” და დამსაქმებლის პოზიცია. ახლა კი ზუსტად იცით, რაზე უნდა იმუშავოთ, წინსვლისათვის.  ან თუ მიზეზი რეალობასთან შეუსაბამო იყო, ახალი სამსახურის ძიება დაიწყოთ. თქვენი გადასაწყვეტია.