Pink.ge-ზე  დიდი ხნის განმავლობაში ვწერდით კარიერის და წარმატების შესახებ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალების მეწარმული და ბიზნეს თვისებების გამოვლენას და განვითარებას. სწორედ ამიტომ გავხდით გლობალური მეწარმეობის კვირეულის მედია მხარდამჭერები.

ამჯერად შენთვის კარგი სიახლე გვაქვს. გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში იმართება კონკურსი დამწყები ბიზნესისთვის – StartUp Cup.

თუ გაქვს კარგი ბიზნეს იდეა, მაგრამ მის განსახორციელებლად რესურსები არ გაგაჩნია, აუცილებლად მიიღე მონაწილეობა StartUp Cup-ში. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 22 ნოემბერი, ამიტომ იჩქარე, სულ ცოტა დრო რჩება!

Pink.ge გისურვებს წარმატებებს!

 

StartUp Cup არის საერთაშორისო ბიზნეს მოდელების კონკურსი, რომლის მიზანია start up ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა დამწყები ბიზნესებისთვის საინკუბაციო გარემოს შექმნის გზით.

პროექტი დაარსდა 2007 წელს ამერიკელი მეწარმეების მიერ ტულსა ოკლაჰამაში, დღეს კი წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით დღემდე პროექტში მონაწილეობა მიიღო 361 ზე მეტმა start up მა, საიდანაც პროექტის დასრულების შემდგომ საშუალოდ ფინალისტების 76 % რჩება ბიზნეში.

პროექტის ფარგლებში შერჩეული 25 გუნდი/მონაწილე რამდენიმე თვის განმავლობაში ახდენს ბიზნეს მოდელების შემუშავებას ქართველი და უცხოელი მენტორებისა და ჟიურის დახმარებით. ფინალურ ეტაპზე კი მონაწილეები იწყებენ ბიზნეს მოდელების ლანჩიგნის პროცესს.

იდეების რეგისტრაცია 22 ნოემბრამდე ვებ გვერდზე: georgia.startupcup.com/submit

I ეტაპი:

  • აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს მოდელების ჟიურის წინაშე წარდგენა;
  • ჟიურის მიერ 12 ნახევარფინალისტის შერჩევა;

II ეტაპი:

  • 12 ნახევარფინალისტის მიერ ბიზნეს მოდელების შემუშავება ადგილობრივი მენტორების დახმარებით;
  • ჟიურის წინაშე პროექტების პრეზენტაცია;
  • ჟიურის მიერ 7 ფინალისტის გამოვლენა;

III ეტაპი:

  • 7 ფინალისტის მიერ ბიზნეს მოდელების შემუშავება ადგილობრივი მენტორების დახმარებით;
  • უცხოელი მენტორების კონსულტაციები;
  • ინტერნეტ ტელევიზია i-lift.tv- ის მიერ ფინალისტებისთვის პრომო ვიდეობის მომზადება და პოპულარიზაცია ინტერნეტ ტელევიზიის საშუალებით;
  • ფინალისტების მიერ ბიზნეს მოდელების ლანჩინგის პროცესის დაწყება;
  • ფინალისტების მიერ შემუშავებული პროექტების პრეზენტაცია ჟიურის , პოტენციური ინვესტორების და მედიის წინაშე;
  • დასკვნითი ღონისძიება;