Home Events

როგორც უკვე გითხარით, 8 ივნისს რიგით მეორე ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ი იმართება.

art-of-marketing-vancouver

წელს ეს ღონისძიება ბევრად მასშტაბური იქნება. დელეგატების რაოდენობა 350-მდე გაიზარდა! ეს იმას ნიშნავს, რომ მარკეტინგით დაინტერესებულ ყველა ადამიანს აქვს შანსი მოხვდეს ღონისძიებაზე, რომელიც წლის ყველაზე ნათელი წერტილია ამ სფეროში.

თუ გიყვარს მსგავსი ღონისძიებები, გაინტერესებს ახალი კონტაქტების შეძენა, გინდა გაიზიარო სტაჟიანი მარკეტერების გამოცდილება და გსურს შენს მარკეტინგულ კარიერაში კიდევ ერთი პუნქტი შემატო, შეგიძლია ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში შეიძინო: biletebi.ge 20 მაისიდან (ფასი – 25 ლარი)

შედეგად შენ მოისმენ 14 ძალიან საინტერესო ისტორიას. სპიკერები შეეცდებიან აუდიტორიას 13 წუთში გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილება.

წინა ღონისძიების მსგავსად, ამჯერადაც სპიკერთა სია შთამბეჭდავია:

  • დავით გელაშვილი (ბორჯომი),
  • ირინა დუმბაძე (ACT),
  • საშა კაცმანი (საქართველოს ბანკი),
  • ნიკა გვენცაძე (Geocell),
  • ბაჩო მებურიშვილი (Betterfly),
  • გარიკოები  (TBC ბანკი)
  • დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი),
  • თინათინ სტამბოლიშვილი (GPI Holding),
  • თათა მორჩილაძე (ახალი ნათება),
  • ირაკლი საღინაძე (Formula creative),
  • კახა მაღრაძე (GEPRA),
  • ირაკლი კაკაბაძე (TV11),
  • ნათია კვაჭანტირაძე (Wissol Group),
  • კონსტანტინე ბათმანიდი (Rustavi 2).

Spotlight poster

პლატინის სპონსორი – ბორჯომი, ოქროს სპონსორი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT), გენერალური სპონსორი – სარეკლამო კომპანია Patio Art, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”.

ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio, REMBOW.

მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია

მედიაპარტნიორები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიოიმედი, ჟურნალიგზა, Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge

პროექტის ოფიციალური Facebook გვერდი: www.facebook.com/spotlightge

შენ რას იტყვი?