Home მნიშვნელოვანი

ორსულ და მეძუძურ დედას უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია ორსულობის, მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში დაგეგმილი ნებისმიერი ჩარევის შემთვევაში, ნაყოფზე ან ახლადშობილზე შესაძლო პირდაპირი ან ირიბი მავნე ზემოქმედების, რისკების შესახებ. ინფორმაციის მიღება შეეხება ორსულობის ნებისმიერ სტადიას და გულისხმობს არა მხოლოდ ორსულის და ნაყოფის, ან ახლადშობილის შესახებ სამედიცინო ინფორმაციის მიღებას, არამედ ორსულობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის, ფინანსურ და მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და ვაუჩერით სარგებლობის შესახებ ინფორმაციას.

Pregnant
მშობიარეს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება მისი და ნაყოფის სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, მაგრამ მას არ აქვს უფლება უარი თქვას ისეთ სამედიცინო მომსახურებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და რომელიც მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკის მატარებელია (კანონი პაციენტთა უფლებების შესახებ. მუხლი 36).

ასევე, მშობიარეს არ აქვს უფლება უარი თქვას საკეისრო კვეთაზე მისი აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში, ანუ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკეისრო კვეთა უზრუნველყოფს ცოცხალი ნაყოფის დაბადებას და მშობიარის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მინიმალური რისკის მატარებელია. მშობიარეს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს ისეთ სამედიცინო მანიპულაციებზე, როგორიცაა პერიოდული გამოკვლევების ჩატარება, სისხლის გადასხმა და სხვა, როდესაც უარი საფრთხეს შეუქმნის ნაყოფს.

Parents
მშობიარეს მშობიარობის პროცესში, უფლება აქვს გვერდით იყოლიოს მეუღლე ან სხვა, მისთვის სასურველი პირი. მელოგინე ქალს უფლება აქვს, გვერდით იყოლიოს ახლადშობილი და საკუთარი შეხედულებებისამებრ კვებოს (აქ იგულისხმება, მელოგინე აირჩევს ძუძუთი კვებას, თუ ხელოვნურ კვებას), თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მის სხვაგან გადაყვანას არ გადაწყვეტს.

Bundle
დეკრეტული (ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო) შვებულების შესახებ, წაიკითხე ჩვენი სტატია: შვებულების, მისი ხანგრძლივობისა და გაცემის წესის შესახებ.

შენ რას იტყვი?