Home მიმოხილვები

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩის 82-ში ჯადოსნურ ადგილს მივაგენი.

კარის შეღებისთანავე საოცარი არომატი და მეგობრული მომსახურე პერსონალი გეგებება. პატარა, მყუდრო მაღაზიის დახლებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ნატურალური პროდუქტების საოცარი ასორტიმენტია.

  • ნატურალური თაფლის მრავალფეროვანი პალიტრა;
  • იმერული ნატიფი და მესხური ტენილი ყველი;
  • ცხვრის გუდაში დავარგებული გუდის ყველი თუშეთიდან;
  • მეგრული სანელებლებით დანაღმული პომიდვრისა და ღოღნაშოს საწებელი;
  • მისი აღმატებულება რაჭული ლორი;
  • ზანდურის გლეხური და ცეხვილი ქატოს პური;
  • საამური საფერავი და თაფლის არაყი თედოს მარანიდან;
  • არომატული ქართული ჩაი და ბარბალეს გოგრის მურაბა ჯანჯაფილით და ა.შ.

Paprika ქალაქში გამორჩეული მაღაზიაა.

აქ ერთ სივრცეშია თავმოყრილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკრებილი, გლეხებისა და ფერმერების მიერ სიყვარულით დამზადებული მონატრებული გემოები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლოა თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის. სწორედ საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა გახდა “პაპრიკას” შექმნის მიზეზი. როგორც მაღაზიის დამფუძნებელი სალომე სიმონია ამბობს, მისი მიზანია ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს მომხმარებელს, სასარგებლო იყოს როგორც მომხმარებლისვთის, ასევე მწარმოებლისთვის და მათ შეუქმნას კომფორტული გარემო. სწორედ ამ მიზნით პაპრიკამ ადგილზე მიტანის სერვისიც დაამატა.

სიტყვებით ძნელია გადმოსცე პაპრიკას ჯადოსნური სამყარო, ამიტომ გირჩევთ თავად ეწვიოთ ნუცუბიძის 82-ში ან უბრალოდ შეუკვეთეთ და თქვენთვის სასურველ ადგილზე მოგართმევენ.

გემრიელად მიირთვით და შტაბეჭდილებები გაგვიზიარეთ!

შენ რას იტყვი?