Home წარმატება

მე, როგორც იურისტს, სამსახურში “დამატებითი საქმეც მიჩნდება – თანამშრომლების კითხვებზე პასუხის გაცემს .

ზოგიერთი კითხვა, მართლა ძალიან საინტერესო და სამსჯელოა; თუმცა მათი უმრავლესობის შინაარსი ძირითადად, ასეთია:

– ნინოობას ვისვენებთ? გიორგობას ახლა ვისვენებთ თუ მერე? იმ დღეს ვისვენებთ? ამ დღეს რატომ არ ვისვენებთ?

შრომის კოდექსში ყველას შეგიძლიათ ჩაიხედოთ, მაგრამ სპეციალურად შენთვის – ზედმეტად რომ არ შეწუხდე, შრომის კოდექსის შესაბამისი მუხლი თავად გეწვევა (მუჰამედის და მთის ამბავია აქაც). მაშ ასე:

uqme

ოფიციალური უქმე დღეებია:

ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების – ანუ, ნათლიღების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

hamak

ოფიციალური უქმე დღე ნიშნავს იმას, რომ ისვენებს ყველა! როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყება და ფრაზა: “ჩვენზე შრომის კოდექსი არ ვრცელდება და უფროსი როგორც იტყვის, ისე იქნება” – არის უკანონო.

თუ მაინც და მაინც სხვა გამოსავალი არ არის და გიწევს ამ დღეს მუშაობა, დამსაქმებელი ვალდებულია გადაგიხადოს ზეგანაკვეთური შრომის საფასური, რომელიც უნდა ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. კოდექსი არ აკონკრეტებს რაოდენობას, მაგრამ თუ შენი საათობრივი ანაზღაურება არის 5 ლარი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა იყოს ამ თანხაზე მეტი, მაგრამ რამდენით, კანონი არ აკონკრეტებს და ეს მხარეთა შეთანხმების საგანია.

zzz

მხარეები შეიძლება, ასევე, შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. როგორც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე ხელშეკრულების დადების მომენტშიც.

თუ ატყობ, რომ შენი უფროსი “Rex Facit Legem” (“ვინც მართავს, კანონებსაც ის ქმნის”) პრინციპით ხელმძღვანელობს და არ ახსოვს, რომ მონარქია დიდი ხნის წინ ჩავაბარეთ ისტორიას და ქვეყანაში დემოკრატია გვაქვს, სჯობს არ შეეკამათო.

მაგრამ, არ დაღონდე. შენით მოიპოვე იმის დამადასტურებელი დოკუმენტი (ეს შეიძლება იყოს სამსახურიდან გაგზავნილი წერილი, ტურნიკეტიდან “ამონაწერი”, აგრეთვე, ნებისმიერი სახის ტრანზაქციის ამსახველი საბუთი), რომ ოფიციალური დასვენების დღეს სამსახურში იმყოფებოდი, მთელს დღეს მუშაობდი და/ან მტკიცებულება იმისა, რომ კომპანია მუშაობას განაგრძობდა ჩვეულებისამებრ. თუ ერთხელაც მავან მიზეზთა გამო მოგიწია სამსახურის დატოვება, შეძლებ საბოლოო ანგარიშსწორებისას ამ დღეების საზღაურის მოთხოვნასაც. თუ მიიღებ, ხომ კარგი, თუ არა და გახსოვდეს, რომ ყოველთვის შეგიძლია მიმართო სასამართლოს, მით უმეტეს, რომ შრომით დავებთან დაკავშირებით არ გიწევს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და პირველი ინსტანციის სასამართლოში არც იურისტი გჭირდება.

შეიძლება ამ თანხამ ბევრი არ შეადგინოს და არც ამაზე დავა ღირდეს, მაგრამ შეიძლება დამსაქმებელს სხვა სახის კომპენსაციებიც მოსთხოვო და ამის შესახებ უფრო დეტალურად მომდევნო სტატიებიდან შეიტყობ.

წარმატებები!

12 კომენტარი to this post
  1. მე რომ წიგნის მაღაზიაში ვმუშაობდი კარგად მახსოვს ოფიციალურ დასვენების დღეს არ ვისვენებდი, ჩვენ უნდა ვიმუშავოთო განაცხადა უფროსმა. თუმცა არც დამატებითი ანაზღაურებ მიმიღია…

  2. ისე კვირაში 40სთზე მეტს რომ ვმუშაობ, მჩაგრავენ, ხო? :D თვითონვე აღიარეს, შეგიმცირებთო და არ გვიმცირებენ :)

  3. მე ვმუშაობ კვირაში 6 დღე და ჩემს სამსახურში არ არსებობს ოფიციალური დასვენების დღეები და დღესასწაულები! თუ არ ჩავთვლით ახალ წელსა (2-3 დღე) და აღდგომას (2 დღე) :)
    ასევე შეგვიძლია ჩვენს დაბადების დღეზე სამსახურიდან წამოვიდეთ 1 საათით ადრე, დირექტორის საჩუქარია, ერთგვარი :))))
    ქვეყანაში რეალურად რომ არსებობდეს შრომის კოდექსი რა გვიჭირდააააა

  4. თუ ეს ოფიციალური დასვენების დღეებია თანაც კანონით გათვალისწინებული, მაშინ სახელმწიფო ვალდებულია გააკონტროლოს იცავენ თუ არა ამ კანონს კერძო ბიზნესმენები ან კონპანიები, რადგან ძალიან ბევრი როგორც ჩანს კანონს არღვევს და ჩვენ კიდევ ვმუშაობთ, თანაც არავინ ანაზგაურებს არ აპირებს….. მაგას ვინ ჩივის ზედმეტ სამუშაო საათებსაც არ ანაზღაურებენ. კანონის გამკაცრება ურიგო არ იქნება და სახელმწიფო მეტად თუ დაინტერესდება ამ საკითხით იქნებ გამოსწორდეს კიდეც ეს სიტუაცია….

  5. ამ კანონს უმრავლეს შემთხვევაში არღვევენ დამქირავებლები. მე აღდგომასა და ახალ წელსაც ვმუშაობ. ეს ნამდვილად სირცხვილია!
    კანონით უნდა ისჯებოდეს მსგავსი ფაქტები

  6. მე ვმუშაობ კვირაში 5 დღე.ჩემს დაწესებულებაში არსებობს კანონით გათვალისწინებული უქმე დღეები და დღესასწაულები

შენ რას იტყვი?