ძნელია სამსახურში, მით უმეტეს ახალში თავის დამკვიდრება. თუ შენს პოზიციას ვერ გაამყარებ, ვერც წარმატებას მიაღწევ.

იუმორი, ზოგადად, მარილივითაა, თითქმის ყველაფერს უხდება. განსაკუთრებით რეკომენდებული კი სამსახურშია, რამდენადაც ის შესაძლოა შენი წარმატების წყაროც გახდეს. თუ გაინტერესებს, რატომ – განაგრძე კითხვა.

Col

1. ხალხი ისიამოვნებს შენთან თანამშრომლობით. ადამიანებს სურთ ისეთ ადამიანებთან მუშაობა, ვინც მათში პოზიტიურ შეგრძნებებს აღძრავს. უამრავ დროს ატარებ სამსახურში და დამიჯერე, არ გაწყობს ყოველდღიური რუტინა გაუთავებელ პანაშვიდებს დაემსგავსოს. იუმორი ხალხის გულის მოგებისა და მათზე გავლენის მოხდენის საუკეთესო საშუალებაა. შეეცადე შენი ხუმრობები იყოს სასაცილო, თუმცა, არა დამცინავი. იუმორი ცინიზმში არ უნდა გადაგეზარდოს.

2. იუმორი სტრესის მტერია. როდესაც ემოციურ რეაქციას საპირისპირო ფიზიკურ რეაქციას შეაგებებ, გონების რელაქსაციას ახდენ, შესაბამისად, დაძაბულობაც იხსნება.

3. კარგი ხუმრობა გვაერთიანებს, რამაც შეიძლება შეგვახსენოს, რომ ყველანი ერთ მიწაზე ვდგავართ და მზე ყველას ერთნაირად დაგვნათის, რის ფონზეც შენსა და მენეჯერებს შორის დამოკიდებულება შესაძლოა შერბილდეს და უფრო თბილიც გახდეს.

4. იუმორი დაძაბულობას და მტრულ დამოკიდებულებას ხსნის. ადნობს ყინულის კედლებსა და ბარიერებს. ადამიანები, რომლებიც პრობლემას იუმორით უდგებიან, მეტ გამოსავალს პოულობენ, ვიდრე ისინი, ვინც იძაბებიან პირველივე წინააღმდეგობისას.

Cre

5. იუმორი კრეატიული აზროვნების ძირითადი ინგრედიენტია. მას შეუძლია საკითხი ახალ ჭრილში დაგანახოს, გეხმარება იდეების უკეთ განვითარებაში, კრიტიკული დამოკიდებულების შერბილებაში. ამყარებს ნოყიერ ნიადაგს ინოვაციებისთვის, რამდენადაც ადამიანები უფრო მეტად არიან შთაგონებულნი მაშინ, როცა მათ სტრესის ქვეშ არ ამყოფებ. ზრდის საწარმოს კრეატიულობას.

6. ავითარებს ნდობას კოლეგებს შორის. ადამიანები, რომლებიც იზიარებენ პოზიტიური იუმორის ჯანსაღ გრძნობას, უფრო მეტ საერთოს პოულობენ ერთმანეთთან.

7. იუმორისთვის ხშირად მიმართვა შენ, როგორც უფროსს უფრო ადვილად მიდგომადს გხდის. როდესაც თანამშრომლებს შეუძლიათ “ადვილად მოგიდგნენ” და გაგანდონ სამსახურთან დაკავშირებული მათი გულისტკივილი, უფრო მეტი შანსია, რომ სიტუაცია დადებითისკენ შეიცვალოს არა მხოლოდ კონკრეტულ დასაქმებულთან მიმართებაში, არამედ, ზოგადად, მთელი კოლექტივის მასშტაბით. შედეგად, გუნდი უფრო მეტად შეკრული და მოტივირებულია.

8. იუმორი შენს კომპანიას აძლევს შანსს გამოირჩეოდეს სხვებისგან. ეს ეხება როგორც მოქალაქეებთან და მომხმარებლებთან მომსახურების გამწევ, ისე საწარმოს სხვა ნებისმიერ დეპარტამენტს თუ განყოფილებას. განსხვავებული მიდგომა იუმორის სახით მარტივად შემჩნევადს გაგხდის როგორც შენ, ისე შენს გუნდს.

შედეგად, თუ სამსახურშიც ბევრ, მათ შორის, უხერხულ სიტუაციას იუმორით მიუდგები, შექმნი პოზიტიურ განწყობას შენ გარშემო. Pink.ge წარმატებებს გისურვებს სამსახურსა და კარიერაში და გპირდება, რომ მომავალშიც გაგანებივრებს საჭირო რჩევებით.