job_search_strategy

პირველი ნაბიჯი – ძიება

ყველაფერი ძიებით იწყება!

მოიძიეთ ზუსტად ის პოზიცია, რომელიც გაინტერესებთ და რაც ყველაზე მთავარია – ის, რომელსაც კვალიფიკაციით შეეფერებით.

დამსაქმებელი ყოველთვის აქცევს ყურადღებას თქვენს მონაცემებში წერია თუ არა ინგლისური თავისუფლად, მაშინ როცა მას უცხო ენის სპეციალისტი სჭირდება.

მეორე ნაბიჯი – რეზიუმე

Curriculum Vitae (CV) ანუ რეზიუმე არის ერთ ან ორ გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც თქვენს შესახებ დამსაქმებელს წარმოდგენას უქმნის.

მთავარი რჩევა, რომელიც რეზიუმეს შევსებისას უნდა გაითვალისწინოთ არის – არავითარი ტყუილი! რეზიუმე უნდა შეიცავდეს პერსონალურ ინფორმაციას – სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტას, განათლებას, ტრეინიგებს, სამუშაო გამოცდილებას (არსებობის შემთხვევაში), უცხო ენებს, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს, პიროვნულ თვისებებს (არ არის სავალდებულო).

  1. ტელეფონის მითითებისას გაითვალისწინეთ, რომ იგი ქვეყნისა და ქალაქის კოდის გათვალისწინებით უნდა მიუთითოთ, მაგ: სახლი: +995 32 211 11 11; მობ.: +995 555 55 55 55
  2. ელექტრონული ფოსტა სოლიდური უნდა იყოს. თქვენი სახელისა და გვარის ინიციალები, მარტო გვარის ან მარტო სახელის, არავითარი თიკუნი (”კლიჩკა”). ნუ შექმნით მეილს mail.ru-ზე, ისარგებლეთ gmail.com, yahoo.com, hotmail.com და სხვა საიტებით.
  3. რეზიუმეში არ მიუთითოთ ოჯახური მდგომარეობა, (თუ მაინცდამაინც მოთხოვნებში წერია, პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია – დასაოჯახებელი ან დაოჯახებული! ქვრივი ხართ თუ განათხოვარი დამსაქმებელს არ აინტერესებს)
  4. განათლება ბოლო უმაღლესი სასწავლებლით დაიწყეთ და მიყევით უკუქრონოლოგიურად, თუ მხოლოდ სკოლა გაქვთ დამთავრებული მიუთითეთ სკოლაც, უმაღლეს განათლების არსებობისას სკოლის მითითება რეკომენდირებული არ არის.
  5. ტრენინგების, კურსების არსებობისას მიუთითეთ ჯერ თარიღი (დღეების, თვეებისა და წლების მიხედვით), ტრენინგის სახელწოდება, შემდეგ პროვაიდერი.
  6. უცხო ენები – დაიწყეთ ქართულით – მშობლიური, ინგლისურის, რუსულის, იტალიურისა თუ სხვა ენის მითითებისას გაითვალისწინეთ შემდეგი კრიტერიუმებით მათი შეფასება – საწყისი, საშუალო, კარგი, სრულყოფილი. კიდევ ერთხელ გირჩევთ, ნუ მოიტყუებით, რადგან არ ცოდნა ყოველთვის გამოჩნდება.
  7. კომპიტერული უნარ-ჩვევები – მიუთითეთ ის პროგრამები რომელიც იცით, დონის მითითება სავალდებულო არ არის. ძირითადად უთითებენ: MS Word; MS Excel; MS PowerPoint; Internet…
  8. პიროვნულ თვისებებში ხაზი გაუსვით თქვენს იმ თვისებებს, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ – პუნქტუალურობა, გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ.
  9. ფოტო – ეს თემა მეტად მტკივნეულია, რადგან არავის გვინდა ჩვენს რეზიუმეში 3X4-ზე გადაღებული ე.წ. ”პასპორტის სურათის” მოთავსება. გამოსავალი ყოველთვის არსებობს – გადაიღეთ ამ ფორმატის თქვენთვის მოსაწონი ფოტო და სწორედ ის დაურთეთ რეზიუმეს, თავი შეიკავეთ მოჭრილი სურათების ჩართვისაგან, სადაც ვიღაცის გადახვეული “თათი” ან ყანწი ჩანს :/ მერწმუნეთ, ასეთი შემთხვევები ხშირია და დასაქმების შანსი – 0%.69045globe in hands_edited

იყავით განსხვავებული, მაგრამ კრიტერიუმებიც გაითვალისწინეთ.

გისურვებთ წარმატებას!