Home წარმატება

რატომ შეიძლება მოგინდეს საკუთარი ბიზნესის წამოწყება? მიზეზი ბევრია: ფული; საკუთარი თავის რეალიზების სურვილი; იდეა, რომელიც წარმატებას მოგიტანს ან უბრალოდ სურვილი, გქონდეს შენი საქმე, რომელიც მეტ დამოუკიდებლობას მოგიტანს, ვიდრე სხვის ოფისში 10-დან 6 საათამდე ჯდომა.

შენ გარშემო ალბათ ბევრია ისეთი, ვინც საკუთარი ბიზნესი დაიწყო. ყველას არ უმართლებს? რატომ? იმიტომ, რომ კარგი ბიზნესისთვის კარგი იდეაა საჭირო.

როგორ გამოვიმუშაოთ იდეა

თუ შენ კრეატიული ადამიანი ხარ და განსაკუთრებული ჩვევები არ გჭირდება კარგი იდეის გამოსამუშავებლად, მომილოცავს. თუ არა – მაშინ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას მოგცემ, რომელიც უკვე გამოცდილია, მშვენივრად მუშაობს და საქმესაც საგრძნობლად გაგიადვილებს.

განიხილე იდეა

tumblr_lyiw8onjy51qgvxqco1_500

განიხილე შენი იდეა მომავალ პარტნიორებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად. თავად ნებისმიერი აზრი დიდი ფუნქციის მატარებელი არ გახლავს, სანამ მას ყველა კუთხით არ განიხილავ და ყოველნაირ შესაძლებლობას და უარყოფით მხარეს სათანადოდ არ შეაფასებ. აუცილებლად განიხილე იდეის სუსტი მხარეებიც. ახალი ხედვა ნამდვილად დაგეხმარება.

გამოიყენე გონებრივი შტურმის მეთოდი

ეს წესი ყველაზე სახალისოა გუნდური მუშაობისთვის. დაგჭირდება დაფა, მარკერი და ბევრი კრეატიული აზრი. ცენტრში განათავსე შენი იდეა და  დაიწყე ნებისმიერი, ყველაზე სულელური ასოციაციის ჩამოწერაც კი, რაც შენს აუდიტორიას და შენ მოგივათ თავში. გახსოვდეს, ყველაზე აბსურდული და სულელური აზრიც კი შეიძლება გენიალური აღმოჩნდეს. აუდიტორიას ნუ შეზღუდავ და არც თავად შეიზღუდო. ეს ხომ შენი დაფა და იდეებია!

კითხვების მეთოდი

ჩამოწერე ყველა სავარაუდო კითხვა, რაც საერთო აზრის ჩამოყალიბებასა და პრობლემების წარმოჩენაში დაგეხმარება. შეეცადე, ამ შეკითხვებს თავად ან სხვების დახმარებით გასცე პასუხი. ეს მეთოდი იდეის პრობლემების დანახვისა და მათი მოგვარების გზების პოვნისთვის კარგი გამოსავალია.

უბის წიგნაკის მეთოდი

კარგი იდეა შეიძლება მოგივიდეს ყველგან: ტრანსპორტში, პარკში, ლანჩზე, ან სულაც შოპინგზე, ამიტომაც ყოველთვის თან იქონიე უბის წიგნაკი ჩანაწერებისთვის ან ტელეფონში ჩაინიშნე ახალი აზრი, რომელსაც შემდეგ განავითარებ.

არ დაგავიწყდეს! ყველა იდეას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. კარგი იქნება, თუ მისი განხილვისას ორივე თეზისს გაარჩევ და საბოლოოდ გადაწყვეტ, ღირს თუ არა, ეს იდეა რეალობად აქციო.

ასევე გაითვალისწინე! იდეა წარმატებულ პროექტად რომ იქცეს, უნდა შეისწავლო მოსახლეობის ის სეგმენტი, რომელზეც შენი იდეით აპირებ მუშაობას. დარწმუნებული ხარ, რომ მათ უკვე არ აქვთ ის მომსახურება ან პროდუქტი, რასაც შენ სთავაზობ?

იმედია, იდეების გენერირების რჩევები დაგეხმარება, შემდეგ პოსტში კი იმასაც გასწავლით, როგორ უნდა შედგეს ეფექტიანი ბიზნეს-გეგმა.

2 კომენტარი to this post
  1. დაგიმზადებთ მაღალი ხარისხის ბიზნეს გეგმას / პროექტს 558 58 66 08

შენ რას იტყვი?