Home მოტივაცია & პოზიტივი

რამდენიმე თვის წინ Apple Store-ზე ქართული ემოჯები გამოჩნდა. ახლა უკვე შესაძლებელია შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, ქართლის დედის, ყანწის და ქართულ კულტურასთან ასოცირებული სხვა სიმბოლოების ტელეფონში ჩამოტვირთვა.

აპლიკაციის Georgian Emoji ავტორი ბელგიაში მცხოვრები ქართველი სალომე გიგინეიშვილია. სალომე 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საქართველოდან წავიდა, სალომემ განათლებაც ბელგიაში მიიღო და ახლა ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრის ასისტენტად მუშაობს, თუმცა საქართველოსთან კავშირი არ გაუწყვეტია. მან ემოჯების იდეა ჩამოაყალიბა, დაუკავშირდა ქართველ დიზაინერებსა და დეველოპერებს და მათი დახმარებით აპლიკაცია შექმნა.

Apple Store-ის ბაზა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. აპლიკაციის შექმნის შემდეგ ყველა საჭირო მონაცემი Apple-ში გაიგზავნა და რამდენიმე დღეში Apple Store-ში გამოქვეყნდა. აპლიკაციაზე მუშაობა არ დასრულებულა. ცოტა ხნის წინ მას ახალი ემოჯები დაემატა. ესენია ყველასთვის საყვარელი, უამრავი ადამიანისთვის და თავად სალომესთვის ბავშვობასთან ასოცირებული თოვლის გუნდა, წუნა და წრუწუბა, სიზმარა, ბომბორა, ბასტი და ბუბუ.

აპლიკაცია Apple Store-ის ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. ძალიან მალე მისი განახლება იგეგმება, რათა აპლიკაციით სარგებლობა Android-ის სისტემის მომხმარებელმაც შეძლოს.

შენ რას იტყვი?