შუაში Sharen Turney – Victoria’s Secret CEO

დღევანდელ დღეს ქალი არის არა მხოლოდ დიასახლისი, რომელიც ბავშვების აღზრდითაა დაკავებული და გაზქურასთან ფუსფუსებს. ქალი საზოგადოებრივი ცხოვრების სრულყოფილი მონაწილეა, რომელიც თავის კარიერას მამაკაცის მხარდამხარ აწყობს. თუმცა რატომღაც ეს მისთვის უფრო რთულად გასავლელი გზაა, სადაც მდედრობითი სქესისადმი ზედაპირული და დამთმობი დამოკიდებულება იგრძნობა.  ამის მიზეზი კი სტერეოტიპულ აზროვნებაშია დამალული. თითქოს, ქალი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ იქნება ხელმძღვანელი, მკაცრი და მომთხოვნი, შემსრულებელი…

და როგორ ცდებიან მსგავსი აზროვნების მქონდე ადამიანები, დამეთანხმებით. ისტორიას ახსოვს და თამედროვეობა ფლობს მდედრობითი სქესის ძლიერ წარმომადგენლებს, რომლებიც მართავდნენ/მართავენ არა მხოლოდ საოჯახო ბიუჯეტსა და საქმეებს, არამედ ცოტათი უფრო დიდ ორგანიზაციებსაც…

როგორ მიაღწიეს მათ წარმატებას? თითოეულ მათგანს, რა თქმა უნდა, წიგნიც კი ექნება გამოცემული ამ თემაზე. სანამ ჩვენ მათ წიგნებს ჩავუღრმავდებოდეთ, განვიხილოთ რამოდენიმე ტიპური შეცდომა, რომელსაც უშვებს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი კარიერული აღმასვლის გზაზე.

შეეცადეთ ამ შეცდომებს აარიდოთ თავი, ან როგორც მინიმუმ, შენიღბოთ ისინი ან გამოასწოროთ:

1. პასიური (ცხოვრებისეული) პოზიცია

ქალების უმრავლესობა თავს არიდებს აქტიურობას საქმეში, არ იჩენს (და არა „ვერ“) სათანადო სიმტკიცეს, არ არის „მიმწოლი“. ხშირ შემთხვევაში მათ ურჩევნიათ იყონ იმის იმედზე, რომ აი ერთ დღესაც უფროსობა შეამჩნევს მათ პროფესიონალიზმს, შეაფასებს კარგად გაკეთებულ სამუშაოსა თუ სხვა საქმიან უნარ-ჩვევებს და დააწინაურებს. მაგრამ როგორ ხდება რეალურად? ახალმოსული „ჩალიჩა“ ტიპი გადადის სასურველ თანამდებობაზე, როგორც თქვენ გგონიათ, უფროსთან მლიქვნელობის წყალობით. არადა რეალურად, იმ მეორე ადამიანმა იაქტიურა და წარმატებით წარმოაჩინა საქმისადმი თავისი მიდგომა. რადგან ჩვეულებრივ ხელმძღვანელობა მუდმივად დაკავებულია და თუ თვალწინ არ აუფრიალებთ თქვენს პროფესიონალიზმს, უბრალოდ ჩათვლის, რომ თქვენ ჩვეულებრივ მუშაობთ, როგორც საჭიროა. „ყოჩაღ“ იქნება თქვენი წამახალისებელი საჩუქარი. ამიტომაც: „თქვენვე უნდა მიხედოთ საკუთარ თავს, და იყოთ საკუთარი თავის იმედზე, ეს ხომ მხოლოდ თქვენ გჭირდებათ“.

იყავით ამბიციური, რატომაც არა. აიღეთ ვალდებულება, გამოავლინეთ ინიციატივა.

2. დაქვეითებული თვითშეფასება

tumblr_nc24tdEutD1rlursao1_1280

ასევე ახლოსაა პასიურ პოზიციასთან. არ იჩენ ინიციატივას, ესე იგი არ ხარ დარწმუნებული საკუთარ ძალებში. გაგაჩნია უნარიც და პრაქტიკაც მოერიო ახალ პროქტს, მაგრამ ფიქრობ, რომ არ ფლობ შესაბამის კვალიფიკაციის. მსგავსი დამოკიდებულება სერიოზული შეფერხება იქნება კარიერულ კიბეზე აღმასვლისას. მარტივად მიუდექით საკითხს: ობიექტურად დაშალეთ პროექტი იმ ნაწილებად, რომლის შესრულებასაც შეძლებთ (მაგალითად, პროგრამაში მონაცემების შეყვანა, რომელიც არასოდეს გაგიკეთებიათ, მაგრამ ობიექტურად ორი-სამი ჩვენების შემდეგ არ უნდა იყოს რთული შესასრულებელი) და რომლისაც (ობიექტურად) ვერ მოერევით (სიტყვაზე, არ იცით აუცილებელ მოთხოვნად წაყენებული ჩინური ენა, რომელსაც ვერ ისწავლით სამ თვეში).

ჩამოწერეთ და შეადარეთ. შედეგს თავად დაინახავთ.

3. სურვილი იყო შეუცვლელი

ეს კი მეორე უკიდურესობა, იყო სრულყოფილი და განუმეორებელი. ეს ქალებში დევს, ვაღიაროთ, არა მხოლოდ სამსახურისადმი მიმართებაში. ქალი თანხმდება გააკეთოს ნებისმიერი შემოთავაზებული სამუშო, დაეხმაროს კოლეგას, გაერკვიოს ახალ საქმეში, შეითავსოს იგი. და ამ დროს, პირდაპირი ფუნქციები რჩება ნახევრად შესრულებული. ასე რომ, ჯობია „ყველამ თავის საქმეს მიხედოს“, როგორც იტყვიან და გაკეთდეს ერთი საქმე ნაცვლად ხუთისა, მაგრამ ხარისხიანად. მსგავსი მიდგომით გაცილებით მარტივი იქნება წარმატების მორიგი მწვერვალის დაპყრობა.

4. ემოციური ფონი

samantha johns

ამ თემაზე დიდი აბზაცი გამომივიდა, მაგრამ წავშალე. იმიტომ რომ, თავში სულ მიტრიალებდა სამანტა ჯონსის გმირი, ეპიზოდიდან “Belles of the Balls” (სერიალიდან Sex and the City), სადაც ის მიდის რიჩარდ რაიტთან გასაუბრებაზე, ეს უკანასკნელი არ იყვანს მას სამუშაოდ, რადგან ის ქალია (და მის არქიტექტორთან ჰქონდა სექსი). გამწარებული სამანტა სათანადო პასუხს გასცემს რიჩარდს, მაგრამ ემოციურად განადგურებულია. და მიუხედავად იმისა, რომ სამანტას ცრემლი ადგება, ის არაფრის დიდებით არ აჩვენებს ამას დამქირავებელს და მეორე დღეს ის უკვე მიღებულია სამსახურში.

მგონი აქ მეტი არაფერია სათქმელი. ნახეთ ეს ეპიზოდი და გაითვალისწინეთ.

პ.ს. და დაივიწყეთ PMS კაპრიზები.

5. ზედმეტი გულახდილობა

ტყუილი ყოველთვის მიუღებელია – ეს არ განიხილება. მაგრამ როდესაც შეკითხვაზე „ იცით თუ არა, როგორ შეასრულოთ ესა თუ ის სამუშაო“, თქვენ პასუხობთ „არა, არ ვიცი“, ეს აბსოლუტურად არასწორი ტაქტიკაა. ბუნებრივია მსგავსი პასუხი უდაოდ ნეგატიურ შთაბეჭდილებას დატოვებს.

საუკეთესო გამოსავალი მსგავსი სიტუაციიდან იქნებოდა შემდეგი პასუხი: „მე მაქვს უნარი ეს საქმე შევისწავლო“ ან „ მე ამ საქმეს ერთ-ორ თვეში/ ორ-სამ კვირაში ავითვისებ“. მსგავსი პასუხი თქვენს პოტენციურ დამქირავებელს / ახლანდელ უფროსს აგრძნობინებს, რომ თქვენ მონდომებული ადამიანი ხართ, მიილტვით წარმატებისაკენ, ახალი საქმის არ გეშინიათ, არ დგახართ ერთ ადგილზე, გაქვთ სურვილი განვითარდეთ.

6. მარტო ყოფნის შიში

nyc-career-girl-1956

სტერეოტიპი, რომ საქმიანობაში წარმატებული ქალი აუცილებლად მარტოხელაა, დიდი ხანია დაინგრა. თუმცა კი ის, რომ მამაკაცებს ეშინიათ წარმატებული და ძლიერი ქალების, ეს აზროვნება კიდევ შემორჩენილია, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ. ქალი, რომელსაც წარმატებული კარიერა აქვს, ის ოჯახსაც კარგად უვლის და მეგობრებისთვისაც ნახულობს დროს. ყველაფერი, ხომ დროის სწორად გადანაწილებას ეფუძნება.

 7. ინტრიგები

სამუშაო გარემოში არასასურველი წვრილმანებიდან აღსანიშნავია: ფლირტი და ჭორიკნობა, რომელსაც ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ აცდებით. საკუთარი თავთან დადეთ პირობა, რომ არც ერთი და არც მეორე თქვენთვის არ არის მისაღები და თავი აარიდეთ მათ. ინტრიგები სამსახურში ხელს შეგიშლით ხარისხიანად შეასრულოთ დაკისრებული ვალდებულებები.

 

თუ გინდათ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ, დამსაქმებლის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოთ. მოკლედ, ჩამოყალიბდით პრიორიტეტებში, დაისახეთ მიზნები, ჩამოწერეთ მისკენ მიმავალი საშუალებები და მიყევით გეგმას.