ეს სტატია გახლავთ გაგრძელება სტატიისა “ითხოვეთ და მოგეცემათ“, რომლის გადაკითხვის გარეშეც მოცემული ტექსტის გაცნობას არ ექნება აზრი.

სამზადისის შემდგომი ეტაპია:

საღამოს – თივის ზვინზე…

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა გამოკითხეს 500 წარმატებული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. დადგინდა, რომ საუკეთესო დღე მსგავსი წინადადების აგრეთვე, კრეატიული იდეების შეთავაზებითსათვის არის შუა კვირა, კერძოდ, ოთხშაბათი. ისევე, როგორც პარასკევი - ადრე გათავისუფლების სათხოვნელად - ყველაზე შესაფერისი კვირის დღე, რამდენადაც, თავადაც ოცნებობენ უიქენდის ნაადრევად დაწყებაზე.

რა თქმა უნდა, შემდეგი საფიქრალი მომავალი საუბრის გამართვის ადგილსა და დროს ეხება, რაც წარმატების ნახევარია ან – დამარცხების მიზეზი.

დასაწყისისათვის მნიშვნელოვანია, დავიმახსოვროთ რამდენიმე “კატეგორიულად არ შეიძლება”:

1. ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საუბარი გადარბენაზე – კიბეებზე,  სიგარეტის მოსაწევ ადგილას, დერეფანში და ა.შ.

რაც შეეხება კორპორატიულ საღამოებს, თუ მასთან ძალიან მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებით, მაშინ დასაშვებია ასეთი საუბარი, ისიც, მხოლოდ მხიარული ტონითა და ხუმრობით. რაც, მაინც, მონეტის აგდებას ესმსგავსება. ამიტომაც, ნუ გარისკავთ. ძირითადი საუბარი სამუშაო გარემოში უნდა გაიმართოს.

2. ტვინის “გაბურღვა” საკუთარი პრობლემით სამუშაო დღის დასაწყისში. ღრუბელი ლანჩის შემდგომ იფანტება. აცალეთ უფროსს დანაყრება. სავსე კუჭით ყველა ბედნიერია და იქნებ, სიკეთის ქმნის ხასიათზეც დადგეს.

3. ხელფასის მომატებაზე საუბარი მაშინ, როდესაც კომპანია ფინანსური პრობლემების წინაშე დგას.

4. ხვეწნა-მუდარა ანაზღაურების მომატების შესახებ, მისი ჩარიცხვის დღეს.

იდეალურია “ყველის ნაჭრის ყვავისათვის გაგდებინების” მცდელობა მაშინ, როდესაც სამივე “პლანეტა” ერთ ხაზზეა ჩამწკრივებული. კერძოდ:

პირველი: თავად თქვენ ამ წამს მიაღწიეთ რაიმე ძალიან შესამჩნევ და არსებით წარმატებას.

მეორე: კომპანია “თაფლსა და რძეში ბანაობს”. შემოსავლები იზრდება და ასევე – საწარმოც.

მესამე: ხელმძღვანელობა ძალიან კარგ ხასიათზეა, იმის გამო, რაც პირველ და მეორე პუნქტებში მოხდა.  ან კიდევ, უფროსმა ეს-ეს არის თავად მიიღო ახალი “რბილი სავარძელი” და მზადაა, საკუთარი სიხარულის პაწია მარცვალი სხვებსაც გაუნაწილოს.

წინ გამარჯვებისაკენ:

თაბახი მიღწევებით მზად არის, საუბრის გეგმა ტვინში ისეა ჩამჯდარი, რომც გაგაღვიძონ, არაფერი შეგეშლებათ. შესაფერისი ჟამიც დადგა? ბრძოლის დროა.

უფროსის კაბინეტისაკენ მიმავალმა პატარა ავტო-ტრენინგი გაიარეთ:

დაიმახსოვრეთ, რომ სახვეწრად არ მიდიხართ, არამედ – მოსალაპარაკებლად. ამიტომ, არავითარი, ოფლიანი ხელისგულები და წამოწითლებული ლოყები.  ისაუბრეთ მშვიდად, აუღელვებლად. ხმის ტონს არ აუწიოთ. მეტი თავდაჯერებულობა, თუმცა, “სინაგლეში” არ გადაგეზარდოთ. ეცადეთ, ბუნებრივად გეჭიროთ თავი. თვალები იატაკს არ მიჩეროთ და არც კედლებზე აცეცოთ. ერთი სიტყვით, არ დაპანიკდეთ.

იმიტომ, რომ არაფერი ცუდი არ შეგემთხვევათ თუ კი უპატიებელ შეცდომებს არ დაუშვებთ. უარის შემთხვევაშიც არ ჰკარგავთ სამსახურს. უფრო მეტიც, უფროსის ქვეცნობიერი თქვენთვის ხელფასის მომატების შესახებ დაიწყებს ფიქრს და ადრე თუ გვიან, დამსახურებულ და ლოგიკურ ზრდასაც მიიღებთ.

აი, კაბინეტიც. თქვენი გამოსვლის დროა!

გარგძელება იქნება…