ერთერთი ყველაზე მტკივნეული, რაც მოსვენებას არ გვაძლევს სინანულია. ყველას გვქონია შეგრძნება, როცა რაღაც შეგვშლია და გვინატრია დროის უკან გადაწევა საკითხის გამოსასწორებლად. რა შეიძლება იყოს გამოუყენებელ შანსებზე უფრო დასანანი? ალბათ, ის ურთიერთობები, რომლებზეც შიშის გამო ვთქვით უარი. გადაწყვეტილებები, რომელთა მისაღებადაც დიდი დრო დაგვჭირდა. ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც არ ვთქვით და ქმედებანი, რომლებიც არ განვახორციელეთ.

გინდა კარგი ამბავი? ჯერ კიდევ არ არის გვიან, ჯერაც სუნთქავ, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ გაქვს დრო გააკეთო ის, რაც უნდა გაგეკეთებინა დიდი ხნის წინ და შექმნა მომავალი, რომელიც იქნება სინანულისგან თავისუფალი.

1.  გადადგი პირველი ნაბიჯი

do not regret (4)

წარმატების უდიდესი საწინდარია გქონდეს მხნეობა პირველმა გადადგა ნაბიჯი, მიუხედავად იმისა მზად ხარ, თუ არა. საიდუმლოს გაგიმხელ: არასდროს იქნები 100%-ით მზად. შესაძლოა, ყველაფერი ისე სწრაფად ვერ აეწყოს, როგორც გეგმავდი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად გამოვა.

ასე რომ, მორჩი მიზეზების ძებნას და ახლავე დაიწყე. ხვალ ბედნიერი იქნები, რომ დღეს დაიწყე.

2.  შეეჩვიე შეუჩვეველს

do not regret (5)

… და გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი…

კომფორტისთვის არ ხარ შექმნილი. შეცდომაა: – დაცემის შიშით წინსვლის შეწყვეტა, სიყვარულის დაკარგვის შიშით მასზე საერთოდ უარის თქმა. სიმართლის არ თქმა იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები. სარკეში არ ჩახედვა, რადგანაც გეშინია იმის, რასაც იქ დაინახავ.

ეცადე და შემდგომ კვლავ შეეცადე მთელი ძალებით. მოიკრიბე მხნეობა და ყოველი მცდელობა შეგმატებს თავდაჯერებულობას. ჯამში მიაღწევ მთავარს! – საკუთარი თავის პატივისცემას.

3.  იმუშავე საკუთარ თავზე, რათა გახდე ის ადამიანი, ვინც გსურს, რომ იყო

do not regret (9)

მიმართე ენერგია შენს შინაგან სამყაროზე. სანამ ვინმეს დაუმეგობრდები, გახდი საკუთარი თავის მეგობარი. სანამ სხვებს გააბედნიერებ, საკუთარი გაახარე. ამას ეგოიზმი კი არა, პიროვნული განვითარება ჰქვია.

მაშინაც კი, როცა სხვებთან ხარ, საკუთარ თავს ვერ გაექცევი. უნდა დაამყარო ჰარმონია შინაგან “მე”-სთან.
ახლა შენ უკვე იცი საიდან დაიწყო.

4.  პრიორიტეტი მიანიჭე საკუთარ ბედნიერებას

do not regret (3)
საშუალო-სტატისტიკური ადამიანისთვის ბედნიერება არჩევანია, და მაინც, რამდენი უბედური ადამიანია ჩვენ გარშემო. მიზეზი ბევრია, მაგრამ ყველა მაინც ერთ მარტივ პრინციპამდე დაიყვანება: ჩვენ ბედნიერებას სხვა რაღაცეებს ვამჯობინებთ, რამდენადაც, უფრო მარტივია, იყო უბედური. მაგალითისთვის: დუნედ მივყვებით გზას, იმის ნაცვლად, რაღაცის შესაცვლელად ბილიკიდან გადავუხვიოთ, უაზროდ ვცდილობთ ვაკონტროლოთ ყველაფერი, ისიც კი, რისი მართვის სადავეები ჩვენს ხელთ არ არის.

ჭეშმარიტი ბედნიერების საპოვნელად უნდა მიენდო გულს და ინტუიციას. უნდა იყო ის, ვინც ხარ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობებიც გაკისრია და ყოველ წამს იმას ვერ გააკეთებ, რისი გაკეთებაც გსურს, მაგრამ თითქმის ყოველთვის გაქვს არჩევანი უფრო მეტად აკეთო ის საქმე, რაც გულითადად გიყვარს, რაც შენთვის მნიშვნელოვანია, რაც შენი ცხოვრების აზრია.

ცხოვრება ყველას სურვულების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა არ არის. არც სხვა იზრუნებს შენზე, მით უმეტეს, თუ ეს თავად არ გააკეთე.

5. ივარჯიშე

do not regret (1)
წიგნი რომ დაგვეწერა, როგორ უნდა გავხდეთ გენიალური ყველაფერში – ალბათ, მხოლოდ ერთი გვერდისგან შედგებოდა, რომელზეც ასევე, ერთადერთი სიტყვა ეწერებოდა – ივარჯიშე. ზუსტადაც, რომ ეს არის წარმატების საწინდარი.

6. მოიშორე უარყოფითი აზრები და მოახდინე ფოკუსირება დადებითზე

do not regret (7)

იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, რას უყურებ, არამედ იმას, თუ რის დანახვას არჩევ. ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც უნდა გადალახო კედელია შენს გონებაში, რომელიც თავად ააგე. თუ შენს დამოკიდებულებას არ გააკონტროლებ, შენვე აღმოჩნდები კონტროლის ობიექტი.

უარყოფითი შეგრძნებები სარეველა ბალახივითაა. თუ ძირები სრულად არ მოაშთე, კვლავ აღმოცენდება მიწიდან. ირწმუნე საკუთარი თავის. დააიგნორე ყველა, ვინც გეუბნება, რომ არაფერი გამოვა. ნეგატიური ადამიანები, ადგილები, ჩვევები და ნივთები თავიდან აირიდე. არ დანებდე და განეწყვე პოზიტიურად.

7.  გაატარე უფრო მეტი დრო საყვარელ ადამიანებთან

do not regret (8)

დროებით გადადე სამსახურის საქმეები, მოიშორე გაჯეთები და გაატარე ღირებული დრო იმ ადამიანებთან, რომლებიც გიყვარს. ჩასჭიდე ხელი შენს პატარას და გაასეირნეთ ძაღლი. ერთად ეწვიეთ ატრაქციონების პარკს და არ დაგავიწყდეს “კამიკაძის” ბილეთის შენთვის აღებაც.

ოჯახის წევრებთან ურთიერთობა ბევრს, სამწუხაროდ, ვალდებულებად ექცა. შენც ადექი და ეს ვალდებულება მოთხოვნილებად აქციე. დაიმახსოვრე, ყველანი მოკვდავები ვართ. ადრე თუ გვიან, ჩვენც წინაპრების ბედს გავიზიარებთ, ასე რომ, სანამ დროა, იყავი მადლიერი იმ ცხოვრების, რაც გაქვს.

8.  დააფასე ის, რაც გაქვს

do not regret (6)

აიღე პატარა პაუზა. ჩაისუნთქე მშვიდად და ღრმად. ამოისუნთქე. იყავი მაქსიმალურად გულწრფელი და თქვი – “მადლობა!” – თითოეული ჩასუნთქვისთვის, იმისთვის, რომ დღეს თვალი გაახილე. რა თქმა უნდა, უკეთესი დღეებიც ყოფილა, მაგრამ უარესებიც – რამდენიც გინდა. შესაძლოა, ყველაფერი არ გქონდეს, რაც გინდა, მაგრამ გაქვს ის, რაც წინსვლისთვის გჭირდება.

ყოველი წუთი მნიშვნელოვანია – შენთვის ბოძებული საჩუქარია. ამის გაცნობიერება ფუნდამენტია შენი ბედნიერებისთვის.

9.  გათავისუფლდი წარსულისგან, რათა წახვიდე წინ

do not regret (2)
ხშირად, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გვინდოდა. ცხოვრებას რაღაც სხვა აქვს ჩვენთვის გეგმაში. დღეს ვერ გექნება “დიადი” დღე, თუ კვლავ “გუშინდელზე” გეფიქრება. ყველაფერზე პასუხი ვერასდროს გექნება, არის რაღაც, რის დავიწყებასაც ვერასდროს შეძლებ, მაგრამ ცხოვრება ამით არ მთავრდება. წარსულსა და შესაძლო მომავალზე ფიქრს, სჯობს, ყურადღება აწმყოზე გადაიტანო, ენდო საკუთარ თავს.

და ბოლოს

შენი მომავალი შენს გადაწყვეტილებებსა და ქცევებზეა დამოკიდებული.

გამოიწვიე საკუთარი თავი, რომ გაიგო საკუთარ შესაძლებლობათა მაქსიმუმი და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩები. ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენი მიზნისკენ იმაზე ნელა მიიწევ, ვიდრე ამას გეგმავდი. შენ მაინც მათზე წინა ხარ, ვისაც ჯერ კიდევ ეშინია ნაბიჯის გადადგმის.