ადამიანები, ვერ ვაცნობიერებთ რა საკუთარს, სხვის მავნე ჩვევებს უფრო მარტივად ვამჩნევთ. ასე მაგალითად, ჩემს რამდენიმე მეგობარზე ფიქრისას აღმოვაჩინე, რომ ის, რაც მაღიზიანებს მათში, მეც მახასიათებს. რა თქმა უნდა, უფრო მცირე დოზით, მაგრამ მაინც. კარგად დაფიქრდი, ეს მავნე ჩვევები შენც ხომ არ გაქვს გამჯდარი, თუ კი, მაშინ ერთად დავიწყოთ “გამოსწორების” პროცესი.

1. წუწუნით ყურადღების მიპყრობის მცდელობა

whineხანდახან ყველას გვჭირდება ჩვენი პრობლემების მეგობრისთვის ან თუნდაც, სრულიად უცხო ადამიანისთვის გაზიარება, მაგრამ ეს ჩვევად არ უნდა გვექცეს. წუწუნი ყურადღების მიპყრობის მარტივი, მაგრამ ხანმოკლე საშუალებაა.

2.  საკუთარ თავთან მონოლოგზე ფოკუსირება, მაშინ, როცა რეალობაში ვიღაცასთან დიალოგს აწარმოებ

conver“რა უნდა ვთქვა, რომ მეც მასსავით ჭკვიანი და საზრიანი გამოვჩნდე?” და უცებ, მოსაუბრე გეკითხება რაღაცას და შენ, რადგან მას არ უსმენდი და საკუთარ თავთან დიალოგით იყავი გართული, წარმოდგენა არ გაქვს რა უნდა უპასუხო კითხვის დამსმელს. უსმინე ადამიანებს! მოსმენის უნარი, სამწუხაროდ, მეტად იშვიათად გვხდება დღეს. და თუ ამ უნარს განივითარებ, მერწმუნე, ბევრი დაგაფასებს. თუ კიხვაზე პასუხობ: “-მოიცა, დავფიქრდები და გეტყვი” – ე.ი. საქმეს სერიოზულად უდგები, რაც მეტად აგამაღლებს მოსაუბრის თვალში.

3. საუბრისას რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება

a (3)მაშინაც კი, თუ პროფესიონალი “მულტი-თასქერი” ხარ, არ იქექო ინტერნეტში, უყურო ტელევიზორს, განაახლო საყიდლების სია და არ ჭამო, როდესაც ტელეფონზე საუბრობ. ეს მოსაუბრეს სასტიკად აღიზიანებს. თუ დრო არ გაქვს, სჯობს, ასეც თქვა. იყავი გულახდილი და მოჭერი მოკლედ, დამერწმუნე, ეს უფრო ნაკლებ საწყენია მეორე პირისთვის.

4.  შენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანებისათვის ყველაზე მცირე დროის დათმობა

a (4)გგონია, ადამიანები ვერ ხვდებიან, როდის უსმენ და როდის იკატუნებ თავს? კი, დაღლილი ხარ, ან სხვა საქმე გაქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მოგინდება რომ შენც გისმინონ და აი მაშინ, აღმოაჩენ, რომ სხვაც დაღლილია და დაკავებული. გამონახე საყვარელი ადამიანებისთვის დრო, თორემ მერე ისინიც აღარ მოგაქცევენ ყურადღებას. და მაშინ კი, ნუ გაიკვირვებ!

5.  გამუდმებით კომპლიმენტების მიღებაზე ნადირობა და თევზაობა

a (1)“-ოჰ, დღეს საშინლად გამოვიყურები” – ნათქვამი მხოლოდ იმიტომ, რომ საპირისპიროში დაგარწმუნონ. “-ამაში არაფერი გამეგება, შემთხვევით გამომივიდა” – როცა ყველამ იცის, რომ საქმის სპეციალისტი თუ არა, მოყვარული ხარ. მორჩი. ახლავე.

6. მიღებული კომპლიმენტების გაქარწყლება “თვითგვემითა” და საკუთარი შესაძლებლობების დამდაბლებით

a (2)როდესაც კომპლიმენტით გამკობენ, შეიფერე. თავის ძალით დამდაბლებით კომპლიმენტის მთქმელს იძულებულს ხდი ნათქვამის სისწორეში ეჭვი შეიტანოს და გაიმეოროს ფრაზა, რაც ულამაზოა. კიდევ უფრო დაგწყდება გული, თუ იგივე სიტყვებს ვეღარ მოისმენ და დაგეთანხმებიან იმაში, რომ დაუმსახურებლად შეგაქეს. კომპლიმენტზე მადლობით პასუხისას, მთქმელს სიამოვნებას ანიჭებ. ამას გარდა, შენი თვითშეფასებაც მატულობს – ე.ი. არის შენში რაღაც ისეთი, რაც სხვებში მოწონებას იწვევს.

7.  მოსაუბრისთვის საუაბრში “ჩაჩრა” და მისთვის წინადადების დასრულების შესაძლებლობის წართმევა

conversatinერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს გამართლებულია – “გამწარებული” ბრეინსტორმინგის პროცესია, ან როცა გადაუდებელი პრობლემა უნდა მოაგვარო. ან საუკუნეა შენი საუკეთესო მეგობარი არ გინახავს. უმთავრესად, შეწყვეტინება ნიშნავს საუბრის საინტერესო დეტალების გამოტოვებას. ასევე, მოსაუბრეს ატყობინებ, რომ შენი აზრი და პიროვნება უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნია, ვიდრე ის და მისი აზრები.

8.  იმ ადამიანების გაწბილება, ვისაც შენი მხარდაჭერა სჭირდება

friendsყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც სხვას შეგიძლია უთხრა: “მე მჯერა შენი!” – ამით, ამ ადამიანს მიანიშნებ, რომ ის შენთვის ძვირფასია. როცა ვინმეში რამე ჭეშმარიტად კარგს შენიშნავ, არ დააყოვნო – შეაქე. და აგრძნობინე, რომ მის გვერდით ხარ.

9.  ყველა ადამიანის გულის მოგების მცდელობა

ppარ აქვს მნიშვნელობა, ვის უფრო “ხმამაღალი აზრები” აქვს, ისინი შენ ნაცვლად გადაწვეტილებებს ვერ მიიღებენ, თუ თავად არ დართე მათ ამის ნება. კითხვა არ უნდა დაისვას ასე: “რატომ არ მოვწონვარ მათ ისეთი, როგორიც ვარ?” არამედ – ასე – “რატომ ვხარჯავ ამდენ ძალისხმევას იმ ადამიანებზე, რომელთაც არ მოვწონვარ ისეთი, როგორიც რეალურად ვარ და რატომ განვიცდი ამ საკითხს?” იქონიე საკუთარი მოსაზრება და სხვების გავლენის ქვეშ ნუ მოექცევი. გაიხსენე ერთ-ერთი გამაგრილებელი სასმელის დევიზი – იყავი ის, რაც ხარ. ;)