დღიურების წერა ყოველთვის მიყვარდა. ბებიისგან გამომყვა, რომელსაც მკერდის კიბოს დიაგნოზით ორივე მკერდი მოაჭრეს და ოპერაციიდან მხოლოდ 5 წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ, თუმცა მას შემდეგ 20 წელიწადზე მეტ ხანს დარჩა ჩვენ გვერდით.

მას რომ ტკივილსა და ავადმყოფობაზე მოეხდინა კონცენტრირება, დღეს ალბათ, ბებია აღარც მემახსოვრებოდა. თუმცა, არ მაგონდება უიღბლობაზე დაეწუწუნა. პირიქით, მადლობელი იყო, რომ გადარჩა და ჩვენთან ერთად ყოველი ახალი დღით ხარობდა.

სიმართლე ითქვას, ბედნიერება პრობლემების სიმცირეს კი არ გულისხმობს, არამედ, მათთან გამკლავების უნდარს. დაინახე ის, რაც გაქვს და ნუ მისტირი დაკარგულს.

მსოფლიოში უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც სიცოცხლისათვის იბრძვის!

როცა გასაჭირში იქნები, ან გეგონება, რომ გასაჭირში ხარ, გახსოვდეს:

1. ტკივილი ნიშნავს, რომ იზრდები

Pain

ხანდახან ჯიუტად არ დგამ ნაბიჯებს წინ, ისევ წარსულს ებღაუჭები. ასეთ დროს სცოცხლე თავად რაზავს უკან დასახევ კარს და გადგმევინებს იძულებით ნაბიჯებს. ეს კარგია, რამდენადაც ერთი ადგილის ტკეპნა არაფერს მოგცემს. დაივიწყე ტკივილი, თუმცა ყოველთვის გახსოვდეს ნასწავლი გაკვეთილი. იყავი მომთმენი და დარჩი პოზიტიურ განწყობაზე. ადრე თუ გვიან ყველაფერი მოწესრიგდება.

ტკივილი ორგვარია:

  • ტკივილი, რომელიც მხოლოდ ტანჯვას გაყენებს და
  • ტკივილი, რომელიც გცვლის.

2. ცხოვრებაში ყველაფერი დროებითია

Fear

წვიმა აუცილებლად შეწყდება. ნატკენი გული – გამთელდება. ღამეს აუცილებლად დღე ცვლის. თუმცა გასაჭირში მყოფს არ გჯერა, რომ მზე გამოანათებს და გგონია, სიბნელე სამუდამოდ გაგრძელდება. არაფერია სამუდამო.

ამიტომ, თუ ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგში გაქვს, დატკბი ცხოვრებით. თუ რამე გაწუხებს, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგიძლია გაღიმება. ყოველი წამი რაღაც ახლის საწყისია, ან ძველის დასასრული. ყოველ წუთს გეძლევა “მეორე შანსი”. უბრალოდ, უნდა ისწავლო მისი დაფასება.

3. ნერვიულობა და წუწუნი არაფერს ცვლის

Whine

ვინც ყველაზე მეტს წუწუნებს, ნაკლებს აღწევს. სჯობს, რაღაც დიდის მიღწევა სცადო და არ გამოგივიდეს, ვიდრე, არაფრის კეთებაში დახელოვნდე. მერე რა, თუ რამე დაკარგე; არ მისცე წარსულის აჩრდილებს მომავლის დაბნელების უფლება; გუშინდელზე მოთქმა არაფერს მოგცემს.

და რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეს, რომ ბედნიერება მხოლოდ მაშინ გეწვევა, როცა წუწუნს მორჩები და იქნები მადლიერი (თუნდაც იმ პრობლემების არქონის გამო, რომლებიც არ გაწუხებს).

4. შენი ჭრილობები შენი სიძლიერის ნიშანია

Girl

არასდროს შეგრცხვეს იმ ნაიარევების, რომელიც ცხოვრებამ გისახსოვრა. ნაიარევი არის დაძლეული ტკივილი, მორჩენილი ჭრილობა. ეს ნიშნავს, რომ შენ დაამარცხე გასაჭირი, ისწავლე გაკვეთილი, გაძლიერდი და გადადგი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ნუ მისცემ მათ შენი დათრგუნვის საშუალებას. მართალია, ჩარევის გარეშე ვერ მოიშორებ, თუმცა, უნდა ისწავლო მათი სხვა მხრივ დანახვა და არა სისუსტედ, არამედ, სიძლიერედ აღქმა.

5. ყოველი პატარა ბრძოლა წინ გადადგმული ნაბიჯია

Bus to the future

მოთმინება არ არის ლოდინთან კავშირში. მოთმინება არის უნარი, შეინარჩუნო პოზიტიური დამოკიდებულება შენი ოცნებებისა და მიზნების მიღწევისთვის გამართულ ომში. ხანდახან მარტო ყოფნაც აუცილებელია. მარტოობა იმ სივრცეს გვაძლევს, რომელიც მიზნის განსახორციელებლად გვჭირდება. ყველაფერი ერთგვარი ტესტია შენი მიზანმიმართულობის გამოცდისთვის – რამდენად გულწრფელად და ძლიერ გსურს ჩანაფიქრის ასრულება.

6. სხვისი ნეგატიურობა შენი პრობლემა არ არის

Goodbye

იყავი პოზიტიური, როდესაც გარს ნეგატიური ხალხი გაკრავს. გაუღიმე, როცა ცდილობენ შენს დამცირებას. ასე უფრო მარტივად შეინარჩუნებ ენთუზიაზმსა და მოახდენ ფოკუსირებას მიზანზე. თუ ცუდად გექცევიან, შეინარჩუნე საკუთარი სახე. არ შეიცვალო არაკეთილმოსურნეთა ენამწარობის გამო.

რაც მთავარია, არასდროს შეიცვალო ისეთი ადამიანზე შთაბეჭდილების მოსახდენად, ვინც გეუბნება, რომ არასაკმარისად კარგი ხარ. შეცვლა მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა ეს თავად გსურს და მიღებული შედეგი გაგაბედნიერებს და თავს უკეთეს ადამიანად გაგრძნობინებს და ეს ყოველივე ნათელი მომავლისკენ წარგიძღვება. გინდ მარჯვნივ გაუხვიო, გინდ მარცხნივ, ან სულაც ადგილზე გაქვავდე, უსაქმურები ენის მოსაფხანს ყოველთვის გამონახავენ. ამიტომ, თუ რამის გჯერა, მასში ეჭვი არ შეიტანო.

7. რაც მოსახდენია, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდება

Hide

ძლიერია ის, ვინც წუწუნის ნავლად სირთულეებს ღიმილით ხვდება და აფასებს განვლილ გზას. მოვლენების დადგომას ვერ დააჩქარებ. ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა და მაშინ, როცა ეს საჭიროა. თუ ძალიან ეცდები, შეიძლება – გაგიჟდე. რაღაც ეტაპზე, უნდა მოეშვე და აცადო სამყაროს.

გიყვარდეს შენი ცხოვრება, ნიშნავს – მიენდო ინტუიციას, გამოიყენო შანსები, რომელიც გეძლევა, დატკბე მოგონებებით და ისწავლო გამოცდილებაზე დაყრდნობით.

8. საუკეთესო გამოსავალია, განაგრძო ცხოვრება

Live Your Life

ნუ შეგეშინდება უკან გადადგმული ნაბიჯის; ნუ შეგეშინდება თავიდან შეყვარების. მერე რა, თუ ერთხელ გული გეტკინა. იპოვე ძალა, გაიღიმო; ეცადე, სხვებსაც შეუმსუბუქო ცხოვრება და ისინიც გააღიმო. ყოველთვის მოიხედე უკან და შეეცადე, დაინახო როგორ გაიზარდე და იამაყე.
არასდროს შეიცვალო ვინმეს გამო, თუ ეს თავად არ გსურს. წერე ისტორიები. გადაიღე ფოტოები, გახსოვდეს პატარა მომენტები და ის, თუ როგორი მზერით გიცქერენ ის ადამიანები, ვისაც უყვარხარ.

არ ითამაშო, გაიზარდე და იარე წინ!