Home წარმატება

იშვიათად შეხვდები ლიდერს, რომელიც სხვებისაგან გამოცდილი და წარმატებული ადამიანებით სავსე ოთახშიც კი გამოირჩევა. ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ქარიზმატული და მიმზიდველია, ერთი შეხედვითაც შეძლებ იმის დანახვას, რომ უბრალოდ, სხვებისგან განსხვავებულად აზროვნებს და იქცევა.

მართალია, ზოგი ლიდერობისთვის არის დაბადებული, მაგრამ ვერასდროს გახდები ჭეშმარიტად გამორჩეული “მესაჭე”, თუ არ გაქვს სათანადო ცოდნა, გამოცდილება და ალღო, უნარი – იმუშავო განსხვავებული ტიპის ადამიანებთან. ისინი სწავლობენ, თუ როგორ მოახდინონ კოლეგების და მათ გარშემომყოფთა მოტივირება და შთაგონება.

დროთა განმავლობაში ზოგიერთი უნარი ავტომატურ, რეფლექსურ ჩვევაში გადადის. მართალია, დიადი ლიდერები ძალიან ბევრს ფიქრობენ, თუმცა ამას ქვეცნობიერად აკეთებენ. როცა ვინმე რჩევას ეკითხება, ისინი სხარტად, უყოყმანოდ და თავდაჯერებულად პასუხობენ.

თუ შენც გსურს იყო ლიდერი, გაითვალისწინე რამდენიმე რჩევა, და ივარჯიშე. დროთა განმავლობაში გადაწყვეტილებებს ინსტინქტურად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღებ.

dream
ჭეშმარიტი ლიდერები:

1. აქებენ

მას შეუძლია დაქვემდებარებული პირის დამსახურების აღიარება და მისი შექება ავტომატურად, ხშირად, ზედმეტი ძალისხმევის და სიყალბის გარეშე.

2. იღებენ გადაწყვეტილებებს

იდეების ქონა კარგია, მაგრამ მათი განხორციელება – უკეთესი. გამორჩეული ლიდერები სწრაფად წონიან ყველა დეტალს, წყვეტენ და წამიერად იწყებენ მოქმედებას. გადაწყვეტილების მიუღებლობა ხშირად მცდარ გადაწყვეტილებაზე უარესია. შეცდომის გამოსწორება თითქმის ყოველთვის შესაძლებელია.

3. იღებენ პასუხისმგებლობას

ცუდ გადაწყვეტილებებს ყველანი ვიღებთ. მნიშვნელოვანი ისაა, თუ რას ვაკეთებთ შეცდომის დაშვების შემდგომ.

გამორჩეულ ლიდერებს შესწევთ უნარი, პირველებმა აღიარონ, რომ შეცდნენ და საჭიროა კურსის შეცვლა.
ისინი პრობლემის გამოსწორებაზე არიან ორიენტირებული და არა სხვებისკენ თითის გაშვერასა და ბრალეულობის ძიებაზე.

4. ამყარებენ კომუნიკაციას

ეს არის ბევრი პროექტის, პროცესისა და დავალების ჩაფლავების საწინდარი. მითხარი რა უნდა გავაკეთო და მე ვეცდები მის შესრულებას. მითხარი, რატომ? დამეხმარე, რომ გაგიგო, დაგიჯერო და შემდეგ შეუძლებელსაც შევძლებ.

მენეჯერები ავალებენ, გამორჩეული ლიდერები – ჯერ უხსნიან, შემდეგ კი უსმენენ, რამდენადაც ყველაზე ეფექტური კომუნიკაცია მეტ მოსმენას გულისხმობს.

5. აძლევენ მაგალითს

ვთქვათ, სამსახურში ერთ-ერთ ოფისში შედიხარ მენეჯერთან ერთად და იატაკზე გხვდება ნაგავი. არსებობს რამდენიმე ალტერნატიული გამოსავალი. განვიხილოთ მათგან ორი:

ა. ამჩნევ, ჩერდები, იღებ ნაგავს, ჭმუჭნი და გაივლი 20 ზედმეტ ნაბიჯს სანაგვემდე, სადაც თავიდან იცილებ მას. კი, ნაგავი გადააგდე, მაგრამ ამავდროულად, განაცხადიც გააკეთე თანამშრომლების წინაშე.

ბ. ამჩნევ, იღებ, ჭმუჭნი, აგრძელებ შენს გვერდით მყოფთან საუბარს და ნაგავს აგდებ, როცა უახლოეს ნაგვის ყუთს  შეხვდები. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

განსხვავება მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ და ეს შენზე ბევრს მეტყველებს.

პირველ შემთხვევაში შენ მიერ მიცემულ მაგალითს დამსწრენი ამჩნევენ და სწორად აღიქვამენ. გამორჩეული ლიდერები აკეთებენ იმას, რაც მათთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია. ეს მათი არსებობის ნაწილია. ორიენტირებული არიან საქმის კეთებაზე და არა სანახაობის დადგმაზე. სხვები მათგან მაგალითს იღებენ და დროთა განმავლობაში, მათსავით იქცევიან.

leader

6. აძლევენ შეფასებას

ყველას გვინდა, რომ გამოვსწორდეთ: ვიყოთ მეტად გამოცდილები, უფრო დახვეწილები და წარმატებულები, ამიტომაც გვჭირდება კონსტრუქციული შეფასება.

რადგან მისთვის მნიშვნელოვანია თითოეული პირი, ვინც მასთან მუშაობს, ჭეშმარიტი ლიდერი ინსტინქტურად მიდის გასაჭირში მყოფ დასაქმებულთან და ეუბნება: “მე ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია. მეც დაგეხმარები!”

გაიხსენე ბოლო შემთხვევა, როცა ადამიანმა გითხრა ის, რისი მოსმენაც ნაკლებად გსურდა, მაგრამ ყველაზე მეტად გჭირდებოდა. ამ ნათქვამმა შენი ცხოვრება შეცვალა. გამორჩეული ლიდერები ცდილობენ უკეთესობისაკენ შეცვალონ სხვა ადამიანების ცხოვრება.

7. ითხოვენ დახმარებას

ლიდერები ცდილობენ დამალონ სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება. როგორც პასუხისმგებელ პირს, მოგეთხოვება, ყველაფერი იცოდე, მაგრამ ეს შეუძლებელია. არც შენმა დამსაქმებლებმა იციან ყველაფერი საკუთარი სამუშაოს შესახებ.

ჭეშმარიტი ლიდერები არ იკატუნებენ თავს, რომ ყველაფერი იციან. უფრო მეტიცი, ისინი გამიზნულად ასაქმებენ ადამიანებს, რათა იცოდნენ უფრო მეტი. ავტომატურად ითხოვენ დახმარებას.

და მთელს ამ პროცესში ჩანს, რომ ისინი პატივს სცემენ სხვების ცოდნას და უნარებს და მზად არიან მათ მოსასმენად – ეს ყოველივე კი გამორჩეული ლიდერის თვისებებია.

8. იღებენ გამოწვევებს

ლიდერების უმრავლესობა ახორციელებს იდეებს შესაბამისი პროცესების და პროცედურების მხარდაჭერით.

რაც უფრო მეტად აქვს დასაქმებულს ავტონომია და დამოუკიდებლობა, მით მეტი ინტერესით არის ჩართული პროცესებში. ჩვენ უფრო მეტად გვაღელვებს ის, რაც ჩვენია: იდეა, პროცესი, პასუხისმგებლობა. უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქმეს, როცა ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ამაზეა ჩვენი ბედი დამოკიდებული და სწორი გადაწყვეტილების მიღებაც ჩვენი პრეროგატივაა.

გამორჩეული ლიდერები დასაქმებულთა გამოწვევის მიზნით ქმნიან სტანდარტებს და ინსტრუქციებს, აძლევენ სათანადო დამოუკიდებლობას, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა და “შენი/თქვენი” იქცეს – “ჩვენად”. ეს კი ის გამოწვევაა, რომლის მიღებაც ყველა დასაქმებულს სურს.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?