Home წარმატება

მთელი ძალებით ცდილობ შენთვის შესაფერისი სამსახური მოიძიო, აგზავნი რეზიუმეს ყველგან სადაც თვლი, რომ შეძლებ მუშაობას, მაგრამ გასაუბრებებზეც არ გიბარებენ? იქნებ გადახედო შენს რეზიუმეს და ჩვენს რჩევებს შენი სივის გასაუმჯობესებლად, ამით შენ შანსს მისცემ დამქირავებელს ფურცელზე უკეთ დაგინახოს.

Reasons You Didn't Get ThatJob

გასაუბრებებზე დადიხარ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიდის? განცვიფრებული კითხულობ, თუ რატომ არ აგიყვანეს? გადახედე ჩვენს რჩევებს, თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვა გასაუბრებაზე გასვლისას. ყველაფერი სწორად გააკეთე და თავიც სათანადოდ წარმოაჩინე, მაგრამ მაინც ვერ მიიღე სასურველი პოზიცია? გადახედე ქვემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს და იქნებ საკუთარი თავი ამოიცნო კიდეც? თუ ამოიცნობ, არ გაბრაზდე, პირიქით, შენს სასიკეთოდ გამოიყენე და გააუმჯობესე გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. Pink.ge ზრუნავს შენს ზრდაზე, დარჩა სულ მცირე – შენი მონდომება.

1. არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია კომპანიის შესახებ

შესაძლოა ინტერნეტში კომპანიის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვებოდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა სცადო მაქსიმალურად გაეცნო იმ კომპანიის საქმიანობას და მიზნებს, რომელშიც გასაუბრებაზე აპირებ მისვლას. ხომ უნდა იცოდე, ვისთან გეგმავ მუშაობის დაწყებას?! თავად არ გაინტერესებს სად მიდიხარ, ვისთან მოგიწევს ურთიერთობა?

2. ვერ შეგატყვეს ენთუზიაზმი

კონკურენტულ გარემოში არიან ადამიანები, რომლებსაც ამ კონკრეტული ადგილის დაკავება ისევე სწადიათ, როგორც შენ, მაგრამ შენგან განსხვავებით ისინი უარს არ ამბობენ შავი სამუშაოს შესრულებაზე, მეტიც დამქირავებელს დაარწმუნებენ, რომ ბედნიერად მოჰკიდებენ ხელს ნებისმიერ დავალებას.

Studio shot of a fish in bowl

3. არ შეესაბამები ვაკანსიას მაღალი კვალიფიკაციის გამო

თუ შენი გამოცდილება გაცილებით კრეტიულ და საინტერესო საქმეს მოიცავდა, დამქირავებელი კი მხოლოდ რუტინულ სამუშაოს გთავაზობს, ის შენ არ აგიყვანს, იმიტომ რომ მოგბეზრდება და მოიწყენ. დამქირავებელს კი სურს მისი მუშაკი მუდამ ტონუსში იყოს,

4. ნეპოტიზმი

რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ოჯახის წევრების დაქირავებას და კომპანიის შიდა ცვლილებებს. ეს თემა ჩვენთან განსაკუთრებით „აქტუალურია“ და თან ტაბუდადებული. მოუხედავად იმისა, რომ შენ შეიძლება იდეალური კანდიდატი იყავი კონკრეტული ვაკანსიისთვის, სავსებით შესაძლებელია, რომ მმართველმა გადაწყვიოტოს აიყვანოს ნაცნობი/ნათესავი/ახლობელი/არსებული თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ, რომ პირადად იცნობს და შესაბამისად, ენდობა მას მეტად, ვიდრე შენ, უცხოს. მართალია მსგავსი სიტუაციები ყველაზე მეტად გვაღიზიანებს იმიტომ, რომ ხშირად ვხედავთ ჩვენ გარშემო მსგავს მოვლენებს, მაგრამ ნუ დააბრალებ ყველაფერს ნეპოტიზმს. საკმარისად არსებობს ვაკანტური ადგილები, სადაც გარედან მოსულ პროფესიონალსაც აიყვანენ.

5. არასაკმარისად ხარ მომზადებული

შენი რეზიუმეს რამოდენიმე ასლის თან ქონა საჭირო მინიმუმია. თუ წერასთან დაკავშირებულ ვაკანსიაზე გაქვს პრეტენზია, თან გაიყოლე შენი ნამუშევრები, გამოცემები, საჭიროების შემთხვევაში რომ დაუტოვო დამქირავებელს. თუ დიზაინერულ ვაკანსიაზე შეგაქვს განაცხადი, თან იქონიე შენი ნამუშევრების პროტფოლიო. თუ გაგაჩნია სარეკომენდაციო წერილი, მიუთითე ტელეფონის ნომრები და ელ. ფოსტა და დაუტოვე ასლები დამქირავებელს. მოკლედ, თან იქონიე ყველაფერი, რაც შენს სასარგებლოდ ილაპარაკებს. ნუ დარჩები მოგვიანებით ელ. ფოსტით გადაგზავნის იმედად.

salary-question-know-youre-worth-624x415

6. მოითხოვე შეუსაბამო ხელფასი

შესაძლებელია სხვა კანდიდატმა ნაკლები თანხა მოითხოვა, ვიდრე შენ. შეკითხვა ანაზღაურებაზე აუცილებლად დადგება გასაუბრების დროს. ამ მომენტისათვის შენ უნდა იცოდე რა ხელფასზე გიღირს იმუშაო. თუ ის თანხა შენი პოტენციური დამქირავებლისთვის დიდია, არც შენ გიღირს მასთან მუშაობა.

7. ყველა ნერვიულობს, შენც ინერვიულებ

ნერვიულობა იმაზე მიუთითებს, რომ დაინტერესებული ხარ, გსურს დადებითი შთაბეჭდილება დატოვო და ვაკანტური პოზიცია მიიღო. ეს კი ცუდი სულაც არ არის, მაგრამ თუ იმდენად იბნევი, რომ ორ ან მეტ შეკითხვაზე გაუგებარი პასუხები გაეცი, ეს დაძაბულობა კარგი კუთხით ნამდვილად არ წარმოგაჩენს.

ერთ საიდუმლოს გაგანდობ: დამქირავებელს მთელი გულით სურს, რომ სწორედ შენ იყო ის ადამიანი, რომელსაც ის დაიქირავებს. ახალი თანამშრომლის შერჩევის პროცესი შრომატევადი, რთული და დამქანცველია. დამქირავებელი არ იწვის სურვილით „ჩაგჭრას“, პირიქით, ის ცდილობს მაქსიმალურად გაგხსნას და სურს დაინახოს შენში ყველა ის თვისება, რომელიც მას ამ ვაკანსიისთვის სჭირდება. ყოველი ახალი კანდიდატის შემოსვლისას დამქირავებელს იმედი აქვს, რომ ეს სწორედ ის ერთადერთია, რომელსაც აიყვანს. ასე რომ, როდესაც გასაუბრების წინ პანიკის ზღვარზე ხარ, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქე და გახსოვდეს, რომ დამქირავებელი შენს მხარესაა!

job-interview-handshake

და ბოლოს, გასაუბრებების უმრავლესობად ესწრებიან ადამიანები, რომლებთანაც უშუალოდ მოგიწევს მუშაობა და სავსებით შესაძლებელია, მათ, მოდი პირდაპირ ვიტყვი, არ მოეწონო. ეს არც შენი ბრალია და არც მათი. ეს არ ნიშნავს, რომ შენ გამოცდილება გაკლია ან თავი ვერ წარმოაჩინე სათანადოდ და ეს ყველაზე ნაკლებად ეხება შენს გარეგნობას. უბრალოდ ისინიც არჩევენ მათთვის სიმპატიურ და მისაღებ ადამიანს შეგრძნებით და განწყობით, მით უმეტეს თუ არჩევანი ამის საშუალებას იძლევა. ამიტომ იყავი გასაუბრებაზე ის, რაც ხარ, გამოავლინე ენთუზიაზმი, წარმოაჩინე შენი თავი, გაიღიმე და აუცილებლად მიიღებ სასურველ პოზიციას.

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?