სტრესი 21-ე საუკუნის ადამიანისთვის კარგად ნაცნობი მდგომარეობაა. ჩვენ სტრესთან გამკლავების რამდენიმე მეთოდს გაგაცნობთ. მათი შესრულება თავისუფალ დროს სახლში შეგიძლია.

1. ლავანდის დეკორაცია

ამ მცენარეს დამამშვიდებელი სურნელი აქვს. ის არეგულირებს გულისცემას და წნევას, რაც მოდუნებასა და ძილში -დაგეხმარება. გამხმარი ლავანდა ლარნაკში მოათავსე და საწოლის გვერდით დადგი, ან ძილის წინ ლავანდის-სურნელოვანი დამტენიანებელი გამოიყენე.

Lavender

2. მარწყვი შოკოლადით

სტრესის დროს ტკბილი საკვების მიმართ მოთხოვნილება განსაკუთრებით გვიძლიერდება. ჩვენ გირჩევთ შავ შოკოლადში ამოვლებული მარწყვი მიირთვა. მარწყვში შემავალი C ვიტამინი თავისუფალ რადიკალებს ებრძვის, რომლებსაც შენი ორგანიზმის დაზიანება შეუძლიათ. შავი შოკოლადის მიღება კი სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის გამოყოფას ამცირებს.

Strawberry and Chocolate

3. ცხელი აბაზანა

ცხელ აბაზანას, სურნელოვანი სანთლების და ეთერზეთების დახმარებით შენი მოდუნება და სტრესისგან გათავისუფლება შეუძლია.

Hot Bath

4. თავის კანის მასაჟი

იმის გარდა, რომ თავის კანის მასაჟი სასიამოვნო პროცედურაა, ის თმის ხარისხსაც აუმჯობესებს. ამ პროცედურის გამოეორება თმის შამპუნით დაბანისას შეგიძლია, ან ქოქოსის ზეთი ღამით კანსა და თმაში შეიზილე და დილით ჩამოიბანე. მასაჟი შუბლიდან კეფისკენ გაიკეთე.

Scalp Massage

5. გვირილას ჩაი

გვირილას ჩაი ტვინის იმ რეცეპტორებზე მოქმედებს, რომლებზეც ვალიუმი. შეიძლება ითქვას, ამ უწყინარი მცენარის ნაყენი მსუბუქი ტრანკვილიზატორია, რაც შფოთის შემოტევებისგან დაგიცავს.

Herbal Tea

6. ტერფის მასაჟი

რეფლექსოლოგია ალტერნატიული მედიცინის ერთ-ერთი სფეროა, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე დაწოლით ზემოქმედებას გვირჩევს. ტერფის და ფეხის თითების მასაჟს სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს მასაჟი სასარგებლოა შაკიკთან ბრძოლისასაც.

Foot Massage

ეს რჩევები სახლის პირობებში გამოგადგება, სახლის გარეთ კი შვედურ მასაჟს და საუნას გირჩევთ. ორივე მათგანი კუნთების მოდუნებაში დაგეხმარება, რაც სტრესტან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.