Home წარმატება

შენ მორიგი გასაუბრებიდან ბრუნდები და წუწუნებ, რომ „საოცარი“ და „ჩამჭრელი“ შეკითხვები „მოგაყარეს“, რომლებისთვისაც არ იყავი მზად და დაიბენი? რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე მოულოდნელი შეკითხვებიც შეიძლება დაგისვან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დამქირავებელს აინტერესებს შენი წარსული სამუშაო ადგილი, უნარ-ჩვევები და განათლება. შესაბამისად, შენზე უკეთ ვინ გადმოსცემს შენივე გამოცდილებას და ხასიათს? თუმცა წინასწარ მომზადება მხოლოდ წაგადგება, ამიტომ გადახედე ქვემოთ ჩამოთვლილ 50 ყველაზე გავრცელებულ შეკითხვას, რომლებსაც HR მენეჯერები გასაუბრების დროს სვამენ. უბრალოდ თვალი კი არ გადაავლო მათ, არამედ მოამზადე სრული პასუხები. სთხოვე მეგობარს, შეასრულოს ინტერვიუერის როლი, დაგისვას ეს შეკითვები და ერთად გაიარეთ გასაუბრება ნამდვილ შეხვედრამდე.

youre-hired

გასაუბრებაზე დასმული 50 ყველაზე გავრცელებული შეკითხვა:

  1. შენი ძლიერი მხარე (ები)?
  2. შენი სუსტი მხარე (ები)?
  3. რატომ ხარ დაინტერესებული ჩვენს კომპანიაში მუშაობით?
  4. სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის მერე? 10 წელიწადში?
  5. რატომ გსურს მიმდინარე სამუშაო ადგილიდან წამოსვლა?
  6. რატომ გაქვს გარკვეული პერიოდი სამსახურებს შორის თავისუფალი?
  7. რა შეგიძლია შემოგვთავაზო ისეთი, რასაც სხვა ვერ შემოგვთავაზებს?
  8. დაასახელე სამი რამ, რასაც შენი ყოფილი ხელმძღვანელი მოითხოვდა შენგან გაუმჯობესების მიზნით?
  9. გსურს/შეძლებ თუ არა სხვა ქალაქში გადასვლას სამუშაოდ?
  10. გსურს/შეძლებ თუ არა მოგზაურობას?
  11. მომიყევი შენი ერთ-ერთი წარმატებული მოქმედების შესახებ
  12. მომიყევი შენი ერთ-ერთი შეცდომის შესახებ
  13. როგორია შენი ოცნების სამსახური?

  14. საიდან გაიგე ამ ვაკანსიის შესახებ?
  15. ამ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 30/60/90 დღეში რას გააკეთებდი პირველ რიგში?
  16. განიხილე შენი რეზიუმე
  17. განიხილე შენი განათლება
  18. აღწერე საკუთარი თავი
  19. ამიღწერე ერთ-ერთი რთული სიტუაცია, რომელშიც აღმოჩენილხარ და როგორ გაართვი მას თავი
  20. რატომ უნდა დაგიქირავოთ კონკრეტულად შენ?
  21. რატომ ეძებ ახალ სამსახურს?
  22. შეძლებ შაბათ-კვირას/დღესასწაულების დღეებში იმუშავო?
  23. როგორ გაართმევ თავს გაბრაზებულ, გაღიზიანებულ, დამქანცველ კლიენტს?
  24. როგორია შენი ანაზღაურების მოთხოვნა?

  25. აღწერე სიტუაცია, როცა მოსალოდნელზე მაღალ შედეგს მიაღწიე.
  26. ვინ არიან ჩვენი კონკურენტები?
  27. რა იყო შენი ყველაზე დიდი წარუმატებლობა?
  28. როდიდან შეგიძლია სამუშაოს დაწყება?
  29. ვინ არის შენი ხელმძღვანელი?
  30. მომიყევი სიტუაციის შესახებ, როდესაც შენს უფროსს არ ეთანხმებოდი.
  31. როგორ ართმევ თავს ზეწოლას?
  32. ვინ არის შენი დირექტორი?
  33. გაგვაცანი შენი კარიერული მიზნები
  34. რა გიწყობს ხელს დილით ადრე ადგომაში?

  35. რას გვეტყოდა შენს შესახებ შენი პირადი საქმე?
  36. რა იყო შენი უფროსის ძლიერი და სუსტი მხარეები?
  37. ახლა რომ შენს უფროსს დავურეკო და ვკითხო, თუ რა სახის უნარების გაუმჯობესება გჭირდება, რას მიპასუხებდა ის?
  38. მმართველი ხარ თუ დაქვემდებარებული?
  39. რომელი წიგნი წაიკითხე ბოლოს?
  40. დაგვისახელე შენი თანამშრომლის ცუდი ჩვევები
  41. დაგვისახელე შენი ჰობი
  42. რა არის შენი მოტივატორი?

  43. რომელია შენი საყვარელი ვებ-გვერდი?
  44. რა გაგრძნობინებს თავს არაკომფორტულად?
  45. მოგვიყევი შენი, როგორც ლიდერის, გამოცდილების შესახებ.
  46. როგორ დაითხოვდი სამსახურიდან თანამშრომელს?
  47. ამ სფეროში მუშაობისას რა მოგწონს და რა არ მოგწონს ყველაზე მეტად?
  48. ზეგანაკვეთური დროით თუ იმუშავებდი?
  49. არის რამე, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შენ შესახებ?
  50. რა შეკითხვები გაქვს ჩვენთან?

გისურვებთ წარმატებას!

5 კომენტარი to this post
  1. ვაიმე, როგორ გადამღალა უკვე ამდენმა გასაუბრებებზე სიარულმააა ))) მაგრამ, რა გინდა რომ ქნა.. სამსახური ჰაერივით რომ მჭირდება?! :(

    • აი სექტმებრიდან ისევ მოიკრიბე ნებისყოფა, აიყვანე თავი ხელში და წინ გასაუბრებებისაკენ! :) აუცილებლად იპოვი შესაფერის სამსახურს.

  2. aseti gasaubreba tardeba civilizebul qveynebshi da ara saqartveloshi :D aq ubralod mtavaria kargi nacnobi biza deida mamida an vinme gavleniani axlobeli gyavdes da araaq mnishvneloba risi gaketeba shegizlia :D

  3. ise ki scoria eg kitxvebi yoveltvis vidzabebi da ro erterti piris magalitze pasuxebic dacerot sheidzleba ras shtambechdavi ikneba damqiravlebistvis da rchevis mimcemi is visac surs samsaxuri

შენ რას იტყვი?