Home წარმატება

1997 წელს ჟურნალმა Glamour გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „30 რამ რაც უნდა გქონდეს და იცოდე სანამ 30 წლის გახდები.“ სია, დაწერილი პამელა რედმონდ სატრანის მიერ, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქალებმა ერთმანეთისთვის გადაგზავნა და გაზიარება დაიწყეს, მათ შორის მაია ანგელეუმ (ამერიკელი პოეტი და მწერალი) და ჰილარი კლინტონმაც კი. იმის გათვალისწინებით თუ რა ფენომენი შეიქმნა, ჟურნალის რედაქტორებმა წიგნიც კი გამოსცეს, სადაც ცნობილი ქალბატონების ნარკვევებია სიის თითოეულ პუნქტზე. მაგალითად, ქეითი კოურიკი მოგვითხრობს მუშაობასა და სიყვარულზე, პორტია დე როსი გვახალისებს, რომ სხეული ისეთი მივიღოთ როგორიც არის, ხოლო Huffington Post-ის ბლოგერი, გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ მარტო.

30 რამ რაც უნდა იცოდე და გქონდეს სანამ 30 წლის გახდები

წარმოგიდგენ ამ ლეგენდარული სიის ცოტა შეცვლილ, მოდერნიზებულ ვერსიას

სანამ 30 წლის გახდები, შენ უნდა გქონდეს:

1. ერთი ყოფილი შეყვარებული, რომელთან დაბრუნებაც წარმოგიდგენია და ერთი, რომლის გახსენებაც გაფიქრებინეს თუ რამდენად განვითარდი მას შემდეგ.

2. ერთი რამე სახის ავეჯი, რომელიც ადრე შენი ოჯახის არც ერთი წევრის საკუთრებაში არ იყო.

3. ისეთი ტანისამოსი, რომელსაც ჩაიცვამ მაშინ, როცა შენი ოცნების მამაკაცს შენი ნახვა 1 საათში უნდა.

4. ჩანთა, ჩემოდანი და ქოლგა, რომლის ტარებისაც არ შეგრცხვება.

5. დამაკმაყოფილებელი ახალგაზრდობა, რომელიც შეგიძლია უკან მოიტოვო.

6. ისეთი „წვნიანი“ წარსული, რისი მოყოლაც აუცილებლად მოგინდება შენს სიბერეში.

7. გაანალიზებული, რომ სიბერეში გამოსაყენებელი ბიუჯეტისათვის ზრუნვა უნდა დაიწყო.

8. ელ-ფოსტა და საბანკო ანგარიში, რაზეც წვდომა მხოლოდ შენ გაქვს.

9. რეზიუმე, რომელიც ოდნავადაც კი არაა ‘გატენილი’.

10. ერთი მეგობარი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე გაყენებს და ერთი, რომელიც პირიქით ზეგავლენას ახდენს შენზე.

11. სახრახნისების კომპლექტი, უსადენო საბურღი და შავი მაქმანიანი ლიფი.

12. რამე სასწაულად ძვირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდე რომ ამას იმსახურებდი.

13. რწმენა იმისა, რომ შენ ამას იმსახურებ.

14. კანის მოვლისა და ვარჯიშის რეჟიმი და გეგმა იმ რამდენიმე ცხოვრებისეული ცვლილებების გადასაწყვეტად, რომლებიც 30 წლის შემდეგაც არ გაუმჯობესდება.

15. დამაკმაყოფილებელი კარიერის კარგი დასაწყისი, კარგი პირადი ურთიერთობა და ყველაფერი ის, რაც გაბედნიერებს.

30 რამ რაც უნდა იცოდე და გქონდეს სანამ 30 წლის გახდები

სანამ 30 წლის გახდები შენ უნდა იცოდე:

1. როგორ შეიყვარო ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო.

2. რას ფიქრობ ბავშვების ყოლაზე.

3. როგორ დატოვო სამუშაო, დაშორდე მამაკაცს და დაუპირისპირდე მეგობარს ისე, რომ არ გააფუჭო მეგობრობა.

4. როდის სცადო უფრო მეტად და როდის გაეცალო.

5. როგორ აკოცო ისე, რომ მიხვდნენ რა გინდა და რა არ გინდა, რომ მოხდეს კოცნის შემდეგ.

6. მინისტრების, შენი დიდი ბებია/ბაბუების და ქალაქის საუკეთესო მკერავის სახელები.

7. როგორ იცხოვრო მარტო, მაშინაც კი თუ ეს ფაქტი არც თუ ძალიან მოგწონს.

8. სად წახვიდე მაშინ, როდესაც შენს სულს დამშვიდება სურს.

9. რომ შენ ვერ შეცვლი შენი ფეხების სიგრძეს, ბარძაყის სიგანეს და მშობლების ბუნებას.

10. რომ შენი ბავშვობა შეიძლება სრულყოფილი არც ყოფილიყო, მაგრამ ის დასრულდა.

11. რას გააკეთებდი და რას არ გააკეთებდი ფულის ან სიყვარულის გამო.

12. რომ არაფერ კარგს არ მოგიტანს სიგარეტი, სასმელი და ნარკოტიკი.

13. ვის შეგიძლია ენდო, ვის არ და რატომ არ უნდა მიიღო რაღაცები საკუთარ თავზე.

14. რომ არ მოიხადო ბოდიში მაშინ, როდესაც შენ არაფერ შუაში ხარ.

15. რატომ ამბობენ რომ ცხოვრება 30 წლის ასაკიდან იწყება.

რა არის შენს სიაში ისეთი, რაც იცი, რა უნდა იცოდე ან რისი გაკეთება გინდა სანამ 30 წლის გახდები?

30 კომენტარი to this post
  1. უნდა იცოდე რომ წელიწადში ერთხელ ,აუცილებლად მიხვიდე სკრინინგ ცენტრში და შეამოწმო მკერდი :)))

  2. უნდა იცოდე რომ ვინც მიდის უნდა გაუშვა , ის აუცილებლად დაბრუნდება, ხოლო როცა დაბრუნდება უკვე შენ გადაწყვიტავ გაუგო თუ არა კარი …

  3. ესენია რაც ამ სიიდან არ მაქვს / არ ვიცი:

    3. ისეთი ტანისამოსი, რომელსაც ჩაიცვამ მაშინ, როცა შენი ოცნების მამაკაცს შენი ნახვა 1 საათში უნდა. – არასდროს არ მიფიქრია ამ თემაზე. როგორი უნდა იყოს ეგ ტანსაცმელი? დეტალებს არ გვეუბნებიან? :)))

    4. ჩანთა, ჩემოდანი და ქოლგა, რომლის ტარებისაც არ შეგრცხვება. – ქოლგა არ მაქვს :(

    11. სახრახნისების კომპლექტი, უსადენო საბურღი და შავი მაქმანიანი ლიფი. – სახრახნისების კომპლექტი და უსადენო ბურღი სად ვიყიდო? ან რაში დამჭირდება? :))

    4. როდის სცადო უფრო მეტად და როდის გაეცალო. – აი, ეს ვერ დავამუღამე ჯერ.

    6. მინისტრების, შენი დიდი ბებია/ბაბუების და ქალაქის საუკეთესო მკერავის სახელები. – ვმუშაობ ამ მიმართულებით.

    7. როგორ იცხოვრო მარტო, მაშინაც კი თუ ეს ფაქტი არც თუ ძალიან მოგწონს. – ჯერ არ ვიცი რა არის მარტო ცხოვრება.

    15. რატომ ამბობენ რომ ცხოვრება 30 წლის ასაკიდან იწყება.

    • დეტალებს ტანსაცმელზე არ გვეუბნებიან. ალბათ ისეთი რომელშიც აბსოლიტურად შესანიშნავად გამოიყურები :))

      სახრახნისი და უსადენო ბურღი მარტო ცხოვრებისას შეიძლება დაგჭირდეს, იქნებ უცბად მოინდომე კედელზე რამის ჩამოკიდება ან ჩხერკედელაობა :)))

    • განა რა ცხოვრება გაქვს ასეთი იოლი, რომ სახრახნისების კომპლექტი და უსადენო საბურღი არ გაქვს და არც იცი რაში შეიძლება დაგჭირდეს :)) დენი რომ გაგიფუჭდეს, ელექტრიკის ნომერი თუ მაინც იცი? :)))

  4. უნდა იცოდე რომ არსებობს შვილი რომლის გამოც ბევრ სიამოვნებაზე უარის თქმა მოგიწევს ხშირად:)

      • არაფერიც არ გამორჩათ. მანდ წერია, რას ფიქრობ ბავშვების ყოლაზე. ვიღაცისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, აი, ჩემთვის კი სულაც არაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს ასაკში. 30მდე კი მხოლოდ 2 წელი დამრჩა ;)

  5. ცუდია, რომ ყველაფერი გაქვს, თუ არ გაქვს შეიძენ, მაგრამ ამ ასაკიდან შორს, რომ ხარ იმას ვერანაირად ვერ შეცვლი:( რას იზამ ცხოვრება მაიც მშვენიერია. . .

  6. უნდა იცოდე,რომ უმადურს არასოდეს გაუწოდო დახმარების ხელი იქამდე სანამ თვითონ არ გთხოვს, თორემ საპირისპიროდ შემოგიბრუნდება!

  7. unda icode rom cxovreba iseti miigo rogoric aris,,,30 celi cota araa da arc bevria,,,,sakmao gamocdilebit uket unda carvmartot chveni cxovreba,,,naklebi cucunit da meti shemartebit,,,,,,,,,,iyavi bednieri axla,,,ar arsebobs formula albat romlitac ixelmdzghvaneleb nebismier asakshi,,,,,

  8. დამაკმაყოფილებელი კარიერის კარგი დასაწყისი, კარგი პირადი ურთიერთობა და ყველაფერი ის, რაც გაბედნიერებს. <<< რაც მაქვს და მაბედნიერებს,
    სად წახვიდე მაშინ, როდესაც შენს სულს დამშვიდება სურს <<< ასეთი ადგილიც მაქვს….
    ერთი ყოფილი შეყვარებული, რომელთან დაბრუნებაც წარმოგიდგენია და ერთი, რომლის გახსენებაც გაფიქრებინეს თუ რამდენად განვითარდი მას შემდეგ.<<<< შეიძლება ასე :))

  9. 12. რამე სასწაულად ძვირი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იყიდე რომ ამას იმსახურებდი.

  10. unda icode rom ragatsis dasasruls, axlis dasatsyisi mohyveba.
    gaanalizo ra geshleba urtiertobebshi da tavi motoko(<es memgoni manamdets kai xnit adre tu itsode)))))
    im adamianebze dro ar daxarjo visac ubralod ar aintereseb.

  11. 9. რომ შენ ვერ შეცვლი შენი ფეხების სიგრძეს, ბარძაყის სიგანეს და მშობლების ბუნებას.
    :))))))))))))))))))))))))))

  12. 31 gavxdi da chamotatvalidan ministrebis da mkeravis saxeli namdvilad ar vici:) martoc vcxovrob saxraxnebic, kolgac,chemodanica maakvs …isic vici ra dros ra vaketo karierac acyobili makvs axla ganaxlebis processhi var :) 2 aveji ara makvs ar mchirdeboda …..da DZALIAN dzviradgirebuli nivti ara makvs nivtebi romelsac vimsaxurebdi ki ….danarcheni yvelaperi mkoniaaaaa :d uhh maladec ….jandabas mkeravis saxels gavixseneb…… 31 clis asakshi …bevri ram unda daivicyo ,rata gaxsovdes mtavari… Rom yvelaperi ace icyeba :)

  13. salome da kidev roca tadzarshi dadixar wirvaze locvaze zets icxeb udidesi madlia madli esaa gmertis shegrdzneba gulshi romelic an sheimhneva an ara igrdznoba ufro metad da girseulad unda eziaro agsarebit da momzadebit specialurad rogorc modzgvari getkvis koveltvis modzgvridan unda aigo kurtxeva sulier sakitxebze sasuliero literaturac kargia rom waikitxo

შენ რას იტყვი?