Home წარმატება

სიტყვა “წარმატებული”-ს გაგონებაზე რატომღაც მამრობითი სქესი ახსენდებათ, რატომ ხდება ასე? ჩვენ შეგახსენებთ რამდენიმე მითს ქალებსა და მათ კარიერაზე და ვეცდებით, დაგანახოთ პრობლემის გადაჭრის გზა.

black-pregnant-working-mother-j0408902

მითი #1: ქალები და კაცები ყველაფერში თანასწორი არიან

სიმართლე:

სტატისტიკის მიხედვით ქალებს უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. 2012 წლის მონაცემებით მამაკაცების საშუალო ხელფასი 859.6 ლარია, ქალების კი 517.9 ლარი. (წყარო)

გამოსავალი:

აი, როგორ უნდა შეცვალო სტერეოტიპები:

1. გაუწიე რეკლამა საკუთარ თავს. მამაკაცები ხშირად ამაყობენ საკუთარი მიღწევებით (როგორი მცირედიც არ უნდა იყოს ის). ქალები რომ უფრო ხშირად ვიქცეოდეთ ასე, მეტი შანსია, უფრო მნიშვნელოვანი ვიყოთ დამსაქმებლისთვის.

2. მოითხოვე იმდენი, რამდენიც რეალურად ღირს შენი სამუშაო.

3. დაიცავი დრესკოდი, ასე უფრო სერიოზულად აღგიქვამენ.

ნურავის აფიქრებინებ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურს მიატოვებ. ეცადე იყო საუკეთესო ან საუკეთესო ადგილას მაინც. ასე უფრო სასიამოვნო იქნება მუშაობა, შესაბამისად, მეტი იქნება დეკრეტის შემდეგ დაბრუნების შანსი.

მითი #2: ბავშვის გაჩენის შემდეგ ქალები სამსახურს თავს იმიტომ ანებებენ, რომ ასე სურთ.

სიმართლე:

მშობიარობის შემდგომ სამსახურის მიტოვების რეალური მიზეზი არის ის, რომ ბავშვის მოვლა უმეტესწილად დედას უწევს, ზოგჯერ არც ოჯახის წევრები გვიწევენ დახმარებას. ამიტომ ქალებს ნაკლები დრო გვრჩება მუშაობისთვის.

გამოსავალი:

სანამ ბავშვს გააჩენ, გაიგე, რა სურს შენს ბოსს და გააკეთე ის ძალიან კარგად. ეცადე, იყო შეუცვლელი, ამით აიძულებ დათმობაზე წავიდნენ (მაგალითად სრული განაკვეთის ნაცვლად, ნახევარ განაკვეთზე იმუშავო).

women-are-better-than-men

მითი #3: მისი კარიერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი

სიმართლე:

ალბათ თავადაც გრძნობ, რომ ეს სულაც არ შეესაბამება სიმართლეს. ქალების ცხოვრებაში კარიერა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კაცებისთვის.

გამოსავალი:

ბავშვის შეძენის შემდეგ აგრძნობინე მეუღლეს, რომ კარიერის გაგრძელება გინდა და ისიც აქტიურად უნდა ჩაერთოს ბავშვის აღზრდაში. ქალებს, რომლებიც მუშაობენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია. ასევე, შენი კარიერა შესაძლოა საჩუქარი აღმოჩნდეს მისთვის. რა მოხდება თუ ის სამსახურს დაკარგავს ან რამე ბიზნესის წამოწყებას დააპირებს? შენი შემოსავალი ნამდვილად ორივეს დაგეხმარებათ.

შენ რას იტყვი?